x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
12 შეკითხვა ქალის ჯანმრთელობაზე, რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვათ ექიმს
დღეს ქალის ჯანმრთელობაზე უფრო ხშირად ლაპარაკობენ. სხვადასხვა კვლევები ადასტურებენ, რომ ქალთა მნიშვნელოვან პროცენტს 18 წლის შემდეგ ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი ან ცუდი მდგომარეობა აქვს. ამასთან, ბევრი არ მიმართავს ექიმს რეგულარული და პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩასატარებლად. მშვენიერი სქესის წარმომადგენლებმა ასეთი გამოკვლევები სასურველია წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტარონ.

ასაკიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის სხვადასხვა ასპექტებსაც უნდა მიექცეს ყურადღება.

20 წელი

image


“ხომ არ არსებობს სარძევე ჯირკვლების სიმსივნის განვითარების რისკი?"

ბოლო დროს ჩატარებული კვლევები ადასტურებენ, რომ სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარების რისკი 20 წლიდან იმატებს.

18-22 წლის ასაკში სასურველია ქალმა მამოლოგთან გაიაროს კონსულტაცია და მამოგრაფია ჩაიტაროს. თუმცა, ასეთ ახალგაზრდა ასაკში ულტრაბგერითი კვლევაც საკმარისია.


“რა მდგომარეობაშია ჩემი ჰორმონები?"

20-30 წლის ასაკში ქალის ორგანიზმი ინტენსიურ დატვირთვას და სტრესს განიცდის, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა დიეტებთან, სწავლასთან, ფიზიკურ დატვირთვასთან, სამსახურთან და ა.შ.

ცხოვრების არასწორი წესი და ხშირი გადაღლა ძლიერ ზემოქმედებას ახდენენ ქალურ ჰორმონებზე.

. ჰორმონების დისბალანსი განწყობის ცვალებადობას, დეპრესიას, თმის ცვენას, კანის გამონაყარს და წონის ცვალებადობას იწვევს. ამიტომ, 20-30 წლის ასაკში აუცილებელია ჰორმონებიც აკონტროლოთ.


“საკვერცხეების პოლიკისტოზი ხომ არ მაქვს?"

საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი რეპროდუქტიული ასაკის ყოველ მე-10 ქალს აღენიშნება და ძალიან ცოტა თუ ეჭვობს, რომ ეს დაავადება აქვს. ჩვენს დროში ეს დაავადება ეპიდემიასავითაა.

პოლიკისტოზი უშვილობის მეტნაკლებად გამომწვევი მიზეზია. მაშინაც კი, თუ ფეხმძიმობა დადგება, გართულებების რისკი მაღალია.

ექიმთან კონსულტაცია და ანალიზები ადრეულ ეტაპზე, მომავალში დიდ პრობლემებს აგაცილებთ თავიდან.

მეტნაკლებად რისკის ქვეშ არიან ქალები ოჯახური სამედიცინო ისტორიით, მოუწესრიგებელი ციკლით და დიაბეტით.


30 წელი

image

“წესრიგში მაქვს თუ არა საჭმლის მომნელებელი სისტემა?"

30 წლის შემდეგ საჭმლის მომნელებელი სისტემა თანდათან შენელებას იწყებს. მის კარგ მუშაობაზეა დამოკიდებული ენდოკრინული და გულ-სისხლძარღვთა სისტემა. ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულძმარვა, შეკრულობა და აირების დაგროვება, უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ანალიზები ჩააბაროთ და კვება და კვების რეჟიმი მოაწესრიგოთ.


“წესრიგშია თუ არა ხალები და თანდაყოლილი ლაქები?"

ყურადღებით მოეკიდეთ ხალებს და ლაქებს. ახალი წარმონაქმნები კანზე 25-30 წლის ასაკში უკვე აღარ მიეკუთვნება ხალებს და სავარაუდოდ შესაძლოა ავთვისებიანიც იყოს. ასეთი წარმონაქმნები, როგორც წესი, მიუთითებენ, რომ კანი ულტრაიისფერი სხივებითაა დაზიანებული.

ეს წარმონაქმნები თავის ავთვისებიან ხასიათს გვიან ავლენენ, 30 წლის შემდეგ. ამიტომ, სასურველია, რომ ქალებმა სწორედ 30 წლის ასაკიდან მოახდინონ ხალების გადამოწმება დერმატოლოგთან და ონკოდერმატოლოგთან.


“ხომ არ მემუქრება საკვერცხეები ნაადრევად გამოფიტვა?"

