x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83748
  • ვიდეო:334507
  • სურათი:441825
ჯანსაღი სხეული და ჯანსაღი სული - რამდენად დაბალანსებულია თქვენი 7 ჩაკრა? რჩევები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ!

image



სულ ახლახანს აღმოვაჩინე საინტერესო ინფორმაცია 7 ჩაკრას შესახებ.

როგორც ინგლისურენოვან სტატიებშია აღნიშნული, ადამიანის ენერგეტიკულის ველის წესრიგი განსაზღვრავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ადამიანის 7 ჩაკრაზე დაკვირვებით შეგვიძლია ბევრი დასკვნის გაკეთება.

სწორედ ეს 7 ენერგიის ცენტრი აწესრიგებს ადამიანის ემოციურ, ფიზიკურ, სულიერ და მენტალურ მდგომარეობას. ჩაკრებში ინახება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვუყურებთ გარე სამყაროს, რა შეგრძნებები გვაქვს საკუთარი თავის მიმართ, რა მდგომარეობაშა ჩვენი ფიზიკური სხეული, რამდენად დალაგებული გვაქვს პირადი ან კარიერა და ა.შ.


გთავაზობთ 7 რჩევას, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინით.


1. იმეგობრეთ ბუნებასთან: ისეირნეთ ბუნებაში პირველი ჩაკრა, იგივე ფუძის ჩაკრა, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საძირკველი ჩვენი ფიზიკური და ემოციური კეთილდღეობისთვის.

იგი გვაკავშირებს დედაბუნებასთან და ბუნება ის ადგილია, სადაც ჩვენი ფიზიკური სიძლიერე და ფსიქოლოგიური გამძლეობა ვითარდება.

ეცადეთ შეიგრძნოთ ბუნებასთან ერთობა.



2. მეორე ჩაკრა არის სექსუალურობის, ემოციებისა და შინაგანი ბავშვის სამყოფელი. იგი არეგულირებს თუ როგორ ვიქცევით საზოგადოებაში, როგორ ვახდენთ შიდა და გარე საზღვრების ჩამოყალიბებას, ასევე როგორ ვიღებთ სიამოვნებას.


ყველაზე გავრცელებული პრობლემა ამ ჩაკრასთან დაკავშრებით არის სხვადასხვა დამოკიდებულებები ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე, საჭმელზე, მოწევაზე, ვარჯიშზე ან სექსზე. ამ ჩაკრის დასაბალანსებლად და გასაჯანსაღებლად დაგეხმარებათ თბილი წყლის აბაზანა, დაახლოებით 20 წუთით, წყალში ჩაყარეთ 500-500 გრამი ზღვის მარილი, წყალს დიდი სამკურნალო ენერგია აქვს.


3. მესამე ჩაკრა მეტყველებს ჩვენს თვითშეფასებაზე. იგი ასევე მეტყველებს, ჩვენს ნებისყოფასა და პიროვნულ სიძლიერეზე. სწორედ ამ ჩაკრის საშუალებით ხდება ჩვენი ინდივიდუალობის აღქმა.

ასეთ ჩაკრას აბალანსებს ფიზიკური მოძრაობა, განსაკუთრებით თუ ვარჯიშობთ დილით ან მზის ჩასვლისას.


4. მეოთხე ჩაკრა გულის ჩაკრაა, ცუდადფუნქციონირებადი გულის ჩაკრა იწვევს ემოციურ დამოკიდებულებას რამეზე ან ვინმეზე. ამ ჩაკრის დახმარებითაა მიღწევადი უპირობო სიყვარული საკუთარი თავისა და გარესამყაროს მიმართ.

საუკეთესო გზა ამ ჩაკრის დაბალანსებისათვის არის სიყვარულის გაცემა, შეიყვარეთ ცხოველები, ცხოველებს ჩვენ ხომ უპირობო სიყვარულით ვუყვარვართ.




5. მეხუთე ჩაკრას ყელის ჩაკრას ეძახიან, ეს ცენტრი არეგულირებს ჩვენს აზრებსა და არჩევანს. კომუნიკაციას, თუ ვინ ვართ და რა გვინდა. უნდა დააფიქსიროთ აზრი მკაფიოდ, ესაა ამ ჩაკრის დაბალანსების გზა. დაკავდით შემოქმედებითი საქმიანობით, ამით ამ ჩაკრას განივითარებთ, აიღეთ საყვარელი წიგნი და ხმამაღლა წაიკითხეთ ან სულაც დაწერეთ რამე და შემდეგ წაიკითხეთ ხმამაღლა. იმღერეთ, თუნდაცშხაპის მიღებისას ან მანქანაში საჭესთან, როცა მეხუთე ჩაკრა დაბალანსებულია, ამბობენ რომ მიზნების მიღწევაც უფრო ადვილია.



6. მეექვსე ჩაკრა, იგივე მესამე თვალია, იგი ჩვენი ინტელექტის ადგილია. აქ იმართება ჩვენი სხვადასხვა ნიჭი. ეცადეთ იყოთ დაკვირვებული და ხშირხშირად წარმოიდგინოთ სხვადასხვა ნივთები მკვეთრად. ეს დაგეხმარებათ კარგად კონცენტრირდეთ საქმეზე.


7. მეშიდე არის გვირგვინის ჩაკრა და სწორედ ის გვაკავშირებს ჩვენს სულთან, ღმერთსა და კოსმოსთან. ის ანათებს ჩვენს ცნობიერებასა და სულს.

როცა ეს ჩაკრა გახსნილია, ჩვენი აღქმის უნარიც უფრო მკაფიო და სუფთაა. ამ ჩაკვრის დასაბალანსებლად საუკეთესო საშუალება მედიტაციაა. ასევე კარგი ვარიანტია ლოცვა ან ბუნებასთან ურთიერთობა, არ დაიტოვოთ გულში წყენა, ბოღმა, ამან შეიძლება ფიზიკურ დონეზე მოგაყენოთ ტკივილი, მაგალითად გამოიწვიოს კუჭის წყლული.




გისურვებთ ჯანსაღ ცხოვრებას, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად!

0
221
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0