x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი ბევრად დიდი უნდა იყოს ვიდრე დღესაა

image მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყნის 20%-ტი ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას და საკუთარი სამხედრო ბაზები აქვს განლაგებული ოკუპირებულ სეპარატისტულ წარმონაქმნებში-სამაჩაბლოში და აფხაზეთში.
დიახ სამაჩაბლოში, რადგან ჩემთვის საქართველოს ანექსიის მერე წითელი რუსეთის და მისი ქართველი დამქაშების მიერ შექმნილი "სამხრეთ ოსეთის ოლქი" არალეგიტიმურია.
იყო, არის და იქნება სამაჩაბლო.
გარდა ამისა გრძელდება რუსი ოკუპანტების მხრიდან მცოცავი ანექსია, რუსულმა დანაყოფებმა ჩემი ინფორმაციით კარგა ხანია დაიკავეს სტრატეგიული სიმაღლეები საქართველოსკენ მომავალ უღელტეხილებზე. თრუსოს ხეობაზე ოსი სეპარატისტების მიერ ატეხილი აჟიოტაჟი სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მორიგი მზაკვრული გეგმის ნაწილი.
დაღესტნიდან ავარეთ-კახეთის გზის კაპიტალური შეკეთება და ამ გზაზე არსებული ხიდების ძლიერი კონსტრუქციით აგება მაფიქრებინებს, რომ საქართველოსთან კონფლიქტური ვითარების შექმნისას რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს ამ გზას მძიმე ტექნიკის და ცოცხალი ძალის გადმოსასროლად საქართველოში.
მე არავის მოვუწოდებ ომისაკენ, მაგრამ ცნობილი ფრაზა "გინდა მშვიდობა, ემზადე ომისათვის"-დღესაც აქტუალურია და ჩვენი მწირი თავდაცვის უწყების ბიუჯეტით ძნელი წარმოსადგენია სერიოზული წინააღმდეგობა გავუწიოთ ოკუპანტებს.
მართალია ბოლო პერიოდში თავდაცვის სამინისტრომ მიიღო თანამედროვე შეიარაღება ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექს "ჯაველინის" სახით და ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის კომპონენტები (ვწერ მხოლოდ გასაჯაროებულზე), მაგრამ ეს მაინც არაა ის რაც თავდაცვითი ეშელონირებული ბრძოლებისათვის მოწინააღმდეგის შემაკავებელი ფაქტორი იქნება.
სომხეთი და აზერბაიჯანი ყიდულობენ თანამედროვე შეიარაღებას, ნუ გასაგებია სომხეთს რუსეთი ამარაგებს, აზერბაიჯანის ნავთობის და აირის საბადოები მათ აძლევთ უფლებას შეიძინონ დიდი რაოდენობით შედარებით თანამედროვე ტექნიკა.
რა შეგვიძლია ჩვენ? საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ჩინოვნიკებმა სულაც არაა აუცილებელი ძალზე ძვირადღირებული მანქანებით იარონ, ასევე არაა აუცილებელი თითოეულ პარლამენტარს ძვირადღირებული მანქანა ემსახურებოდეს. საკმარისია თანამედროვე მიკროავტობუსით გადაადგილდნენ (მე თქვენ გეტყვით ამომრჩევლებთან დადიან შეხვედრებზე). გაყიდონ აუქციონის წესით თბილისიდან დაწყებული მუნიციპალიტეტების ბალანსზე არსებული ყველა ძვირადღირებული მანქანები, გარდა ქალაქების მერებისა.
ასევე გაიყიდოს პარლამენტარების მომსახურე ძვირადღირებული მანქანები, უნდა გაიყიდოს თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების ძვირადღირებული მანქანები (3-4 საკმარისია სტუმრების დასახვედრად და მისაღებად).
საპატრიარქოს ძვირადღირებული ჯიპები, ისევე, როგორც ეპარქიების იერარქების მანქანები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და გაიყიდოს აუქციონის წესით. უფლის მსახურმა აუცილებელი არაა ღატაკ მრევლთან "ლექსუსის" ჯიპებით იარონ.
აუცილებელია შეიქმნას თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შესავსებად ფონდი, რომელსაც საზოგადოების განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი ადამიანები განკარგავენ.
ქართველ და საქართველოში მოღვაწე უცხოელ ბიზნესმენებს ამ ფონდში თანხის გადარიცხვის შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა გაუკეთოს საგადასახადო შეღავათები.





