x
მეტი
  • 11.12.2018
  • სტატია:83614
  • ვიდეო:334408
  • სურათი:441560
"გაუმარჯოს უკრაინას!ბელგრადი,გორი!"-ხორვატმა ფეხბურთელმა კიდევ ერთი სკანდალური ვიდეო გამოაქვეყნა(ვიდეო)

imageხორვატიის ნაკრების დელეგაციის შემადგენლობიდან გარიცხულმა, "კიევის დინამოს" ყოფილმა მწვრთნელმა, ოგნენ ვუკოევიჩმა კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა რუსების მიმართ.


"აქედან გამომდინარე, ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი რუსულ საზოგადოებას, თუ ჩემი განცხადებები ასეთი სახით მიიღეს. ძალიან ვამაყობ, რაც გააკეთა ხორვატიამ რუსეთში და მინდა კმაყოფილი დავრჩე ბოლომდე დარჩენილ მატჩებში"-აღნიშნა ვუკოევიჩმა.

image

სოციალურ ქსელში დაიდო კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც ხორვატიის ნაკრების მცველის, დომაგოი ვიდას მიერ არის ჩაწერილი, ვიდეოში რუსეთთან 1/4 ფინალურ მატჩში მეორე გოლის ავტორი ყვირის "დიდება უკრაინას, " ასევე "ბელგრადი, გორი!!!", ხელში ფეხბურთელს ბოთლი ლუდი უკავია. ფეხმურთელს გვერდით ივიცა ოლიჩი უზის, ხორვატიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბიდან.



ვიდეორგოლი რუსეთთან გამარჯვების შემდეგაა ჩაწერილი.



იხილე ვიდეო




შეგახსენებთ, პირველ ვიდეოჩანაწერში, რომელმაც სკანდალი გამოიწვია, ხორვატიის ნაკრების მცველი დომაგოი ვიდამ რუსეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ კამერაში შესძახა"გაუმარჯოს უკრაინას", ოგნენ ვუკოევიჩის გუნდის ყოფილმა მოთამაშემ რუსეთის ნაკრებთან გამარჯვება უკრაინელ ფეხბურთელებს და კიევის "დინამოს მიუძღვნა.ამ შეძახილმა საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, FIFA-მ გაფრთხილება მისცა ფეხბურთელს, რის შემდეგაც ვიდამ შემდეგი ხასიათის მიმართვა გაავრცელა:"ვწუხვარ იმაზე, რომ ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ ჩვენი გზავნილი ასეთი სახით გააცნო. ეს არ იყო პოლიტიკური შეტყობინება. მე სიამოვნებით ვსაუბრობ რუსულად და ვაფასებ რუსულ სტუმართმოყვარეობას"



ხოლო კიევის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი ოგნენ ვუკოევიჩი ხორვატიის ფეხბურთის კავშირის გადაწყვეტილებით ჩამოაშორეს სამუშაოს, ამასთანავე FIFA-მ 15 000 შვეიცარიული ფრანკით დააჯარიმა ამჟამად ხორვატიის ნაკრების თანაშემწე ოგნენ პუკოევიჩი.


რაც შეეხება დომაგოი ვიდას, FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტის გაფრთხილების მიუხედავად, ოთხშაბათს, 11 ივლისს, ინგლისთან 1/2 ფინალში მაინც ითამაშებს. გადაწყვეტილების მიზეზად კი ის სახელდება, რომ სწორედ ვუკოევიჩმა გადაიღო ვიდეო და სოცქსელში ატვირთა. მომხდარის გამო ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ ბოდიში მოიხადა.

3
342
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
342
  
10 ივლისი, 14:37
ვინც საქართველოში რუსეთის ნაკრებს გულშემატკივრობდა, გავარტ ყი ყველას
10 ივლისი, 12:57
მან ასე გამოხატა გამარჯვება, რატო ლანძღავ . მართალია პოლიტიკურ განცხადებებს არუნდა აკეტებდეს ფეხბურთელი, თუმცა ასეთი მკაცრი შეფასებაც არაა საჭირო. თავისთავად უნდა დაისაჯოს
10 ივლისი, 12:29
პედარასტია ეს ფეხბურთელი, ეს ყყელამ კარგად იცის და თავის გამოჩენა უნდა. მე უფრო გამაკვირვა ჩვენი სირი დიქტორების კომენტარმა, თუმცა ეგეც გასაგებია-ბელგიას და შვეციას რომ ვერ არჩევ ერთმანეთისგან იმისგან რა უნდა გაგიკვირდეს
0 1 3