x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ყველას და განსაკუთრებით ჩემს გულშემატკივრებს ვთხოვ, გაგებით მოეკიდონ ჩემს გადაწყვეტილებას" - ექსკლუზიური ფოტოები კრიშტიანო რონალდუს "ბერძნული არდადეგებიდან" ( + ფოტოები )

image

imageimageმადრიდის "რეალის" ბომბარდირი კრიშტიანო რონალდუ "იუვენტუსში" გადავიდა, რომელიც ბლანკოსმა 105 მილიონ ევროდ გაყიდა, ხოლო "იუვენტუსის" ახალმა თავდამსხმელმა კონტრაქტით უფრო დიდი თანხა უნდა მიიღოს. სეზონურ გასამრჯელოდ ვარსკვლავი 30 მილიონს მიიღებს, 20 მილიონი "ფერარისგან" და 10 მილიონი "ფიატისგან".რა განაცხადა რონალდუმ მადრიდის "რეალის" დატოვებასთან დაკავშირებით: - "რეალში" გატარებული წლები შესაძლოა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყო. ამ კლუბის მადლიერი ვარ. ყველას მადლობას ვუხდი იმ სიყვარულისთვის, რომელიც აქ მივიღე.
თუმცა, ჩემს კარიერაში და ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო და ამიტომ ვთხოვე "რეალს" მიეღო სატრანსფერო წინადადება. ყველას და განსაკუთრებით ჩემს გულშემატკივრებს ვთხოვ, გაგებით მოეკიდონ ჩემს გადაწყვეტილება".

დახვედრაც და მიღებაც ასეთი უნდა. როგორც წყარო წერს, კრიშტიანოს საბერძნეთში იტალიის ყველაზე გავლენიანმა ბიზნესმენმა და "იუვენტუსის" პრეზიდენტმა ანდრე აგნელიმ საკუთარი პერსონით ჩააკითხა, სადაც პორტუგალიელი თავის დიდ ოჯახთან ერთად ისვენებს.როგორც წყარო წერს, ასეთი პატივი იტალიაში ჯერ არც ერთ ფეხბურთელს არ ღირსებია. imageimageimageimageროგორც ვთქვით, ვარსკვლავი სანერძნეთის მცხუნვარე მზეს მიეფიცხა საყვარელ დედასღან, ვაჟთან კრიშტიანო უმცროსთან, დასთან ელმა ვეიროსთან და საყვარელ ქალთან ჯორჯიანა როდრიგესთან ერთად.imageimageimageimageimageimageimageბედნიერი და უზომოდ კმაყოფილი დარჩა როგორც თავად რონალდუ, ასევე ანიელი. არანაკლებ იზეიმა კრიშტიანოს ეს ნაბიჯი მისმა აგენტმა ჟორჟე მენდეშმა, რომელმაც 20 მილიონიანი საკომისიო დაიმსახურა.imageმოულოდნელად გამოჩნდა საბერძნეთის საჰაერო სივრცეში ლურჯი ვერტმფრენი და ამით დაარწმუნა "იუვენტუსის" მთავარმა ფეხბურთელი, თუ რაოდენ დიდი კარიერა ელოდება კრიშტიანოს ტურინში. imageimageვარსკვლავი საბერძნეთის ერთ - ერთ ძვირადღირებულ მდიდრულ სასტუმროში ცხოვრობს და მას ერთად ესტუმრნენ როგორც პირადი აგენტი მენდესი, ასევე ანდრე აგნელი საბოლოო დეტალების შესათანხმებლად. თუმცა კრიშტიანო კვლავ განაგრძობს დასვენებას საბერძნეთში.imageimageimageimageასტრონომიულ ფიგურას ყოველკვირეული ხელფასიც ექნება, რითაც ფეხბურთელი მსოფლიო ფეხბურთის მთავარ მოთამაშეებს ლიონელ მესის და ნეიმარს მიუახლოვდება.პირველი თამაში ლეგენდარულ ფეხბურთელს შესაძლოა სწორედ ყოფილ კლუბთან მოუწიოს.imageრაც შეეხება რონალდუს 7 ნომრიან მაისურებს, ის უკვე წარმატებით იყიდება " იუვენტუსის" სტადიონზე.

1
98
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
98
  
2018, 12 ივლისი, 22:42
მომწონს ეს ფეხბურთელი თავისი შრომისმოყვარეობის და თავდადების გამო.
0 1 1