5
100
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
100
  
11 ივლისი, 15:13
წარმომიდგენია, 10 წელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ მისარგებლია, ან საკუთარი მაანქანა ან სამსახურეობრივია ჩემთვის გადაადგილების საშუალება.
11 ივლისი, 15:11
თავდაცვის ბიუჯეტი რომ მეტი იყოს მერე პრემია დანამატები და სხვადასხვა ფერის "ჯიპები"? ფეხით ხომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხომ არ ისარგებლებენ ბიძინას რჩეულები? იცით როგორ ცხელა სამარშუტო ტაქსებში და ავტობუსებში?
11 ივლისი, 12:12
100%-იანი ჭეშმარიტება, რაც მე ამ სტატიის გამო მაკრიტიკეს, იმდენი კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, რომ აკრიტიკებდნენ დღეს კორუფცია აღმოფხვრილი იქნებოდა.
ვისთვის მოყვარეა რუსეთი, ჩემთვის კი მტერია, რადგან მას ჩემი ქვეყნის 20%-ტი აქვს ოკუპირებული.
73 ნახვაა სტატიაზე და 97 გაზიარება ესეც მრავლისმეტყველია, აზიარებს ის ხალხი ვინც რუსეთში ოკუპანტს ხედავს.
კიმ კარდაშიანზე, რომ ყოფილიყო სტატია ნახვა მინიმუმ 500-ს ასცდებოდა.
11 ივლისი, 10:38
სამწუხაროდ, არავინ ფიქრობს ამ საკითხზე დღეს საქართველოში. 10 ადამიანიდან 9 არ აინტერესებს დამოიკიდებელი იქნება თუ არა ქვეყანა. მოსახლეობის ნაწილს რუსეთის "კალთა" უნდა და ნაწილს კი რა უნდა ვერ გაურკვევია. ვისაც სჯერა,რომ ქვეყანას ბრძოლა შეუძლია,ისინი გაგიჟეს და ყველაფრის რწმენა დაუკარგეს. ვინც საუბრობს,რომ ყველამ უნდა მოინდომოს,რომ გადაურჩეთ დამპყრობელს,მათ დასცინიან. იშვიათია ისეთი ადამიანი,რომელიც თვლის,რომ მთავრობის წარმომადგენელს მცირე ხელფასის და დაბალ ფასიანი მაქანებით შეუძლიათ არსებობა. არგუმენტი არის,რომ თუ მაღალი ანაზღაურება არ ექნებათ სახემწიფო მოხელეებს,ისინი მოტივაციას დაკარგავენ. ამ დროს მიჩნდება კითხვა: თუ ადამიანის პირველადი დაინტერესება ხელფასია და მის გამო უნდა მინისტრობა ან პარლამენტარობა,რატომ ვირჩევთ ესეთ ხალხს? საერთოდ,ასეთ ადამიანს როგორ უნდა ანდო ქვეყანა? 20 მილიონი იხარჯება ჯერ მარტო საპატრიაქოს შენახვაზე და ამას ემატება შემოწირულობები,ბიზნესები. რატომ უნდა გადაუხადოთ ანაფორიანებს საერთოდ ანაზღაურება?! იყვნენ მარტო წყალზე და პურზე,ისინი ხომ გვეუბნებიან,რომ მოთმინებით დაიმკვიდრებ ადგილს სასუფეველშიო,ხოდა მოითმინონ. თუ თვითონ არ უნდათ იქ მოხვედრა,ჩვენ რაღას გვაბოლებენ. ჯიპები კი ცალკე თემაა და არ გავაგრძელებ ამ თემას. არავის არ ადარდებს,რა მოუვა ამ ქვეყანას და რა აზრი აქვს ნახავენ თუ არა ამ სტატიან ან გაიზიარებენ თუ არა. ფეისბუქ პროტესტის გამო,რომელიც რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე იყო კრიტიკა მოყვა საქართველოში, კომენტატორები გააკრიტიკეს. როცა მტერს და მოყვარეს ვერ არჩევს ერი,მაშინ შეარაღება არაფრი მაქნისია,რადგან ომს პატრიოტები იგებენ და არა "ჯაველინები".
10 ივლისი, 13:17
69 გაზიარებაა და 40 ნახვა, უცნაურია ღმერთმანი...
0 1 5