x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კრიტიკული დღეები ტკივილის გარეშე: 9 მარტივი მეთოდი

ტკივილი, კრუნჩხვები, სპაზმი _ მენსტრუაციის დროს ქალების უმრავლესობა განიცდის სხვადასხვა სიმძიმის ტკივილს და დისკომფორტს. საბედნიეროდ, უსიამოვნო შეგრძნებები უმრავლეს შემთხვევაში შესაძლებელია შემცირდეს ან სრულიად გაქრეს საკმაოდ მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებებით.

image





გამოიყენეთ სათბურა




image






გამოიყენეთ სათბურა ან ცხელი წყლით ავსებული ნებისმიერი პლასტმასის ბოთლი. უკიდურეს შემთხვევაში თქვენი ნოუთბუქიც კი გამოდგება - სითბო ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ამსუბუქებს ტკივილს იმდენად, რამდენადაც ხსნის სპაზმს და კრუნჩხვას.




დაიკავეთ სათბურა მუცლის ქვედა ნაწილზე, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ძალიან ცხელი არ იყოს -დამწვრობა ნამდვილად არ გჭირდებათ!





უარი თქვით ყავაზე




image

უარი თქვით ყავაზე და კოფეინის შემცველ სხვა სასმელებზე, (შავი და განსაკუთრებით მწვანე ჩაი). საქმე იმაშია, რომ კოფეინი სხეულს ეხმარება წყლის შეკავებაში, მენსტრუაციის დროს კი ეს გამოიწვევს მუცლის გაბერვას და გააძლიერებს სპაზმებს.





აკონტროლეთ მარილის დონე






კიდევ ერთი პროდუქტი, რომლის მოხმარების დონეც კრიტიკული დღეების დროს უმჯობესია მაქსიმალურად შეამციროთ _ ეს არის მარილი. მისმა სიჭარბემ ორგანიზმში ასევე შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება და შედეგად „ კრიტიკული“ დღეები უფრო მტანჯველი გახადოს.



არ დაივიწყოთ სირბილი





image




დიახ, ეს საშინლად ჟღერს და უკანასკნელი, რაც ამ დროს არ გსურთ - ეს სირბილია, მაგრამ გარბენას ან თუნდაც ფეხით გასეირნებას ნამდვილად შეუძლია თქვენი დახმარება. საქმე ენდორფინშია, რომელიც ვარჯიშის დროს თავისუფლდება: მას შეუძლია გაანეიტრალოს კრუნჩხვების მასტიმულირებელი ჰორმონის მოქმედება.







აკონტროლეთ რკინის დონე სისხლში




image



ყველაზე მოსახერხებელია, ეს გაკეთდეს საკვების დახმარებით: ეცადეთ, რომ თქვენს რაციონში იყოს ბევრი კომბოსტო და ისპანახი. ისინი არ გადატვირთავენ ორგანიზმს, როგორც ამას ხორცი აკეთებს და შეძლებენ რკინის დეფიციტის დაფარვას.








ჭამეთ შოკოლადი



image




მრავალი ქალი განიცდის მენსტრუაციის წინ ან მის დროს შოკოლადის მიმართ მომატებულ ლტოლვას - და ეს არცაა გასაკვირი, შავ შოკოლადში ხომ ბევრი მაგნიუმია.


მაგნიუმი ეხმარება კრუნჩხვების და სპაზმების წარმოქმნის წინააღმდეგ ბრძოლაში. არ შეიკავოთ თავი -ასეთ დღეებში მწარე შოკოლადი საუკეთესო წამალია!



დაკავდით სექსით



image




სექსი პარტნიორთან ერთად ან მარტო - ეს ორგანიზმს ეხმარება სპაზმებთან ბრძოლაში, რადგან ამ დროს მუცლის ქვედა ნაწილში სისხლის ნაკადის მიწოდება იზრდება, ასევე თავისუფლდება ოქსიტოცინი - ჰორმონი, რომელიც ეხმარება საშვილოსნოს მოდუნებაში.





დალიეთ ჩაი კოჭათი



image


ან უბრალოდ დაამატეთ კოჭა ლიმონიან ცხელ წყალში. ეს სასმელი ამცირებს გულისრევის შეგრძნებას, ასევე ხსნის ტკივილს და ანთებას - ეს ისაა, რაც სწორედ ასეთ დღეებშია საჭირო.









უარი თქვით ვიწრო ტანსაცმელზე





image



შემოჭერილი არ ატაროთ _ გახსოვთ ეს ლოზუნგი ძველი რეკლამიდან? ყველაზე ცუდი რამ, რაც მენსტრუაციის დროს შეიძლება გაუკეთოთ საკუთარ სხეულს - ესაა, დატანჯოთ ის ვიწრო ჯინსებით ან მოჭერილი შარვლებით და ქამრებით. აირჩიეთ ტანსაცმელი, რომელშიც თქვენი მუცელი თავს იგრძნობს თავისუფლად!


***



იხილეთ ასევე:

1.ნახეთ რა რჩევებს აძლევდნენ ორსულ ქალებს ექიმები 150 წლის წინ




2. პატარა სასწაული ბავშვებისთვის, ქალებისთვის, მამაკაცებისთვის. ამის შემდეგ თქვენ ყოველ დღე შეჭამთ მწყრის კვერცხებს




3.აქტივირებული ნახშირი – არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავისთვის!


***



9
391
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
391
  
2018, 11 ივლისი, 22:37
ამაზრზენია ნამდვილად.... უცებ წარმოვიდგენე და :D
2018, 11 ივლისი, 22:35
:-)...... რააამდენი წინადადება ამოვიკითხე ამ 5 ასოშიიიიი..... :-)
2018, 11 ივლისი, 19:56
ფუჰჰჰ.... :D
2018, 11 ივლისი, 12:48
ოჰოოო....
2018, 11 ივლისი, 12:33
დიდი ბრიტანეთის, სამეფო სამედიცინო აკადემიის კლევების შედეგს მოგახსენებთ, ჩემი აზრი არ დამიფიქსირებია. :))))
2018, 11 ივლისი, 12:30
ეგ ალბათ ძალიან იშვიათ შემთხვევეაში....საშიში? არ მგონია.....გვირჩევენ კიდეც ნუ გეშინიათოოოო :-)
2018, 11 ივლისი, 12:16
მიუხედავად იმისა სტატია სუსტი სქესის წარმომადგენლებზეა გათვლილი ბოლომდე წავიკითხე, ბევრჯერ წამიკითხავს თუნდაც ქართულ საიტებზე: კრიტიკულ დღეებში ქმართან ან მეგობარ მამაკაცთან ჩვეულებრივად მაქვს ინტიმური კავშირიო!
არა და არც ჰიგიენურია და არც მთლად უსაფრთხო, არის საფრთხე აქტის დროს "ატომური" სისხლდენა დაეწყოს ქალს.
0 1 9