x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ამერიკელმა მეცნიერებმა ღმერთის ფოტორობოტი შეადგინეს

image
ამერიკელმა ფიზიოლოგებმა ასეულობით ადამიანის გამოკითხვის შემდეგ გადაწყვიტეს ღმერთის ფოტორობოტის შედგენა. კვლევაში სხვადასხვა რასებისა და პოლიტიკური მოსაზრებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ჯგუფში პორტრეტი სხვადასხვანაირი გამოვიდა.

ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაეგოთ როგორ გამოიყურებოდა ღმერთი ამერიკელების წარმოსახვით.ექსპერიმენტს ესწრებოდა 511 ადამიანი, რომლებიც თავს ქრისტიანებს უწოდებდნენ. ადამიანებს უჩვენებდნენ სხვადასხვა სახის გამომეტყველების სურათებს, ისინი კი ირჩევდნენ იმას, რომელიც მათ წარმოდგენაში შეესაბამებოდა ღმერთის სახეს .

კვლევის დასრულების შემდეგ მეცნიერებმა შეაჯამეს რესპონდენტების მიერ შერჩეული ყველა სურათი და ასე შეიქმნა "პორტრეტი ღმერთის", როგორსაც ამერიკელები ხედავენ თავის წარმოსახვაში.

სხვათა შორის, კვლევის დროს გაირკვა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა და რასების ადამიანები განსხვავებულად წარმოიდგენენ ღმერთს. მაგალითად, კონსერვატორების თვალში, ღმერთი ძლიერია და თეთრი. ლიბერალები მას ხედავენ უფრო ახალგაზრდას და ოდნავ ქალურს. აფროამერიკელები კი ხშირად აღწერენ ღმერთს მათი რასის წარმომადგენლად.

2
333
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
333
  
2018, 15 ივლისი, 12:35
რა იდიოტობაა...
2018, 11 ივლისი, 19:41
პირადად, მე სულ სხვანაირად წარმომიდგენია...
0 1 2