x
მეტი
  • 25.09.2018
  • სტატია:80909
  • ვიდეო:333188
  • სურათი:438312
მარტივი წინადადებები ჟურნალისტურ ტექსტთა სათაურებად

image

თანამედროვე ქართულ პრესაში მარტივი წინადადების ყველა სახეობა შეიძლება შეგვხვდეს ტექსტის სათაურად:

მარტივი გაუვრცობელი ორშემადგენლიანი წინადადებები - "კამპანია დაიწყო", "ისტორია განმეორდა", "დამნაშავე მიიმალა", "გმირები არ კვდებიან", "ფეხბურთელები იმარჯვებენ"...

მარტივი გავრცობილი ორშემადგენლიანი წინადადებები: "იაპონიაში ბიძგები განმეორდა", "სტიქია უკან არ იხევს"...

მარტივი სამშემადგენლიანი წინადადებები: "დინამომ ყველას აჯობა", "მერიამ პირობა შეასრულა", "პასუხისმგებლობა დირექტორს ეკისრება"...

იშვიათი არ არის, როცა გვხვდება ოთხშემადგენლიანი წინადადებებიც: "ქალაქის ხელმძღვანელობა უკეთეს მომავალს გვპირდება", "საქართველოს დახმარების ხელს უწვდის მსოფლიო"...

ორ- და სამშემადგენლიანი წინადადებები, რომლებშიც ქვემდებარე არ ჩანს

უქვემდებაროა წინადადება, რომელშიც ქვემდებარე არ არის და არც იგულისხმება იგი შემასმენელთან. უქვემდებარო წინადადების შემასმენელი პირნაკლი ზმნაა, რომელსაც სუბიექტური პირი აკლია. იგი უმეტესად გამოხატავს ბუნების მოვლენებს, ადამიანის (ცხოველის) შეგრძნებებს. ასეთი წინადადება იშვიათად, მაგრდამ მაინც გვხვდება სათაურებად - "დღესაც იწვიმებს", "ამ ქვეყანაში აღარ იცხოვრება"...

არსებობს ისეთი ტიპის წინადადებაც, რომელშიც კონკრეტული ქვემდებარე არ მოიპოვება და არც შეიძლება მოქმედ პირად ვიგულისხმოთ რომელიმე კონკრეტული საგანი, თუმცა ზმნას არ აქვს დაკარგული სუბიექტური პირის გაგება და მოქმედ პირად მაინც ივარაუდება ვიღაც ან რაღაც. მკითხველისთვის მოქმედი პირისა თუ პირების დაკონკრეტება არ არის მნიშვნელოვანი, რადგან მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა არა მოქმედი პირი, არამედ თავად მოქმედება. მოქმედება კი, როგორც წესი, სუბიექტური პირის მრავლობითი რიცვის ფორმითაა წარმოდგენილი. ასეთ წინადადებას განუსაზღვრელპირიანს ან ქვემდებარეგაუჩინარებულს უწოდებენ - "გაძვირებას ამბებონ", "გვალვას ვარაუდობენ"...

კონკრეტული ქვემებარე არ ჩანს კიდევ ერთი სახის წინადადებაში, რომელსაც განზოგადებულპირიან წინადადებას უწოდებენ და რომელიც ასევე იშვიათად, მაგრამ, მაინც გვხვდება სათაურად - "ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი", "იცოდე შენი ქვეყნის წარსული", "გააგრძელე საქართველოს ისტორია"... ასეთ წინადადებაში ზმნას სუბიექტად მეორე პირი შეეწყობა, მაგრამ ეს პირი (შენ) კონკრეტულობისაგან დაცლილია და ზოგადად ყველას აერთიანებს.

ამათ გარდა, არსებობს კიდევ ერთი სახის წინადაება, რომლის ქვემდებარე შეგნებულად არის გაუჩინაებული მკითხველის დაინტერესების მიზნით. მაგალითად - "ხვალიდან დინამოს ღირსებას დაიცავს", - ამ წინადადება-სათაურში ქვემდებარე არ ჩანს, მაგრამ არ ჩანს არა იმიტომ, რომ მოქმედ პირად მაინც იგულისხმება ისეთი პირი, რომლის ვინაობის განსაზღვრის საჭიროება არ არის, ვინაიდან ყურადღება გადატანილია თვით მოქმედებაზე, არამედ - სწორედ მოქმედის ვინაობაა მთავარი და მისი გაუჩინარებით (სათაურში დაუსახელობლობით) განსაკუთრებულლი ინტერესი ჩნდება, რაც მკითხველს აუცილებლად წააკითხებს ტექსტს. მაგალითად - "ფინანსურ სიძნელეებს წააწყდნენ", "წარდგენილია ნობელის პრემიაზე", "სახელმწიფო სტიპენდია მიიღო"...

თუმცა ხშირად სათაურში ინფორმაცია ნულამდე დაყვანილი, ასეთი სათაური კი ვერ ქმნის ეფექტს და მკითხველს არ უჩნდება წაკითხვის სურვილი. მაგალითად - "მხარი დაუჭირა" (ვინ?, რას?/ ვის?) და ა.შ.


0
25
შეფასება არ არის
ავტორი:თამთა ბერაძე
თამთა ბერაძე
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0