x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
აზროვნების სახეების დიქოტომიური დაყოფა

აზროვნება — კოგნიტური პროცესი, რომელიც წარმოადგენს ახალ სიტუაციაში ადამიანის ორიენტაციის, პრობლემის, ამოცანის გადაჭრის უნარს. ბარტლეტის თანახმად, აზროვნება ეხება ისეთ პროცესებს, რომლებიც უშუალო აღქმის გარეშე მიმდინარეობს. მაშინ, როდესაც თვალსაჩინო ინფორმაცია ხარვეზიანი და არასრულია, თავს იჩენს აზროვნება, რომელიც ამ ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება. აზროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია გაგების მოთხოვნილება, რომელიც განპირობებულია რაიმე ამოცანასთან დაკავშირებული გაურკვევლობის შემცირების შინაგანი მოთხოვნილებით. პრობლემური სიტუაციის გადაჭრასთან ერთად აზროვნების პროცესიც მთავრდება. ის წარმოადგენს მიზანდასახულ, ნებისმიერ პროცესს. ამით კი ის ოცნებისგან განსხვავდება.

ფსიქოლოგიაში აზროვნება აღქმასა და მეხსიერებასთან ერთად შემეცნებით პროცესად ითვლება. ფართო გაგებით, აზროვნება ადამიანის გამოცდილებისათვის ახალ სიტუაციაში ორიენტაციის უნარია (უ. ჯემსი), ვიწრო მნიშვნელობით კი, აზროვნება ახალი ამოცანის გადაწყვეტის უნარია (დ. უზნაძე, ო.ზელცი)

ფ. ბარტლეტის მიხედვით, სიტყვას „აზროვნება“ ისეთ პროცესებთან დაკავშირებით იყენებენ, რომლებიც უშუალო აღქმის გარეშე მიმდინარეობენ. აზროვნების პროცესი მაშინ იჩენს თავს, როდესაც თვალსაჩინოდ მოცემული ინფორმაცია არასრულია, ხარვეზიანია, აზროვნება ამ ხარვეზების შევსებაში მდგომარეობს.

აზროვნების სახეები შეიძლება ორ საპირისპირო კატეგორიებად დავალაგოთ, ამას აზროვნების სახეების დიქოტომიური დაყოფა ეწოდება:


კონკრეტული აზროვნება - აბსტრაქტული აზროვნების წინააღმდეგ

კონვერგენტული - განსხვავებულის

კრეატიული - ანალიტიკურისა და

თანმიმდევრული (წრფივი) - ჰოლისტიკურის (არაწრფივი) წინააღმდეგ

კონკრეტული აზროვნება აბსტრაქტული აზროვნების წინააღმდეგ

კონკრეტული აზროვნება მოითხოვს ზედაპირულ ინფორმაციას, ხოლო აბსტრაქტული მოითხოვს ღრმა ანალიზს და გაგებას. კონკრეტული აზროვნება განიხილავს მხოლოდ ფაქტებს, ხოლო აბსტაქტული - ფარულ მნიშნვნელობებსაც.

კონკრეტული აზროვნება ეხება ფაქტობრივი ცოდნის გააზრებასა და გამოყენებას. იგი მოიცავს მხოლოდ იმას, რაც ხილული და აშკარაა, რომელიც ადამიანს გაგების საშუალებას აძლევს. აბსტრაქტული აზროვნება სცდება ყველა თვალსაჩინო ფაქტებს, რათა იპოვოს ფარული მნიშვნელობა და ძირითადი მიზანი.

მაგალითად, კონკრეტულად მოაზროვნე დროშის დანახვისას დაინახავს მხოლოდ დროშის ფერს, სიმბოლოს ფორმას, რომელიც ქსოვილში გამოჩნდება. აბსტრაქტული მოაზროვნე კი დაფიქრდება იმაზე თუ რა დგას ამ ფერისა და სიმბოლოს უკან. შეიძლება ეს კონკრეტული სიმბოლო თავისუფლების სიმბოლოდაც აღიქვას.

