x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
რა ბედი ეწიათ ადამიანებს უიშვიათესი დაავადებით-ეს საინტერესოა!
ლამაზმანი აქლემისებური სხეულით
ელა ჰარპერი ლამაზი გოგონა იყო, თუმცა მისი ლამაზი სახე უფრო ნაკლებად იქცევდა ყურადღებას, ვიდრე მისი სხეული. გოგონა უცნაური დაავადებით იყო დაავადებული. მისი მუხლები საპირისპირო მიმართულებით იყო შებრუნებული და მხოლოდ ოთხივე კიდურზე დაყრდნობით მოძრაობდა.image12 წლის, გოგონა შეუერთდა ცირკის პროგრამას" Harris 'Nickel Plate", სადაც მან მოიპოვა მეტსახელად "Girl-camel".(გოგონა აქლემი). სარეკლამო ბროშურებზე მას აღწერდნენ, როგორც "გოგონას აქლემის სიარულით". უცხოური ტურის დროს გოგონა კვირაში 200$-ს გამოიმუშავებდა, რაც დღეს 5000 $- ის ექვივალენტურია.

16 წლის ასაკში გოგონამ გადაწყვიტა, შოუ მიეტოვებინა და სკოლაში წასულიყო. 35 წლის ასაკში ელა გათხოვდა და გააჩინა გოგონა, რომელიც უცნობი მიზეზით რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. 48 წლის ასაკში ელამ და მისმა მეუღლემ გოგონა იშვილეს, რომელიც ასევე სამ თვეში გარდაიცვალა. 3 წლის შემდეგ ელა გარდაიცვალა და იქნა დაკრძალული თავის შვილებთან ერთად.

სამფეხა ფრანჩესკო ლენტინი

ფრანჩესკო დაიბადა იტალიაში 1889 წელს. მას უნდა ჰყოლოდა ტყუპი ძმა, თუმცა ნაყოფი სათანადოდ ვერ განვითარდა და დაუკავშირდა თავის ძმას, შედეგად ფრანჩესკო სამი ფეხით დაიბადა.


imageმას ყავდა 11 და-ძმა, მაგრამ ყველანი იყვნენ ჩვეულებრივი განვითარებით. მალე მშობლებმა უარი თქვეს ფრანჩესკოზე და გადასცეს აღსაზრდელად დეიდას, რომელმაც იგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა თავშესაფარს მიაბარა. ამის გამო ბავშვი თავს ცუდად გრძნობდა. მაგრამ როდესაც დაინახა თავშესაფარში სხვა ბავშვები, რომლებსაც ზოგს სმენა, ზოგს მხედველობა აკლდა, მიხვდა, რომ თავისი მდგომარეობა არც თუ ისე საშინელი იყო.
მაშინ მან გადაწყვიტა - "დამეგობრებოდა საკუთარ სხეულს". მან ისწავლა ველოსიპედით სეირნობა და ბურთის თამაში. 8 წლის ასაკში გაემგზავრა აშშ-ში, სადაც ცირკის მსახიობი გახდა.image

მან მალევე მოიპოვა პოპულარობა, დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი, სადაც ცხოვრებისეულ ნიუანსებზე საუბრობდა, მაგალითად: როგორ ყიდულობდა ფეხსაცმელს და ა.შ
"მე ვყიდულობ წყვილ ფეხსაცმელს, ხოლო მესამეს ვთხოვ მეგობარს, რომელმაც დაკარგა ცალი ფეხსაცმელი"image

30 წლის ასაკში მან მიიღო აშშ-ს მოქალაქეობა, დაქორწინდა და ჰყავდა 4 ჯანმრთელი შვილი. გარდაიცვალა 77 წლის ასაკში, ამ დრომდე ის გამოდიოდა ცირკში.


