x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83746
  • ვიდეო:334507
  • სურათი:441825
დამეთანხმებოდა ილია?!

ხალხი

ყველგან და ყოველთვის, სადაც არ უნდა ჩამოვარდეს საუბარი ქვეყნის მმართველებზე, მინისტრებსა და პარლამენტარებზე, გავიგონებთ მხოლოდ და მხოლოდ გინებას, წყელვა-კრულვას, უიმედობითა და სასოწარკვეთილებით გაჟღენთილ სიტყვებს. რატომ ხდება ასე? მთელი ბრალდება მიმართულია ზემოთჩამოთვლილ მოხელეებზე, ყველა პრობლემასა და სიძნელეს, რაოდენ სხვადასხვაგვარი არ უნდა იყოს, მათ მივაწერთ. თუ დასვამთ კითხვას რატომაა ქვეყანა ასეთ ცუდ დღეში, პასუხი იქნება: ცუდი და უუნარო მმართველები!

მაგრამ, მე კითხვა მაქვს. ეს ადამიანები, ვინც ქვეყანას მმართავენ, ჩვენი საზოგადობის ყველაზე ცუდი ნაწილნი არიან? არანაირად! განა ისინი, ჩვენგან არ გამოდიან? დამიჯერეთ, ესენი ყველაზე ცუდი ადამიანები როდი არიან. ძველად უთქვამთ: მთელ მსოფლიოში (ანუ ყველგან) ადამიანთა ბუნება ერთი და იგივეა და, საქმე ესაა –„შემთხვევა ადამიანს ქურდად აქცევსო.” თუ ადამიანს გარემოება ამარცხებს, ანუ შემთხვევა, ის ძლიერი სულაც არ ყოფილა და საქმე სუსტ მორალთან და ზნეობასთან გვაქვს. ისევ მოვიყვან ილია ჭავჭავაძის სიტყვებს:„უღონობა ქვეყნისა მარტო უფულობა და უქონლობა კი არ არის, როგორც ეხლა ბევრსა ჰგონია, არამედ უფრო ისა, როცა სათნოებიანი, კეთილ-მომქმედი, მაღალ-ზნეობის კაცი არა ჰყავს.”
მმართველი გუნდი სარკეა ჩვენი ხალხის მორალური და ზნეობრივი ყოფისა. რაც ვართ, ის გამოდის ჩვენგან. თუ გვინდა ღირსეული თაობა მაშინ გავითვალისწინოთ ბიბლიური პრინციპი: რასაც დასთეს იმას მოიმკი! თუ გვინდა ხვალ წარმატებული ქვეყანა ვიხილოთ, უფრო გონნიერნი და ბრძენნი, მაშინ ყველამ პასუხისმგებლობა ავიღოთ, ვასწავლოთ ერთმანეთს და განსაკუთრებით მომავალ თაობას – ზნეობა და მორალი, ქრისტიანული. ვასწავლოთ საუკეთესო და უნივერსალური ნიმუში ადამიანობისა, ეს არის იესო ქრისტეს ცხოვრება.

თუ გაინტერესებთ ღვთის დამოკიდებულება ერებისა და ხალხის მიმართ, ისრაელის მაგალითზე გეტყვით. როცა ისრაელი ღვთისგან ბოძებულ მცნებებსა და დადგებილებებს უკუაგდებდა, იწყებდა რა ამორალურად ცხოვრებას, უარყოფდა მორალსა და წესიერებას, შესაბამისად ასეთივე ხალხიც ექცეოდა ხალხთა სათავაში, მაშინ ამ რჩეულ ხალხს, მთელი რიგი უბედურებები ატყდებოდა თავს, ეკონომიკური, სოციალური პრობლემები... მტერი აოხრებდა და ანადგურებდა ისრაელის მიწებს. ხალხში უიმედობა და სასოწარკვეთილება სუფევდა. მაგრამ, როგორც კი მოინანიებდნენ ასეთ „სულით” დაცემას, მაშინ ყველაფერი მწყობრში მოდიოდა და სათავეშიც ღირსეული მმართველნი მოდიოდნენ.

ასე, რომ დავამთავრებ ილიას სიტყვებით: „სიმაგრე ქვეყნისა, ქვეყნის ძალ-ღონე, ერის შემნახველი, ადამიანის ცხოვრებისა მარტო სათნოებაა და მარტო სათნოებიანი კაცი ჰქმნის ამ წუთისოფელს ტაძრად, – სადაც ღმერთს ადიდებენ, და სამოთხედ, – საცა ბედნიერება ადამიანისა ჰსადგურობს.

1
69
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკა ჯიაძე
ნიკა ჯიაძე
69
  
9 ივლისი, 10:11
მართლაც ეგრეა,მაგრამ მარტო იმედი არაფრის მომტანია. არც ებრაელების მაგალითი გამოგვადგება რამეში,რადგან ქვეყანაში ხდება ყველაფრის ცუდად გაგება. როცა განათლების დონე დაბალია ქვეყანაში და პატრიარქიდან დაწყებული პრემიერით დამთავრებული ყველა ცდილობს ხალხით მანიპულირებას. ერთნი გაიძახიან,რომ ამ ქვეყნიური ტანჯვა,მოთმინება იმ ქყეყანაში სამოთხეს ნიშნავსო,ხოლო მეორენი კი ისეთ პოლიტიკას სთავაზობს საზოგადოებას,რომ 100 წელი გვჭირდება ნორმალურ ქვეყანას რო დავემსგავსოთ. ეს როგორ უნდა შეიცვალოს ახლანდელ დროში თქვენ ეს მითხარით,თორემ ილიამ რო ეს ან ის თქვა ეგ მეც ვიცი,მაგრამ გამოუსადეგარია ეხლა
0 1 1