კონვერგენტული აზროვნება განსხვავებული აზროვნების წინააღმდეგ

კონვერგენტული აზროვნება გულისხმობს ფაქტებისა და მონაცემების მოძიებას უამრავი წყაროდან, შემდეგ კი ლოგიკისა და ცოდნის გამოყენებას პრობლემის გადასაჭრელად ან გააზრებული გადაწყვეტილების მისაღებად. კონვერგენტული აზროვნება აღიარებს მხოლოდ ერთ საუკეთესო გამოსავალს, გადაწყვეტილებას.

შერლოკ ჰოლმსი დედუქციურთან ერთად, კონვერგენტული აზროვნების კარგი მაგალითიც არის, რადგან იგი აგროვებდა უსაზღვრო დანაწევრებულ ინფორმაციას, შემდეგ მთელი ამ ინფორმაციიდან აგებდა თავსატეხს და ამ გზით მიდიოდა პასუხამდე იმ კითხვაზე თუ ვინ არის დამნაშავე.

განსხვავებული აზროვნება, მეორეს მხრივ, გულისხმობს თემის სხვადასხვა ნაწილებად დაშლას, რათა მისი ცალკეული კომპონენტები იქნას შესწავლილი და შემდეგ ამის საფუძველზე ხდება ახალი იდეებისა და გზების მოფიქრება. ეს არის ორიგინალური და უნიკალური იდეების შემუშავების შემოქმედებითი პროცესი, რომელსაც პრობლემის მოგვარებამდე მივყავართ.

ანალიტიკური აზროვნება კრეატიული აზროვნების წინააღმდეგ

ანალიტიკური აზროვნება გულისხმობს ინფორმაციის დანაწევრებას და ამ ნაწილებისა და მათ შორის კავშირების შესწავლას. ანალიტიკური აზროვნებისას აზროვნება არის ლოგიკური და თანმიმდევრული, როდესაც ამის საპირისპიროდ კრეატიული აზროვნება სრულიად ახალ, ინოვაციურ იდეებს გვთავაზობს. კრეატიული აზროვნება არ მოიაზრებს ინფორმაციის დანაწევრებას და მისი ნაწილების შესწავლას, არამედ იგი მოიაზრებს სრულიად ახალი ნაწილებისა და კავშირების შექმნას.

მაგალითად, როდესაც ანალიტიკურად მოაზროვნე ადამიანი შეხედავს ველოსიპედს, დააკვირდება იმას თუ როგორ მუშაობს და რა ჭირს. კრეატიულად მოაზროვნემ კი შეიძლება შეხედოს იგივე ველოსიპედს და შეიძლება მოიფიქროს გზა, როგორ გახადოს უფრო სწრაფი ან მოიფიქროს მართვის, გამოყენების ახალი ფორმები.

თანმიმდევრული (წრფივი) აზროვნება ჰოლისტიკური (არაწრფივი) აზროვნების წინააღმდეგ

თანმიმდევრული აზროვნება ამუშავებს ინფორმაციას წინასწარ გათვლილი წესების, მანერის მიხედვით. იგი გულისხმობს თანმიმდევრულ, წრფივ, ნაბიჯ-ნაბიჯ მსვლელობებს პროგრესისკენ, სადაც პირველ საფეხურზე მყარად უნდა ვიდგეთ, რომ მეორე საფეხურზეც გავბედოთ ფეხის ადგმა.

ანუ, თუ a=b და b=c, ე.ი. a=c

მეორეს მხრივ, ჰოლისტიკური აზროვნება სურათს ხედავს სრულად და აღიარებს სხვადასხვა კომპონენტების ურთიერთკავშირს, რომლებიც ქმნიან უფრო დიდ სისტემებს. ეს გულისხმობს თქვენი აზროვნების პროცესის გაფართოვებას სხვადასხვა მიმართულებით და არა მხოლოდ ერთით, იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რა კავშირშია ყველაფერი. ჰოლისტიკურად მოაზროვნეები უნდათ პატერნების მაქსიმალურად კარგად გაგება და იმის ცოდნა თუ როგორ უკავშირდებიან ცნებები ერთმანეთს.

მაგალითად, მაგიდას თანმიმდევრულად მოაზროვნე ნაბიჯ-ნაბიჯ, ყურადღებით ააწყობდა, ხოლო ჰოლისტიკურად მოაზროვნე გონებაში წარმოიდგენდა აწყობილი მაგიდის საბოლოო ვარიანტს.

0
183
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო შენგელია.00
ნინო შენგელია.00
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0