x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყველაზე ცნობილი თვითნასწავლი ხელოვანები

ითვლება, რომ ხელოვანისთვის, ეს იქნება მომღერალი, მუსიკოსი, მხატვარი თუ მოცეკვავე, განათლება დიდ როლს თამაშობს, თუმცა, როგორც ირკვევა და რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ყველაზე პოპულარული, ქარიზმატული არტისტები სწორედ ის ხელოვანები არიან, რომელთაც არავითარი სპეციალური განათლება არ აქვთ, მეტიც, ამათგან ბევრი მათგანი იმსახურებს უმაღლეს შეფასებას და მეფის ტიტულსაც კი ატარებს. ქვემოთ გაეცნობით იმ თვითნასწავლი ხელოვანების მხოლოდ მცირე ნაწილს, რომლებსაც მთელი მსოფლიო იცნობს.

მუსიკა

The Beatles - ჯგუფი, რომელმაც რევოლუცია მოახდინა და დღესაც მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ჯგუფად ითვლება, მისი მრავალი რეკორდი დღესაც მოუხსნელია.

image

ჯიმი ჰენდრიქსი - გიტარის მეფე, კაცმა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა მთლიანად გიტარის დაკვრის სტრუქტურაში, 2003 წელს ჟურნალმა Rolling Stones-მა გამოქვეყნა "მსოფლიოს ყველა დროის 100 უდიდესი გიტარისტის" რეიტინგი, 2009 წელს გამოცემა Classic Rock-მა ანალოგიური სია გამოაქვეყნა, ორივეგან რეიტინგს სათავეში ჯიმი ჰენდრიქსი უდგას.

image

ჩაკ ბერი - კიდევ ერთი უდიდესი თვითნასწვალი მუსიკოსი, ამერიკაში ასეთი განმარტება არსებობს: "როკ-ნ-როლი" და "ჩაკ ბერი"პრაქტიკულად ერთი და იგივეა.

image

ელა ფიცჯერალდი - ჯაზის დედოფალი, რომლის საშემსრულებლო მანერა დღესაც ეტალონად ითვლება მთელ მსოფლიოში. თვითნასწავლი იყო, გაიზარდა ღატაკ ოჯახში და მუსიკაზე არც არასდროს უვლია, თუმცა უყვარდა სიმღერა.

image

პინკ-ფლოიდი - კიდევ ერთი უდიდესი ჯგუფი მუსიკის ისტორიაში, ინოვაციური და ექპერიმენტალური მუსიკით, რომელიც ერთბაშად რამდენიმე ჟანრს მოიცავს - ართ-როკით დაწყებული და სპეის-როკით დამთავრებული. ჯგუფის მუსიკოსები ლონდონის პოლიტექნიური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები იყვნენ.

image

მხატვრობა

პოლ გოგენი. გოგენი ფერწერით მხოლოდ ზრდასრულ ასაკში დაინტერესდა, იგი ბროკერად მუშაობდა ბირჟაზე. როდესაც ფინანსურად წელში გაიმართა, ყიდულობდა ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს, შემდეგ კი თვითონაც გადაწყვიტა ბედის მოსინჯვა.

image

ჯეკ ვეტრიანო(იგივე ჯეკ ჰოგანი) - 21 წლის იყო, როდესაც მეგობარმა გოგონამ აკვარელი აჩუქა, ასე დაიწყო მისი სამხატვრო მოღვაწეობა, თავიდან ცნობილი ნამუშევრების ასლს ხატავდა, შემდეგ კი საკუთარი ნამუშევრების შექმნა დაიწყო. მის ნახატებს ჰოლივუდის ვარსკვლავები და ოლიგარქები ყიდულობენ, მაგალითად "მომღერალი მსახურთუფროსი" 1, 3 მილიონ დოლარად გაიყიდა.

image

ნიკო ფიროსმანი(ფიროსმანაშვილი). ცნობები ფიროსმანის ცხოვრების შესახებ უმეტესად შეკრებილია მისი გარდაცვალების შემდეგ. დაიბადა გლეხის ოჯახში, რომელიც ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია, ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც უცნობი დარჩა.

image

მსახიობები და რეჟისორები

ჯიმ კერი სიღატაკეში გაიზარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ოჯახს რომ მიხმარებოდა, მუშაობდა მეტალურგიულ ქარხანაში, თუმცა ბოლო-ბოლო მისმა კომედიურმა ნიჭმა თავისი ქნა, თავიდან ტორონტოს ერთ-ერთ კლუბში გამოდიოდა, შემდეგ კი ლოს-ანჯელესში მოხვდა.

image

კვენტინ ტარანტინო - ზრდასრულ ასაკში მოლარედ მუშაობდა პორნოკინოთეატრში, შემდეგ ვიდეოგაქირავების სალონში გადავიდა, სადაც ნაკლებად ცნობილ ფილმებს ნახულობდა და სწავლობდა, ამის შემდეგ დაიწყო სცენარების წერა.

image

ჯეიმს კემერონი -"ტერმინატორის მამა" პროფესიით ფიზიკოსია, შემდეგ სატვირთოს მძღოლად მუშაობდა, ამჟამად კემერონი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და წარმატებული კინორეჟისორია ჰოლივუდში, სამი ოსკარით და ორი ოქროს გლობუსით.

image

0
46
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0