მირტყავს და მირტყავს ცხოვრება,
თითქოსდა არ ვილახები.
სულში მიმიზნებს პირდაპირ,
სხეულს არ მაჩანს დაღები.
ამ უსასრულო ბრძოლაში,
ჭკუით ვარ გამონარჩევი,
ტკივილს ვიყუჩებ იმედით,
ტირილს ვარ გადანაჩვევი.
ყველას ვგონივარ უდარდო,
ცხოვრებით განალაღები,
გულში კი კვნესის ტკივილით,
შემონაჩვევი დარდები.
და მაინც, არ დავცემულვარ!
ხვთის სიყვარულით ვმაღლდები,...
მესმის წვიმის თქარა თქური,
ამ უძილო ღამეში,
მესმის გულის ბაგაბუგი,
ჩემი მკერდის არეში.
მესმის მესმის ყველაფერი,
რაც კი ხთება ღამეში,
მესმის ჩემი სხეულიდან,
ჩემი სულის თარეში.
ყველაფერი მოვისმინე,
ამ უძილო ღამეში,
ფიქრითა და უძილობით,
სევდა მაწევს თვალებში.
მაგრამ, მალე გათენდება,
წყდება ღამის ფარეში,
რა ძნელია მარტოობა!
ამ უძილო ღამეში.
...
ისევ ჩუმი ოცნებები,
ისევ ჩუმი ფიქრები,
გადაღლილი სხეული და
მოგალობე რითმები.
ისევ ისევ მონატრება,
ისრვ ისევ ლოდინი,
ნეტავ როდის დამთავრდება
ამდენი მოლოდინი?
ჩაძირვები ოცნებებში,
იმედები ფიქრებში,
უკვეთესის მოლოდინში,
უკვეთესის იმედში.
გარდასული დრო და ჟამი,
გაცრეცილი წარსული,
აწმყო ფუჭი, მოიმედე,
მომავალი არ თქმული.
ყველაფერი არეული, ...
|
|