x
მეტი
  • 26.09.2018
  • სტატია:80966
  • ვიდეო:333245
  • სურათი:438356
ამერიკული ოჯახის შემზარავ მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება

image1998 წელს დაბადებულმა საქართველოს მოქალაქემ მ.კ. სანადირო თოფით მოკლა მამა-შვილი, დედა გაქ­ცე­ვისას ხევ­ში გა­და­ვარ­და და ადგილზე გარდაიცვალა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ხა­დას ხე­ო­ბა­ში მომ­ხდარ სა­ზა­რელ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა და მათი ინფორმაციით, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი ორი ან მეტი პი­რის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.კ და­ა­კა­ვეს, რო­მელ­მაც ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა.

მანამდე კი ადგილობრივები სხვა ვარაუდს გამოთქვამდნენ. მათი თქმით, მას შემ­დეგ, რაც მწყემსმა სმი­ტე­ბის ოჯა­ხი ჩანჩქე­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­იყ­ვა­ნა, რა­ი­ან სმიტ­სა და 19 წლის მწყემსს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, რის შემ­დე­გაც ბრალ­დე­ბულ­მა სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­მა­კაცს ეს­რო­ლა, შემ­დეგ ქალი მოკ­ლა, ბო­ლოს კი 4 წლის ბავ­შვი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ასევე ამ­ბო­ბდნენ, რომ მას შემ­დეგ, რაც მწყემსმა ცხედ­რე­ბი გა­და­მა­ლა, და­რე­კა ხა­დას ხე­ო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად და გა­ნა­ცხა­და, რომ ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ცხე­და­რი იპო­ვა და ახ­ლოს ვერ მი­დი­ო­და, რად­გან ცხედ­რის ეში­ნო­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ, ბრალ­დე­ბუ­ლი მწყემ­სი თა­ვად­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და და­ნარ­ჩე­ნი გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ძებ­ნის პრო­ცეს­ში.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ტყო­ბი­ნე­ბა 2 პი­რის და მათი 4 წლის შვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ 6 ივ­ლისს შე­ვი­და 112-ში.

"მიმ­დი­ნა­რე წლის 6 ივ­ლისს "112"-ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კის ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე 2 პი­რის და მათი 4 წლის შვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ. შე­ტყო­ბი­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რის თქმით, და­კარ­გუ­ლე­ბი დუ­შე­თის რა­ი­ონ­ში, ხა­დას ხე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბო­და. იმა­ვე დღეს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს მაშ­ვე­ლე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლორა სმი­ტი ხევ­ში, ჩანჩქე­რის პი­რას, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს, რო­მელ­საც პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ხოლო, შემ­დგო­მი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, 7 ივ­ლისს, ხევ­ში ჩანჩქე­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რა­ი­ან სმი­ტის ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს" .imageშსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 4 ივ­ლისს, ხა­დას ხე­ო­ბა­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი ჩანჩქე­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას მ.კ.-მ სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა რა­ი­ან სმიტს და მის შვილს. ხოლო ლორა სმი­ტი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბი­სას ხევ­ში გა­და­ვარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა.image

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ჩადენილი დანაშაული უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

0
31
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0