x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქეთი ლომაია:არაა აუცილებელი საშვილოსნოს ყელი გიჩანდეთ

image

Georgiantimes-ის ყოფილი ჟურნალისტი ქეთევან ლომაია სოციალურ ქსელიდან ქართველი ქალების ჩაცმულობას ეხმაურება და წერს.


მოქალაქენო, თბილისი არაა ზღვისპირა ქალაქი. ისევე, როგორც ზღვისპირა ქალაქი არაა თბილისი, მესმის რომ ძალიან ცხელა, მაგრამ არსებობს ე.წ. დრესკოდი და არაა აუცილებელი, საშვილოსნოს ყელი გიჩანდეთ. ვერავინ გამაკვირვებს ვერც მინიკაბით და ვერც უმოკლესი შორტით, მაგრამ ყველაფერს თავის დრო და ადგილი აქვს.


პ.ს. ნუ დაამგვანეთ ეს ქალაქი რაღაც გაურკვეველ გეოგრაფიულ წერტილს..

image

შეგახსენებთ, საფრანგეთში, კერძოდ პარიზში რამდენიმე წლის წინ აიკრძალა ძალიან მოკლე კაბით სიარული(იტალიაში ეს კანონი ქალაქ კასტელამარე-დე -სტაბიაში ჯერ კიდევ 2010 წელს მიიღეს)ფრანგ კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ მდინარე სენაზე ბანაობა და გარუჯვა საცურაო კოსტიუმში სავსებით დასაშვებია, მაგრამ, როდესაც ქალი ქალაქში მოშიშვლებული, საკმაოდ გამომწვევი სამოსით დადის, ეს უკვე არაა მისაღები, ამით ისინი არღვევენ "მორალის წესებს და საზოგადოებრივ წესრიგს".

ჯარიმა 38 ევროდან 4000 ევრომდეა, ან 2 წელი ციხე. აღსანიშნავია, რომ ქალის სამოსის ჩაცმულობა თვითონ სამართალდამცავმა უნდა განსაზღვროს, იგი თუ მიიჩნევს, რომ ქალის ჩაცმულობა მორალს არღვევს, იმ შემთხვევაში აჯარიმებს მას. "ნებისმიერი სამოსი, რომელიც ქალის გენიტალიებს აჩენს ან მკერდის მიდამოებამდე იქნება გახსნილი, ჩაითვლება როგორც ურცხვი სიშიშვლე ყველას დასანახავად და დამრღვევს 1-იდან 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება", -მითითებულია პარაგრაფში.

0
104
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0