x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134364
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
რა მოთხოვნებს გააჟღერებენ ქართველი ემიგრანტები 4 აგვისტოს დაანონსებულ აქციაზე
image
2018 წლის 4 აგვისტოს, საქართველოში, ქ. თბილისში, კანცელარიის შენობის წინ, 18:00 საათზე, დაგეგმილია ორგანიზებული აპოლიტიკური სამოქალაქო საზოგადოების აქციის მოწყობა. კონკრეტულ ადგილას შევიკრიბებით საქართველოს ის მოქალაქეები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც ეკონომიური სიდუხჭირის გამო მშობლიური ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმყოფებიან და წლების მანძილზე, ე.წ. ''ემიგრანტის'' სახელს ატარებენ.

აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო ხმამაღლა გაისმას, ქართველ ემიგრანტთა პრობლემების შესახებ, დაყენებულ იქნას მათი მოთხოვნები და ნაპოვნი იქნას მათი გადაჭრის გზები.
აქციას შეუერთდებიან, ქართველ ემიგრანტთა ოჯახის წევრები და სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ის ქართველები, რომლებიც საპატიო მიზეზის გამო ვერ მოახერხებენ საქართველოში გამგზავრებას.
ქართველი ემიგრანტები უამრავი პრობლემის წინაშე დგანან. მათ აწუხებთ როგორც საკუთარი ქვეყნის ბედი, ასევე ის პირობები, რომლებშიც უხდებათ ყოფნა.

პრობლემები:
- დაუდგენელია, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ზუსტი რაოდენობა, ამის შესახებ არ მოგვეპვება ოფიციალური მონაცემები.
- ქართველ ემიგრანტთა უმრავლესობა, კვლავ არალეგალურად იმყოფება საზგვარგარეთ, შესაბამისად დარღვეულია მათი ყველა უფლება და მოვალეობა.
- დაუცველია ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრების პირობები, მძიმეა მათი სოციალური მდგომარეობა.
- ირღვევა ემიგრანტთა ჯანმრთელობის დაცვის უფლება, ვინაიდან არ აქვთ სამედიცინო დაზღვევა.
- დაუცველია შრომის უფლება, არალეგალი ემიგრანტები იძულებულნი არიან იმუშაონ რთულ პირობებში, სამუშაო და დასვენების რეჟიმის დარღვევით, ხოლო ლეგალურად მომუშავეთა მიერ გადახდილი სადაზღვევო თანხები, გამოუყენებელია და ფუჭად დაკარგულად ითვლება, ვინაიდან, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქე, ვერ იღებს გაღებული თანხის ანაზღაურებას, პენსიის ან სხვა სახით.
- დაუცველია ემიგრანტთა განათლების უფლება, რადგან არ შეუძლიათ განათლება მიიღონ სასურველ სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
- დარღვეულია დასვენების უფლება.
- დაუცველია საპატიმროებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებები.
- ემიგრანტები მოწყვეტილნი არიან საკუთარი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ-საგანმანათლებლო-პოლიტიკურ-კულტურულ სფეროებს. ამ სფეროებში, მათი ჩართულობა შემოიფარგლება მხოლოდ მცირე ნაწილის მიერ, საქართველოს რესპუბლიკის სხვადასხვა არჩევნებში მონაწილეობით.
- დაუცველია საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტის უფლებებიც, ამიტომ ბევრი მათგანი იძულებული ხდება და კვლავ უცხო ქვეყნისაკენ მიმავალ გზას ირჩევს.

მოთხოვნები

- სავალდებულო გახდეს, უცხო ქვეყნებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვა.
- უცხო ქვეყნებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიენიჭოთ ლეგალურად ცხოვრების უფლება.
- გაიხსნას სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც დაფუძნებული იქნება, საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
- გაიხსნას სამედიცინო-კვლევითი დაწესებულებები, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება ქართველი მედ-პერსონალით.
- ქვეყნებში, სადაც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან, ჩამოყალიბდეს ერთიანი ქართული სათვისტომოები, რომლებიც ძლიერი დიასპორის საწინდარი იქნება.
- შემცირდეს მოსაკრებელის რაოდენობა, საკონსულოების მიერ გაცემულ სხვადასხვა საბუთსა და დოკუმენტაციაზე, შემცირდეს საქართველოს პასპორტის გაცემის ვადა და ღირებულება
- ქვეყნებში, სადაც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან, გაიხსნას საინფორმაციაო, სოციალური მომსახურების ცენტრები, რომლებიც მომსახურებას გაუწევენ ქართველ ემიგრანტებს, მათთვის ხელსაყრელ ადგილებსა და დროში.
- უზრუნველყოფილ იქნას, უცხო ქვეყნებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების აქტიური ჩართულობა, საქართველოს ყველა სფეროში, რადგან მონაწილეობა მიიღონ საკუთარი სამშობლოს აწმყოსა და მომავლის შექმაში.
- ყველა პირობა შეიქმნას, რათა უცხო ქვეყნებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებმა ღირსეულად ცხოვრონ.
- ყველა პირობა შეიქმნას, რათა უცხო ქვეყნიდან, საქართველოში დაბრუნებულმა საქართველოს მოქალაქეებმა ღირსეულად იცხოვრონ.
გთხოვთ ყველამ გააზიაროთ, მოგვაწოდეთ თქვენი იდეები, შენიშვნები, გეგმები რათა დაცული იყოს თქვენი ინტერესები.მოთხოვნა ჩასწორდება და დაემატება კიდევ ბევრი საკითხი"- ლია წიქარიშვილი

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0