x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ყველაზე უცნაური ნახატები, რომლებიც დიდ საიდუმლოს მალავენ
მხატვრობა, ეს ხომ ამოუხსენლი ფენომენია, ერთი შეხედვით უბრალო და მარტივი ნახატის უკან შესაძლოა იმალებოდეს იმხელა აზრი, რომ ყველა ვერ შესძლებს ჩაწვდეს მას.

ამა თუ იმ მხატვრის მიერ შესრულებული ტილო უდიდესი აზრის მატარებელია, რომელშიც შეიძლება მთელი სამყაროს შექმნა, ან უბრალოდ აცტორის ცხოვრებისეული ტრაგედია, თუ სიხარული ამოვიკითხოთ.

ზოგიერთი ტილო იმდენად დამაგიქრებელია, რომ დღემდე უჭირთ თქმა რას გამოგატავს ამა თუ იმ ტილოზე გამოსახული, ერთი შეხედვით მარტივი ფიგურები.

გთავაზობთ ყველაზე უცნაური ნახატების ჩამონათვალს:


1. " შეყვარებულები"-

მოცემული ტილოს ავტორია რენე მაგრიტი, მან ტილოზე გამოხატა ორი შეყვარებული ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს კოცნიან, საინტერესო და თვალში საცემია ის ფაქტო, რომ მათ სახეები არ უჩანთ, რადგან თეთრი ნაჭერი აქვთ შემოხვეული.image

რა აზრის მატარებელია მოცემული ტილო?

მაგრიტის მთავრი ამოცანა იყო, ორი უსახო ფიგურის მეშვეობით გამოეხატა ბრმა სიყვარულის იდეა. ისინი იდუმალი და ამოუცნობი არიან, როგორც ჩვენთვის, ისე ერთმანეთისთვისაც კი.

რენე მაგრიტი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ყველა ნახატი თავისი არსით მალავს რაღაც საიდუმლოს, რომლის ბოლომდე ამოხსნა შეუძლებელია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არსებობს მოცემული ტილოს ორი ვარიანტი. ერთ ნახატზე გამოსახულია ქალი და მამაკაცი, რომლებსაც სახეზე თეთრი ნაჭერი აქვთ შემოხვეული და კოცნიან ერთმანეთს, ხოლო მეორეზე ვარიანტში "იყურებიან" მაყურებლისაკენ.image

2. "კივილი"

მოცემული ნახატის ავტორია ედვარდ მუნკი. მოცემული ტილო განეკუთვნება მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ნახატების სიას. მასზე გამოსახულია ადამიანი, რომელსაც ყურებზე აქვს ხელი აფარებული და ამავდროულად ყვირის .როგორც ცნობილია მხატვარი კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს, რომლის დასრულების შემდეგ ხატვას აღარ დაბრუნებია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არსებობს "კივილის" ოთხი ვარიანტი.

რას შეიძლება გამოხატავდეს მოცემული მახატი?

არსებობს ორი მოსაზრება:

* ერთი მოსაზრების თამახმად, ტილოზე გამოსახული ადამიანი ყურებზე ხელს იფარებს, რადგან თავი დაიცვას გარშემო გაბატონებული ბუნების კივილისაგან.

* მეორე მოსაზრების თანახმად, იგი ყვირის იმიტომ, რომ თვითონაა შეწუხებული.image

3. "საიდან მოვედით? ვინ ვართ? საით მივდივართ?"

მოცემული ნახატის ავტორია პოლ გოგენი, რომელიც მთელი ცხოვრება იყო ახლის ძიებაში. მან თავი დაიმკვიდრა ნათელი, თვალში საცემი და მკვეთრი ფერების გამოყენებით. იგი თავდაპორველად გაემგზავრა ტაიტიზე, რათა კარგად შეესწავლა იქაურობა და გადმოეტანა ყველაფერი ტილოზე, თუმცა რაღაც დროის შემდეგ იგი საბოლოოდ გადასახლდა იქ.

ტილოზე გამოსახულია სამი ქალი ბავშვით, რაც გამოხატავს სიცოცხლის საწყისს. შუა ჯგუფი ასახავს სიმწიფის ყოველდღიურობას. ბოლო ჯგუფში, მხატვრის ჩანაფიქრით, არის "თავის აზრებს შეგუებული და დანებებული, სიკვდილის პირას მყოფი ქალი", მის ფეხებთან უცნაური თეთრი ფერის ფრინველია გამოსახული, რაც წარმოადგენს სიტყვების ამაოებას.

თავად პოლ გოგენი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მოცემული ტილო იყო საუკეთესო, შედევრი მათ შორის, რაც ოდესმე მის ხელს შეუქმნია - "მე მჯერა, რომ ეს ტილო ჯობნის ყველა დანარჩენს და მე ვერასოდეს შევქმნი რაიმე უკეთესს, ანდა მსგავსს".image

0
329
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
329
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0