x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თბილისის ოპერის თეატრის 166-ე საზონის დახურვა და გასტროლები იტალიაში
image

12 ივლისს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 166-ე სეზონს ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერით“ დახურავს.


სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახალხო არტისტი თეიმურაზ გუგუშვილი, ოპერის თეატრის სოლისტები: ხათუნა ჭოხონელიძე, ვახტანგ ჯაშიაშვილი, ელენე ჯანჯალია, ირა იოსებიძე-მამალაძე, გია ასათიანი, თამაზ საგინაძე, გია მახარაძე, ნუცა ზაქაიძე (სტაჟიორი), გიორგი მჭედლიშვილი (სტაჟიორი).


„აბესალომ და ეთერის“ დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი (თეატრის მთავარი დირიჟორი), დამდგმელი რეჟისორი – გიზო ჟორდანია, დამდგმელი მხატვარი – გიორგი ალექსი-მესხიშვილი, დამდგმელი ქორეოგრაფი – ილიკო სუხიშვილი.



სეზონის დახურვის შემდეგ თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი მიემგზავრება ერთი თვით გასტროლებზე იტალიაში პუჩინის ცნობილ ფესტივალზე Torre del Lago და ტალიაკოცოს ფესტივალზე.


პუჩინის ფესტივალი ტორე დელ ლაგო – მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც მთლიანად ეძღვნება კომპოზიტორის შემოქმედებას. ის ყოველ ზაფხულს, ივლისსა და აგვისტოში სწორედ იმ ადგილას ტარდება, სადაც მაესტროს მთავარი ოპერები დაიწერა. თბილისის ოპერის თეატრის გუნდი და ორკესტრი პუჩინის ფესტივალზე ტორე დელ ლაგო შეასრულებს მაესტროს შემდეგ ოპერებს: „მანონ ლესკო“, „ბოჰემა“, „ტოსკა“, „ტურანდოტი“. ხოლო ტალიაკოცოს ფესტივალზე თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრი შეასრულებს ჩაიკოვსკის N4 და N6 სიმფონიებს, პაგანინის სავიოლინო კონცერტს, ბრამსის კონცერტს ვიოლინოსა და ჩელოსათვის, ბეთჰოვენის N6 სიმფონიას, ბეთჰოვენის N3 საფორტეპიანო კონცერტს, რახმანინოვის N2 საფორტეპიანო კონცერტს, დვორჟაკის სიმფონიას „ახალი სამყაროდან“.

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:მაცნეე
მაცნეე
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0