x
image
alex999
Mediator image
ობოლს იშვილებენ... და მიხვდებიან, რომ...

1997 წელს რონალდ და ნატალი ტრეკოს წყვილმა გადაწყვიტა შვილის აყვანა ობოლთა თავშესაფარიდან. წყვილმა 1 წლიანი ძიების შედეგად იპოვა 1 წლის გოგონა. სახელად რადიკა ლავინა ფარკასი. რუმინეთში მცხოვრებ გოგონას ჯანმრთელობის უმნიშვნელო პრობლემები ჰქონდა, გოგონა დედამ მიატოვა. რონს და ნატალის ბავშვი ძალიან მალე შეუყვარდათ და გადაწყვიტეს ეშვილებინათ. ყველა პროცესი, რაც კი ბავშვის ასაყვანად იყო საჭირო, წარმატებით შეასრულეს და რადიკა ლავინა იშვილეს...


image


კანადაში დაბრუნების შემდეგ, პირველ რიგში ბავშვის ჯანმრთელობას მიხედეს, რა დროსაც ნატალიმ უცნაური რამ შენიშნა, რასაც, თვითონაც ვერ აღწერს... მან მეუღლეს უთხრა, რომ აუცილებლად უნდა გამოეკვლიათ რადიკა ლავინას წარსული.


მეუღლის თანხმობით, დაიწყეს ნაშვილები გოგონას წარსულის გამოკვლევა, რა დროსაც მათ დიდი სიურპრიზი ელოდათ... აღმოჩნდა, რომ რადიკა ლავინას თავისზე 1 წლით უფროსი და ჰყოლია.


image


ოჯახს მატერიალური პრობლემები არ აწუხებდა. ხანგრძლივი ძებნის შედეგად, რადიკას უფროსი და ჯიანინაც რუმინეთში იპოვეს. ისიც იშვილეს. "დების ერთმანეთისგან განშორება, ყველაზე დიდი ცოდვა იქნებოდა" - ციტირებს რონალდ ტრეკო.


image


რადიკა და ჯიანინა დაიბადნენ ნიკოლაი ჩაუშესკუს მმართველობის დროს, როდესაც რუმინეთში საშინელი რეფორმები ტარდებოდა. როგორც ცნობილია, გაჭირვებულ დედას აიძულეს შვილების გაჩენა, რათა ქვეყნის მმართველობა კრძალავდა აბორტს. დედამ ორივე შვილი სხვადასხვა ობოლთა თავშესაფარში ჩააბარა.


დღეს ჯიანინა 22 წლისაა და ფოტოგრაფია. ის მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. რაც შეეხება რადიკას, იგი 21 წლისაა და სწავლობს უნივერსიტეტში. ორივე გოგონამ მიაღწია წარმატებას, თუმცა ბიოლოგიური მშობლების ძებნას დღემდე განაგრძობენ. 18 წლის ასაკში, პირველად ჯიანინას ინიციატივით დაიწყეს ბიოლოგიური მშობლების ძიება, თუმცა უშედეგოდ, არც დედის და არც მამის კვალი არსად არ ჩანს...


აი, როგორ გამოიყურება დღეს 21 წლის რადიკა ლავინა (კანადური სახელი - დანიელა)


image


მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან დიდი სურვილი აქვთ ბიოლოგიური ოჯახის პოვნისა, მათთან დაბრუნებას არ გეგმავენ. ისინი მუდამ რონის და ნატალის მადლობლები დარჩებიან, ვინაიდან ტრეკოების წყვილმა აჩუქა მათ რეალური ცხოვრება, გაჭირვების და სირთულეების გარეშე, რომლის გადატანაც აუცილებლად მოუწევდათ რუმინეთში.


"დედაჩვენი ნატალია, ხოლო მამა – რონი. ჩვენ მათ გვაქჩუქეს ულევი სიხარული ბედნიერება და ცხოვრება, რომ არა ისინი, შეიძლება ცოცხლებიც არ ვყოფილვიყავით. რაც მთავარია, მათ გაგვაერთიანეს, მათი საშუალებით დღეს ჩვენ, დები ვართ და არა უცხოები. წარმოუდგენელია ჩემთვის, რომ ჯიანინა (სოფი) ჩემი და არ ყოფილიყო. ან საერთოდ არ მცოდნოდა ამის შესახებ... აი ზუსტად ამის გამო, თუნდაც მხოლოდ ამ ერთი მიზეზის გამო, არასოდეს მივატოვებთ ჩვენ რონის და ნატალის - რადიკა ლავინა



ფოტოზე ჯიანინა ფარკასი (სოფი)


image


ტრეკოების წყვილი ნაშვილებთან ერთად

image


ჯიანინა და რადიკა-ლავინა (დანიელა და სოფი)

image












სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის სიანტერესო}


1. ბრაზილიელ წყვილს 13 ვაჟი ჰყავს, მაგრამ ქალიშვილისთვის კვლავ წვალობენ...

2. ანგუსის ხორცი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

3. როგორ გადარჩებიან გამოქვაბულში დარჩენილი ბავშვები? - უცნაური შემთხვევა ტაილანდში, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო!

4. თუ თქვენი შინაური ცხოველი ამას აკეთებს, აუცილებლად გამოიძახეთ ვეტერინარი

5. უიშვიათესი მოვლენა - როგორ ცხოვრობს ნიგერიაში 24 წლის ინტერსექსუალი?

0
1581
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1581
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0