x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ხადაში მოკლული ამერიკელი მარნეულში ბავშვებისთვის სკვერის მოწყობას აპირებდა

image
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე აცხადებს, რომ ხადას ხეობაში ცოლ-შვილთან ერთად მოკლული რაიან სმიტი მარნეულში საკუთარი სახსრებით ბავშვებისთვის სკვერის მოწყობას აპირებდა.
როგორც ზაურ ტაბატაძემ “კვირასთან” საუბარში განაცხადა, შესაბამისი ინიციატივით მერიას რაიან სმიტმა დაახლოებით 2 თვის წინ მიმართა.
“რაიან სმიტს სურდა, რომ თავისივე სახსრებით საბავშვო-გასართობი სკვერი გაეკეთებინა მარნეულში, შესაბამისი ინიციატივით მან დაახლოებით 2 თვის წინ მოგვმართა, შევხვდი მას, მაშინ მერის პირველი მოადგილე ვიყავი. უბრალოდ ლოკაცია, რომელსაც ის გვთავაზობდა ჩვენ ბოლომდე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნდა, მიმდინარეობდა მისი წინადადების შესწავლა პროცედურების თანახმად და შესაძლოა, სხვა ლოკაცია შეგვეთავაზებინა სკვერისთვის, მართლაც ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა ხადას ხეობაში, თანავუგრძნობთ ოჯახის ახლობლებსა და მეგობრებს”, – აღნიშნა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.
შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში მომხდარ საზარელი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, 19 წლის მალხაზ კობაური დააკავეს.
გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს- წერს საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი კვირა

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0