x
image
alex999
Mediator image
ერთი უბრალო ტაქსის მძღოლის ისტორია - გულგრილს არ დაგტოვებთ!

"მივედი იმ მისამართზე, საიდანაც გამომიძახეს. არავინ ჩანდა.. რამდენჯერმე დავასიგნალე და რადგან არავინ გამოვიდა, წასვლა დავაპირე. მით უმეტეს ძალიან დაღლილი ვიყავი და აღარ ვაპირებდი სხვა მგზავრის აყვანას. რატომღაც გადავიფიქრე წასვლა და მივედი მოცემული მისამართიდან გამომავალ კართან. რამდენჯერმე დავაკაკუნე, შიგნიდან მძიმე, ოდნავ ჩახლეჩილი ხმა მომესმა, რომელიც ადვილი მისახვედრი იყო, რომ მოხუც ქალს ეკუთვნოდა: "მოვდივარ ", - მიპასუხეს, და თან ფეხის ნაბიჯთან ერთად იატაკზე რაღაც მძიმის გამოჩოჩების ხმაც ისმოდა. კარი გაიღო და ჩემ წინ პატარა, თბილი თვალებით მოცქირალი 80-85 წლამდე მოხუცი ქალბატონი იდგა. ყვავილებიანი კაბა ეცვა და ხელთ არც თუ ისე მძიმე ჩემოდანი ჰქონდა. სახლიდან საოცარი სიცარიელე ჩანდა, გეგონებოდა საუკუნეა აქ არავის უცხოვრიაო, ყველაფერზე თეთრი ნაჭერი იყო გადაფარებული."


image


"იქნებ ჩემოდანი მიმატანინოთ მანქანამდე", - მთხოვა ქალბატონმა. მეც გამოვართვი ჩემოდანი, ხელი მომკიდა მაგრად და ნელი ნაბიჯით გავეშურეთ ტაქსისკენ. დანიშნულების მისამართი მითხრა და დაამატა: თუ შეიძლება, ქალაქის მეორე მხრიდან წამიყვანეთ ამ ადგილამდეო. ვუთხარი, რომ გაცილებით მოკლე გზაც არსებობდა იქ მისასვლელად და დროსაც დაზოგავდა, მან კი ის რო არც კი შემოუხედავს მითხრა: "იყოს, არსად მეჩქარება. უკანასკნელად მინდა ჩემთვის საყვარელი ადგილები ვინახულო, მე თავშესაფარში მივდივარ".


"სიტყვა ვეღარ ვუთხარი და ნელი სვლით დავიწყეთ ქალაქის შემოვლა. მანახა ადგილები, სადაც ოდესღაც უმუშავია, რესტორნები, სადაც მეუღლესთან ერთად ხშირად დადიოდა... კარგა ხანი ვიარეთ და მოსაღამოვდა, მე თითქოს დაღლილობაც აღარ მქონდა, ისე ვიყავი ამ ქალბატონით დაკავებული. მზის ჩასვლასაც ვუყუროთ და წავიდეთო, - მთხოვა, დაეტყო დაიღალა. ნელი სვლით წავედით თავშესაფრისკენ. გზად ორი ექთანი შემოგვეგება და ეტლი მოიტანეს, ქალბატონი ჩასვეს და წაყვანა დაუპირეს. მანამდე ქალბატონმა შემომხედა და მკითხა: "რამდენი მმართებს თქვენი?" - არც არაფერი, ქალბატონო, დღეს თქვენ უფასოდ იმგზავრეთ-მეთქი, ვუთხარი - ჰო, მაგრამ თქვენ ხომ მთელი დღე მუშაობთ იმისთვის, რომ საარსებო მინიმუმი გამოიმუშავოთ? - ნუ ღელავთ, მგზავრების მეტი რა იქნება, კვლავ ვიმუშავებ, - ვუთხარი და თავი ვეღარ შევიკავე, დავიხარე და ძალიან მაგრად ჩავიკარი გულში. "ჩემო კარგო, ბოლო ათწლეულის მანძილზე ერთ ყველასგან დავიწყებულ მოხუცს უბედნიერესი დღე აჩუქე, მადლობას გიხდი ყველაფრისთვის", - ეს იყო მისი ჩემთვის ნათქვამი ბოლო სიტყვები."


"იქიდან ძალიან დაბნეული წამოვედი, ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობდი, სულ ეს მოხუცი მედგა თვალწინ. რა მოხდებოდა, ვინმე სხვა მძღოლი რომ შეხვედროდა, უხეში, რომელიც მას უხეშად მიიყვანდა მანქანამდე, ჩემოდანს ჩააგდებდა საბარგულში და ისე, რომ არც კი გაითვალისწინებდა მოხუცის თხოვნას, პირდაპირ თავშესაფრისკენ გამოაქანებდა? მას მერე სულ ამაზე ვფიქრობ და მიხარია, რომ გამოძახებაზე სწორედ მე წავედი და არა სხვა"

სიკეთე გადამდებია...







{თქვენთვის საინტერესო}


1. ობოლს იშვილებენ... და მიხვდებიან, რომ...

2. ბრაზილიელ წყვილს 13 ვაჟი ჰყავს, მაგრამ ქალიშვილისთვის კვლავ წვალობენ...


3. ანგუსის ხორცი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

4. უიშვიათესი მოვლენა - როგორ ცხოვრობს ნიგერიაში 24 წლის ინტერსექსუალი?

5. ზვიად გამსახურდიას იჯევანამდე სდიეს ძმებმა შენგელაიებმა შეიარაღებულ კრიმინალებთან ერთად – ირაკლი შონია

0
956
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
956