x
მეტი
  • 20.07.2018
  • სტატია:78768
  • ვიდეო:331490
  • სურათი:435439
სიმბოლიზმი და "ცისფერყანწელები"

image

სიმბოლიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინრეობა პირველად საფრანგეთში წარმოიშვა. სიმბოლიზმის ესთეტიკა, რომელიც რეალიზმისა და ნატურალიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული, ჯერ კიდევ მე-19 აუკუნის 60-70-იანი წლების ბოლოს ჩაისახა პოლ ვერლენის, სტეფან მალარმეს, ლოტრეამონისა და არტურ რემბოს შემოქმედებაში. მაგრამ სიმბოლისტთა დაჯგუფება მხოლოდ 80-იანი წლების შუა ხანებში შეიქმნა და 1898 წლამდე იარსება. სიმბოლისტების აზრით, მატერიალური საგნები საკუთარ თავში მალავენ თავიანთ ჭეშმარიტებას, საიდუმლო არსს, იდეას, რომელიც მხოლოდ ხელოვანებისთვისაა მისაწვდომი. პირველ რიგში, მუსიკის, შემდეგ კი პოეზიისათვის, რომელიც სიტყვის მუსიკალური გამომსახველობის ძალას ეყრდნობა. პოეზიის არსებითი მახასიათებელია იდუმალების შეგძნება. ამასთანავე, პოეზია ცოდნის, სამყაროს ინტუიციური წვდომის უმაღლესი ფორმაა. იგი უთანაბრდება რელიგიას, როგორც იდეალურ და რეალურ სამყაროებს შორის გადებული ხიდი.

პოეტი უნდა ჩასწვდეს სამყაროს ერთიანობისა და ჰარმონიის საიდუმლოებს და გამოხატოს იგი თავის მიერ აღმოჩენილ "შესაბამისობაში", ყოვლისმომცველ და ამოუწურავი შინაარსის მქონე სიმბოლოებში.

სიმბოლო მხატვრული სახეა, რომელსაც ლოგიკის მეშვეობით ვერ გავშიფრავთ, რადგან მას არ გააჩნია ერთი გარკვეული მნიშვნელობა. სიმბოლოს მრავალი მნიშვნელოვა აქვს, მისი შინაარსი ამოუწურავია. სიმბოლო არის მინიშნება, მითითება რაღაც საიდუმლო არსზე, სიმბოლო ერთგვარი "პაროლია".

საქართველოში სიმბოლიზმის ისტორია 1916 წლიდან იწყება, როდესაც "ცისფერი ყანწების" ორდენის სახელით ცნობილმა ლიტერატურულმა დაჯგუფებამ ქალაქ ქუთაისში თავისი პირველი პერიოდული ჟურნალი "ცისფერი ყანწები" გამოსცა. ქართველი სიმბოლისტების ჯგუფმა 15 წელი იარსება.

სიმბოლისტური პოეზიის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება იყო ურბანისტული მოტივები, ანუ ქალაქითა და ქალაქის კულტურისათვის დამახასიათებელი თემებით დაინტერესება. სიმბოლისტებმა ბუნება შეცვალეს ქალაქით.

ქართველ სიმბოლისტთა წარმოსახვის საგანი რეალური სინამდვილე კიარ იყო, არამედ მათი ფანტაზიით შექმნილი ხელოვნური სამყარო, რომელიც ჭეშმარიტ სინამდვილედ მიიჩნეოდა.

ქართველი სიმბოლისტები, ევროპელი და რუსი სიმბოლისტების მსგავსად, ხელოვნების უპირველეს დარგად მიჩნევდნენ მუსიკას.

ქართული ლექის ფორმა, რომელიც მე-20 საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება, ძირითადად "ცისფერყანწელებისა" და გალაკტიონ ტაბიძის სახელთანაა დაკავშირებული

"ცისფერყანწელთა" დაჯგუფების წევრები იყვნენ: ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, რაჟდენ გვეტაძე, ლევან მეუნარგია, სანდრო ცირეკიძე და სხვები.


თამთა ბერაძე

თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეორე კურსი

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:თამთა ბერაძე
თამთა ბერაძე
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0