x
მეტი
  • 16.12.2018
  • სტატია:83800
  • ვიდეო:334549
  • სურათი:441902
შინდისის გმირის 'შინდისფერი მერანი' - დავით ახრახაძე

image

შინდისის გმირის 'შინდისფერი მერანი'
ათი წელი სრულდება 2008 წლის აგვისტოს ომიდან. თითოეულ ჩვენგანს უამრავი ისტორია წაგვიკითხავს ან ტელევიზიით გვინახავს სიუჟეტი შინდისის გმირებზე, მაგრამ თუ ასეთ სევდიან ისტორიას მოვისმენდი, არ მეგონა.
რამოდენიმე დღის წინ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ვეტერანების ერთი ჯგუფი ქალაქ ფოთში გავემგზავრეთ ჩვენი დაღუპული თანამებრძოლის, ალექსანდრე (საშკა) ბუხნიკაშვილის საფლავის მოსანხულებლად. ჩვენ ჯგუფში ბატონი დავით დვალიშვილი - აფხაზეთის ომის ვეტერანი და 2008 წლის აგვისტოში სოფელ შინდისში გმირულად დაღუპული მიშიკო(მიხეილ) დვალიშვილის მამა. ფოთში მისულებს ბატონმა დავითმა გვთხოვა ერთ-ერთ ტერმინალთან მივსულიყავით და მაშინ გავიგე ამ სევდიანი ისტორიის შესახებ.
ტერმინალთან მისულებს შესასვლელთან ავტომობილი ფორდ მონდეო დაგვხვდა. ავტომობილის დანახვაზე ბატონ დავითს ცრემლები ჩამოუგორდა ღაწვებზე. აღნიშნული ავტომობილი 2008 წლის ივლისში მიშიკო დვალიშვილს შეუძენია, რომელიც განბაჟებული არ იყო. ერთხელ მიშიკო საპატრულო პოლიციას გაუჩერებია და რადგან განბაჟების ვადა იყო გასული, მანქანა საბაჟო ტერმინალზე გადაიყვანეს. მიშკომ ტერმინალის თანამშრომლებს სთხოვა მანქანისთვის მიეხედათ, ის რამოდენიმე დღეში დაბრუნდებოდა, მანქანას განაბაჟებდა და წაიყვანდა. სამ დღეში ომი დაიწყო. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განგაში გამოცხადდა და მიშიკო ბრძოლებში ჩაერთო. მიშიკო თავის თანამებრძოლებთან ერთად სოფელ შინდისში რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა და დარჩა შინდისფერი ფორდ მონდეო მიშიკოს გარეშე.
ბატონ დავითს არც ნერვები და არც მატერიალური საშუალება არ ჰქონდა, რომ მანქანა განებაჟებინა. წინა ხელისუფლებას სთხოვა ერთხელ დახმარება, მაგრამ უშედეგოდ და ამის შემდეგ არავინ შეუწუხებია. იმედი გვაქვს, დღევანდელი ხელისუფლება გამოიჩენს გულისხმიერებას და აღნიშნულ ავტომობილს დაუბრუნებს მიშიკოს ოჯახს.
P.S. და ბოლოს, მინდა უღრმესი მადლიერება გამოვხატო აღნიშნული ტერმინალის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც ამ ხნის მანძილზე შეინახეს და მოუარეს მიშიკოს(მიხეილ) შინდისფერ მერანს.
image

8
106
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
Mediator image
106
  
13 ივლისი, 11:40
განბაჟების გარდა,უნდა დაიანგარიშოთ ე.წ.სტაიანკის ფული ყოველდღიურად და ეს მგონი ასტრონომიული თანხა გამოვა....
11 ივლისი, 23:13
ვკითხე ახლა დავითს და დავაზუსტებო.

არა... ვეცდები გავიგოთ-ეს მომწერა
11 ივლისი, 22:15
ვკითხავ დავით ახრახაძეს და ამაღამვე მოგწერ პასუხს.
11 ივლისი, 18:58
რა თანხაა საჭირო?
11 ივლისი, 18:17
მანქანა საჭიროებს განბაჟებას ინდიქტო
11 ივლისი, 17:48
რა სახის დახმარებას თხოვს სახელმწიფოს და რა არის საჭირო,რომ დაუბრუნდეს ეს ავტომობილი? სახელმწიფო სთან ერთად ყველა ქართველის ვალდებულებაა მოუაროს გმირების ოჯახებს. ეს ავტომობილი შვილს ვერ დაუბრუნებს მამას,მაგრამ თანადგომა და დაფასება სჭირდება ამ ადამიანს,უფრო სწორად ჩვენ გვჭირდება,რადგან ამ ხალხს მარტო თავიანთი ოჯახებისათვის არ ჩაუცვიათ ფორმა და ვეღარ გაუხდიათ. გვჭირდება იმისათვის,რომ დავრჩეთ ადამიანებად და ქართველებად. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე,რომ რატომ უნდა ვიბრძოლო ან რაიმე გავაკეთო,რადგან ქვეყანაში ცუდი სიტუაცია,მაგრამ მერე მახსენდება ქართველი გმირები,ის თუ როგორ გაწირეს თავები ჩემთვის და უკვე მარტო ნაპერწკალი მინდა რო ავფეთქდე. ამ ადამიანების პატივის მისაგებად ღირს ბრძოლა,თუნდაც დავმარცხდეთ. დიდება გმირებს!
11 ივლისი, 17:08
შენც მაგარი კაცი ხარ დავით.
დავით ახრახაძე მოხალისედ წავიდა ომში, ოჩამჩირეს რაიონში მძიმედ დაიჭრა, ერთი ქვედა კიდურის ამპუტაცია გაუკეთეს და მალევე ყავარჯნით დაუბრუნდა ბრძოლის ველს.
იმერეთის ვეტერანთა საბჭოს ხელმძღვანელობს.
ჩემი უფროსი მეგობარია და მე ვამაყობ ამით...
0 1 8