x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
თელავის რაიონში ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა

image

დღეს დილით თელავის რაიონში, სოფელ ართანასთან, პოსტ „ანდარაზართან“, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ავარიულად დაეშავა, არიან დაშავებულები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი, რომლებიც ლაგოდეხის რაიონში გეგმური როტაციის მიზნით მიფრინავდნენ, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

„შემოყვანილია ორი მოქალაქე, ერთს აღენიშნება მუცლის ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. პაციენტი აყვანილია საოპერაციო განყოფილებაში და მიმდინარეობს ქირურგიული ჩარევა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, დაფიქსირდა გულ-მკერდის ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, პაციენტი გადაყვანილი იქნება ინტენსიურ განყოფილებაში, “ - აცხადებს თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი, ხათუნა ჭონიაშვილი.



სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო, შემთხვევას შეისწავლის გენერალური ინსპექციაც.

0
95
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0