x
მეტი
  • 14.11.2018
  • სტატია:82699
  • ვიდეო:334242
  • სურათი:440281
5 წელში გლობალური დათბობის შედეგად დედამიწის ერთ მეოთხედზე გვალვა იქნება

image
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა, დევიდ ჰოლანდმა მოახერხა გადაეღო ვიდეო, სადაც ჩანს გრენლანდიის მყინვარს როგორ მოსწყდა 7, 24 კმ-ის მოცულობის მყინვარი. 30 წუთის მერე აისბერგი ატლანტის ოკეანეში ჩავარდა.

ვიდეოში ნათლად ჩანს გლობალური დათბობის შედეგები. თბილი წყლის მასა რეცხავს მყინვარებს, რაც იწვევს დნობის ზრდას და მსოფლიო ოკეანის დონის ზრდას.

"ეს ძალიან დრამატული პროცესია. ერთია, რომ ნახოთ, თუ როგორ იცვლება მყინვარების სტრუქტურა სატელიტურ სურათებზე, მაგრამ სხვაა, უყურო, როგორც ხდება ეს ვიდეოში. გლობალური დათბობა ზრდის მსოფლიო ოკეანის დონეს და ეს უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ." - აცხადებს დევიდ ჰოლანდი.

მნიშვნელოვანი გლობალური დათბობა მოხდება უახლოეს 5 წელიწადში. ცოტა ადრე მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ გლობალური დათბობის გავლენით გვალვა დედამიწის ერთ მეოთხედზე იქნება. ასეთი მომავალი ელის პლანეტას, თუ საშუალო ტემპერატურა 2 გრადუსზე მეტად გაიზრდება.

0
232
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0