x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
ნორვეგიელმა მეცნიერებმა განგაში ატეხეს: რუსეთს კლიმატური კატასტროფა უახლოვდება

image
მოკლე დროში ბარენცის ზღვა დაკარგავს არქტიკული რეგიონის სტატუსს. საზღვაო კვლევის ინსტიტუტის ნორვეგიელი მკვლევარები მოახლოებულ კლიმატურ კატასტროფაზე საუბრობენ.

სპეციალისტებმა მოახერხეს, წყალსაცავის ჩრდილოეთ ნაწილში დაეფიქსირებინათ მკვეთრი კლიმატური ცვლილებები. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში რეგიონში კლიმატი უფრო თბილი გახდეს, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ბარენცის ზღვის ეკოსისტემის დარღვევას.

ცნობილია, რომ წყალსაცავი პირობითად ორ ნაწილად იყოფა - ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. პირველს აქვს მტკნარი წყლის დიდი რეზერვი, რომლის მოცულობაც მყინვარების დნობის გამო იზრდება. ძირითადად ამის გამო იქმნება ახალი საფარი ზამთარში. თუმცა, ახლა ჩრდილოეთ ნაწილში შეინიშნება თბილი ატლანტიკური წყლების დინება.

მკვლევარებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ დათბობა პროვოცირებას მოახდენს მარილის და მტკნარი წყლის ბალანსის დარღვევაზე ბარენცის ზღვაში. რის გამოც ცვლილებები შეუქცევადი გახდება, რადგან არქტიკაში "ცხელი წერტილი" უკვე წარმოიქმნა.

0
297
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0