x
მეტი
  • 20.07.2018
  • სტატია:78769
  • ვიდეო:331491
  • სურათი:435439
ზღვაში დაკარგული ქალი1,5 წლის შემდეგ ზღვამ ცოცხალი გამორიყა

imageამოუცნობ მოვლენაზე ლაპარაკობენ ინდონეზიის საინფორმაციო საშუალებები. ქალი, რომელიც წელიწადნახევრის წინ ზღვის ტალღამ გაიტაცა, ცოცხალი აღმოჩნდა, და იგივე პლაჟზე იპოვეს, საიდანაც გაქრა.

იმ შემთხვევის მომსწრე, რომელიც 2016 წელს ნაინინ სუნარსის შეემთხვა იავას სანაპიროზე, უამრავი ადამიანი იყო. მოულოდნელად მოვარდნილმა უზარმაზარმა ტალღამ ქალი ზღვაში გაიტაცა. მისი დახმარება ვერავინ გარისკა. მოგვიანებით, სამაშველო ოპერაციები დაიწყო, მაგრამ უშედეგოდ. ქალს ვერ მიაგნეს და ის დაკარგულად გამოცხადდა.

ქალის ოჯახს კი არ სჯეროდა, რომ ის დაიღუპა და როგორც აღმოჩნდა, მართალიც იყვნენ.

ამ დღეებში ქალი სწორედ იმ პლაჟზე იპოვეს, საიდანაც ტალღამ ზღვაში გაიტაცა. თავად ის ფაქტი, რომ ქალი ცოცხალია, საოცარი და დაუჯერებელია, მაგრამ კიდევ უფრო საკვირველია ის ფაქტი, რომ ქალს ისევ ის ტანსაცმელი ეცვა, რომელიც უბედური შემთხვევის დროს და მეტიც, ტანსაცმელი ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო.

კიდეც უფრო უცნაურია ის, რომ ქალის ბიძის მტკიცებით, მას დაკარგული ძმისშვილი ესიზმრა, ის სთხოვდა, რომ იმ პლაჟზე მისულიყო, საიდანაც ტალღამ გაიტაცა. როცა კაცს გამოეღვიძა, ჯერ კიდევ შუაღამე იყო, მაგრამ მაინც გადაწყვიტა წასულიყო პლაჟზე და დაეთვალიერებინა, თუმცა ვერაფერს მიაგნო და სახლში დაბრუნდა. დილით კიდევ წავიდა სანაპიროზე და მისდა გასაოცრად, ქვიშაზე მწოლიარე ნაინინი დაინახა.

ამჟამად ქალი ჰოსპიტალიზებულია. ექიმების განცხადებით მისი მდგომარეობა სტაბილურია, ტანზე ძალადობის ნიშნები ან სხვა დაზიანებები არ აღენიშნება, ის ძალიანაა დასუსტებული და ჯერჯერობით გონზე არ მოსულა.

სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგნლები აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევა აქამდე მათ პრაქტიკაში არ მომხდარა და ელოდებიან, როდის მოვა გონზე ქალი, რომ მისგან გაიგონ რა შეემთხვა.

ამასობაში კი უამრავი ვერსია ჟღერდება, რომელთა მიხედვით ქალი უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს, პორტალის გავლით სხვა სამყაროში მოხვდა ან სულაც საიდუმლო ექსპერიმენტის მსხვერპლი გახდა.

კიდევ ბევრი ვარაუდი არსებობს, მაგრამ იმის თქმა, თუ რა მოხდა სინამდვილეში, მხოლოდ ნაინინს შეუძლია, როცა გონზე მოვა.

0
432
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
432
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0