x
მეტი
  • 11.12.2018
  • სტატია:83614
  • ვიდეო:334408
  • სურათი:441560
წმინდა ელენეს კუნძულს სჭირდება თანამშრომელი,რომელსაც წელიწადში 70 000$-ს გადაუხდიან

image

გინდა სამოთხეში იცხოვრო, თან ყოველგვარი ზედმეტი დატვირთვის გარეშე, წელიწადში 70 ათასი დოლარი გადაგიხადონ და თან მარადიული ზაფხულით ისარგებლო? წმ.ელენეს კუნძული, რომელიც მდებარეობს ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ეძებს საემიგრაციო სამსახურის უფროს ოფიცერს აეროპორტში მუშაობისთვის. რომლის მოვალეობაა ჩამომსვლელთა დოკუმენტების შემოწმება, მაგრამ, ვინაიდან კვირაში მხოლოდ ერთი თვითმფრინავი ჩამოდის კუნძულზე, სამუშაო ფაქტობრივად არც არაფერია გასაკეთებელი.

image

სამუშაო პირობები მართლაც რომ ძალზე მსუბუქია, ხოლო ხელფასი მაღალი. წმ.ელენეს კუნძულზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან კვირაში მხოლოდ ერთი კომერციული რეისი სრულდება . თუმცა, უახლოეს მომავალში ფრენების რიცხვი შესაძლებელია, მცირედ, მაგრამ მაინც გაიზარდოს - სწორედ ამიტომ, როგორც ჩანს, წმინდა ელენეს აეროპორტს, რომელსაც "მსოფლიოს ყველაზე უსარგებლო აეროპორტი" უწოდეს, სჭირდება ახალი თანამშრომელი.


ვაკანსიის პლუსებში ჩამოთვლილია როგორც "კუნძულის სტუმართმოყვარე და მეგობრული მოსახლეობა"რომელიც 4, 500 მოსახლეს შეადგენს, ასევე ზომიერი თბილი ამინდი მთელი წლის განმავლობაში.

image

წმ.ელენეს კუნძული საყოველთაოდ ცნობილია უპირველეს ყოვლისა ნაპოლეონ ბონაპარტის გამო, რომელმაც აქ, გადასახლებაში გაატარა თავისი უკანასკნელი წლები. კუნძულის ტურისტული ინდუსტრია ძლიერ დამოკიდებულია კუნძულის ისტორიის ზუსტად ამ მონაკვეთზე.


2005 წელს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა წმინდა ელენეს კუნძულზე აეროპორტის მშენებლობის შესახებ, რომელიც ექსპლოატაციაში უნდა შესულიყო 2010 წელს, მაგრამ დამკვეთებსა და ხელისუფლებას შორის გადაუჭრელი წინააღმდეგობების მიზეზით აეროპორტის გახსნა შეჩერდა და დამთავრდა მხოლოდ 2015 წლის დასასრულს. 2015 წლის 15 სექტემბერს მოხდა ისტორიული მოვლენა: კუნძულზე დაეშვა ანგოლიდან ცაში აფრენილი Beechcraft King Air-ის მოდელის პირველი თვითმფრინავი.

image

რეგულარული ავიაკავშირი წმინდა ელენეს კუნძულსა და იოჰანესბურგს შორის 2017 წლის 14 ოქტომბრიდან დაიწყო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯერჯერობით კვირაში მხოლოდ ერთი რეისი სრულდება, ყოველ შაბათ დღეს.

image

0
1460
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1460
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0