"ტყის კაცი "
ყველასთვის ცნობილია ისტორია "ურჩხულისა და მზეთუნახავის " შესახებ, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცი, რომ ამ ზღაპრის უკან რეალური ისტორია იმალება. ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც ესპანეთის კუნძულ ტენერიფში 1537 წელს უჩვეულო ბავშვი დაიბადა: მისი მთელი სხეული მჭიდროდ იყო დაფარული თმით.image
მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მათი შვილი დემონური დაავადებით იყო დაავადებული (არავის სმენია იმ დროს ჰიპერტრიქოზის შესახებ) და როდესაც პატარა პედრო 10 წლის გახდა, მშობლებმა ის მიჰყიდეს კორსარებს. მათ ბიჭს "ტყის კაცი " შეარქვეს და აჩუქეს ჰენრი II-ს, საფრანგეთის მეფეს.
მეფემ შეამჩნია, რომ ის ნიჭიერი იყო და სწრაფად ითვისებდა ფრანგულ ენას. მან იზრუნა იმაზე, რომ პედროს მიეღო კარგი განათლება.
ჰენრი II-ის გარდაცვალების შემდეგ, პედროს მისი მეუღლე, ეკატერინა მედიჩი მფარველობდა. სწორედ ის იყო პედროს დაქორწინების ინიციატორი. პედროს ცოლი გახდა დედოფლის ულამაზესი "ფრეილინა"(მომსახურე ქალი), კატერინა რეფელინი.imageმათ ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ და ჰყავდათ 6 შვილი. 4 მათგანს მამისგან გამოჰყვა განსაკუთრებული დაავადება. მათი შვილებიდან ყველაზე ცნობილი მაგდანელა და ანტუანეტა იყო.
imageმაგდალენა და ანტუანეტა
ეკატერინე მედიჩის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახი ცუდ სიტუაციაში ჩავარდა. მათ აღარ შეეძლოთ სასახლეში ცხოვრება. ამიტომ პედრომ ოჯახი იტალიაში გადაიყვანა. ხოლო შემდეგ ცხოვრება გააგრძელა ვიტერბოს პროვინციაში. პედრო 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, რაც საკმაოდ ბევრი იყო იმ დროისთვის.
"ურჩხულისა და მზეთუნახავის" ისტორიამ ხელი შეუწყო დაავადების შესწავლას.


ძალიან ჭკვიანი კრისტიან ფრიდრიხიimage
ბიჭს, რომელსაც დღესაც მოიხსენიებენ "სასწაულ ბავშვად" დაიბადა 1721 წელს, მისი მამა იყო მხატვარი და არქიტექტორი და მისი დედა - მხატვარი და ალქიმიკოსი . ბავშვი 10 თვის ასაკში ამბობდა საგნების დასახელებებს და იმეორებდა მთლიან წინადადებებს.
ბიჭს ჰქონდა ფენომენალური მეხსიერება. როგორც ამბობენ, ბავშვი უკვე წლამდე ციტირებდა ახალ აღთქმას ლათინურ ენაზე. 3 წლის ასაკში ბიჭმა წაიკითხა ლექცია დანიის ისტორიიდან, მეფე ფრედერიკ IV- ეს შესახებ. ის იმდენად საინტერესოდ კითხულობდა ლექციას, რომ მსმენელი გენიალური ბიჭით აღფრთოვანებული დარჩა.
სამწუხაროდ, კრისტიანმა მხოლოდ 4 წელი იცხოვრა, რადგან იმ დროისთვის უკურნებელი დაავადებით იყო დაავადებული. ცილის გადაუმუშავებლობა იყო მიზეზი მისი გარდაცვალების.

24 პიროვნება ერთ ადამიანში:უილიამ სტენლი

image

უილიამ სტენლი იშვიათი ფსიქიკური დარღვევით იყო დაავადებული. მისი ტვინში 24 პიროვნება ცხოვრობდა, რომლებიც ერთმანეთის საქციელებზე პასუხს არ აგებდნენ.

თვითონ უილიამი აკონტროლებდა მხოლოდ ერთს, საკუთარ თავს და რომელსაც ერქვა ბილი. დანარჩენებს ის ვერ აკონტროლებდა.

პიროვნებებს შორის ძლიერები იმორჩილებდნენ სუსტებს და აკონტროლებდნენ მათ, ხოლო სუსტები ვერავის აკონტროლებდნენ. მის თავში ცხოვრობდა კაციც და ქალიც, ბავშვიც და ზრდასრულიც, ადამიანები სხვადასხვა ინტელექტუალური შესაძლებლობებით. უმეტესობა იყო კეთილი და კანონმორჩილი, თუმცა ბილის მაინც მოუწია დანაშაულისთვის სასამართლოზე ყოფნა. სპეციალისტების მოსმენის შემდეგ, სასამართლომ ის არა ციხეში, არამედ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადააგზავნა. იქ მან 10 წელი გაატარა, ფსიქოთერაპევტების აზრით, ის სრულიან განკურნებული იქნა.

დააარსა კინოსტუდია, რომელიც მალევე გაუქმდა, ისე რომ ფილმი არ გამოუშვია. შემდეგ ბილი უცნობი მიმართულებით წავიდა, ხოლო გარდაიცვალა მოხუცებულთა თავშესაფარში, 59 წლის ასაკში.




























4
1351
7-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
1351
  
2018, 12 ივლისი, 12:24
მადლობთ
2018, 12 ივლისი, 8:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 10 ივლისი, 20:23
მადლობა
2018, 10 ივლისი, 20:17
ძალიან საინტერესო იყო
0 1 4