x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
შვეიცარიელ ჟურნალისტს რუსმა ქალებმა მოლოდინი გაუცრუეს
image

რენე ვებერი შვეიცარიელი ჟურნალისტია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად რუსეთში ჩავიდა და ტოლიატში გაჩერდა. სწორედ აქ აღმოაჩინა ჟურნალისტმა მსოფლიო ჩემპიონატის “მთავარი ნაკლი". ბრაზილია-შვეიცარიის მატჩის წინ ვებერმა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც იმედგაცრუება გამოხატა რუსი ქალების მიმართ, სტატია კი ასე დაასათაურა: “სად არიან მშვენიერი ოლგები ვოლგიდან?"

“ყველას გვსმენია რუსი ქალების სილამაზეზე - აღნიშნავს ვებერი - ისინი მთელი მსოფლიოსთვის სანიმუშოდ ითვლებიან, ოცნების ქალებად. შესაბამისად, მქონდა მოლოდინი, რომ ყოველ დღეს ლამაზმანებს ვნახავდი. ტოლიატი, როგორც ჩანს, ამ მხრივ გამონაკლისია. შესაძლოა, მე ჯერ საჭირო ადგილას არ მოვხვედრილვარ. თუმცა, ქალაქში, სადაც 700 000 ადამიანი ცხოვრობს, არცთუ ისე ბევრი ლამაზი ქალი შევამჩნიე."

ამ სიტყვების გამო ვებერი სექსიზმში დაადანაშაულეს და კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს, მათ შორის, მშობლიურ შვეიცარიაშიც.


აღშფოთებული რუსები კი დამცინავი კომენტარებით გამოეხმაურნენ ვებერს:

“თავისი ქალების გარჩევა თუ შეუძლიათ კაცებისგან? აქ ფეხბურთის საყურებლად ჩამოვიდა, თუ ქალების?"

“ნორმალური ქალები ფეხბურთის საყურებლად არ დადიან, ამისთვის არ სცალიათ: სახლი, სამსახური, ბავშვები."

“შვეიცარიელების გაგება შეიძლება, მათთვის ყველა კონჩიტას მსგავსი უნდა იყოს, წვერით."

“მათი ყველაზე ლამაზი ქალი - კაცია."

“უბრალოდ, მას, როგორც ნორმალურ ევროპელს, ლამაზი კაცები უფრო მოსწონს."


0
129
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0