საკვერცხეების გამოფიტვა ნაადრევ კლიმაქსს იწვევს. რისკის ქვეშ 35-40 წლის ასაკის ქალები არიან. ამ სინდრომისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: მეორადი ამენორეა, უნაყოფობა და ვეგეტატიური სისხლძარღვების მუშაობის დარღვევები.

ახასიათებს სიცხის შეგრძნება, ოფლიანობა, გაღიზიანება, ძილის დარღვევა და თავის ტკივილები.

რაიმე ცვლილების დროს, აუცილებელია მიმართოთ ექიმს. მეტროსალპინგოგრაფია ამ შემთხვევაში ყველაზე ინფორმაციული მეთოდია დიაგნოსტიკისთის.


40 წელი

image

“რა მდგომარეობაში ჩემი ჰორმონალური ფონი?"

40 წლის შემდეგ ჰორმონების ცვლილებები იწყება. პროგესტერონსა და ესტროგენზე თვალყურის დევნებით, სიმსივნე და სხვა დაავადებები შეიძლება იქნეს თავიდან არიდებული.


“რა მდგომარეობაშია ჩემი ფარისებრი ჯირკვალი?"

ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის შეფერხება ქალის ორგანიზმზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. მასზეა დამოკიდებული ნივთიერებათა ცვლა, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და რეპროდუქტიული სისტემების მუშაობა.

წელიწადში ერთხელ მაინც ჩააბარეთ სისხლის ანალიზი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე.


“როგორია ჰემოგლობინის დონე?"

მოწიფული ასაკის ყველა ქალი ვერ დაიტრაბახებს ჰემოგლობინის ნორმით. მისი აწევა ან დაწევა ჯანმრთელობის პრობლემებს და ცუდ განწყობას იწვევს. ჰემოგლობინის დონის დაწევას ანემია ეწოდება. ამ პრობლემას ხშირად აწყდებიან ის ქალები, რომლებიც რკინით ღარიბ საკვებს იღებენ და ხშირად იცავენ დიეტებს. თუ ეწევით და წყლის არასაკმარის რაოდენობას იღებთ, მაშინ ჰემოგლობინი დაბლა იწევს. თუ დროულად არ ჩააბარებთ ანალიზებს, ამან სხვადასხვა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის თრომბოემბოლია.


50 წელი

image

“ჩავიტარო თუ არა ძვლების სკანირება?"

50 წლიდან ოსტეოპოროზის განვითარების რისკი იმატებს. დროული სკანირება კი დაგეხმარებათ გართულებები და პრობლემები თავიდან აირიდოთ.

გარკვეული პრეპარატების მიღება, როგორიცაა: ჰეპარინი, კორტიზონი და პრედნიზონი, ასევე დაავადებები - ჰიპერთირეოზი და ცელიაკია, ხელს უწყობენ ოსტეოპოროზის პროგრესირებას.

არ დაგავიწყდეთ, კალციუმი ქალის ორგანიზმისთვის აუცილებელია. 50 წლის შემდეგ ქალმა დღეში 1200 მგ კალციუმი უნდა მიიღოს. მნიშვნელოვანია სწორი ფიზიკური დატვირთვაც.


“გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები ხომ არ მაქვს?"

გულის დაავადებები ქალებში 55 წლის შემდეგ უფრო იზრდება. გაიგეთ, ხომ არ იმყოფებით რისკის ჯგუფში. მოწევა, ალკოჰოლი და მცირე ფიზიკური აქტივობა-დაავადებების განვითარებას ხელს უწყობენ.

გამოუძინებლობა და ფსიქოლოგიური დაძაბულობა კი იმუნიტეტს ასუსტებენ და არითმიის და სხვა დაავადების გამომწვევ მიზეზებად შეიძლება იქცნენ.

იმისთვის, რომ პრობლემები აირიდოთ თავიდან, უნდა გაიზომოთ სისხლში ქოლესტერინის დონე, აკონტროლოთ წნევა, იკვებოთ სწორად და ფიზიკურ აქტივობასაც დაუთმოთ დრო.


“რატომ ვიმატებ წონაში?"

მენოპაუზა საშუალოდ 52 წლის ასაკში დგება. საკვერცხეები ესტროგენების გამომუშავებას წყვეტენ, რაც თავის მხრივ, მთელ რიგ გვერდით მოვლენებს იწვევს, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია წონაში მატება.

ამიტომ, თუ თქვენ უცებ წონაში მოიმატეთ და დაკლებას ვერ ახერხებთ, მიმართეთ ექიმს. კონსულტაცია დაგეხმარებათ მენოპაუზების სხვა სიმპტომების დადგენასა და კვების ეფექტური სისტემის შემუშავებაში.




0
137
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0