x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გერმანელ ნეონაცისტს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 8 თურქის მკვლელობის გამო
imageგერმანიაში მიუნხენის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 43 წლის ბეაუტუ ჩეპეს ათი მკველელობის გამო, რომელის რასისტული სიძულვილის ნიადაგზე ჩაიდინა.ნეონაცისტების მსხვერპლი შეიქმნენ ძირითადად თურქები, ერთი ბერძენი და ერთიც გერმანელი ქალი-პოლიციელი.


ორმა ნეონაცისტმა(ე.წ."იატაქვეშა ნაციონალურ -სოციალისტური" ორგანიზაცია(NSU) თავი მოიკლა მას შემდეგ, როდესაც 2011 წელს ნეონაცისტების შეთქმულება სამართალდამცავებმა გამოაშკარავეს.

image

რაც შეეხება კიდევ ერთ ფიგურანტს, რალფ ვოლლებენს, რომელიც იარაღით ამარაგებდა ნეონაცისტებს 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.2, 5 და 3 წელი ციხე მიესაჯა კიდევ ორ დამნაშავეს.




NSU-ს მოღვაწეობა 1998 წლიდან იწყება, ამ ხნის განმავლობაში მათ მოკლეს 10 ადამიანი, ძირითადად თურქები, მათი ორგანიზებულია 2000 წელს შეტევა კიოლნის ერთ-ერთ მაღაზიაზე, რომლის მფლობელიც ირანელი იყო, აგრეთვე 2004 წელს დარბევა მოახდინეს ქალაქის თურქულ რაიონზე.თურქი მიგრანტების მკვლელობა ძირითადად 2000-იდან 2007 წლამდე განხორციელდა.

ნეოცასიტების დაჯგუფება პოლიციამ 2011 წელს აიყვანა აღმოსავლეთ გერმანიაში, ქალაქ ცვიკაუში, ნაქირავებ ბინაში, სადაც ბეაუტუ ჩეპე ორ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა, რომლებმაც თავი მოიკლეს, პოლიციამ მათი გვამები დამწვარ ფურგონში აღმოაჩინა.


ბეატე ჩეპე პოლიციას ჩაბარდა, თუმცა ნაქირავებ ბინაში მალე აფეთქება მოხდა, ქალს იმ მტკიცებულებების განადგურება სურდა, რომელიც NSU-ს მოღვაწეობას შეეხებოდა, მიუხედავად ამისა პოლიციამ მაინც შეძლო დოკუმენტების ხელში ჩაგდება.

image

0
209
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0