x
3 ფილმი,რომელიც შეცვლის თქვენს აზროვნებას და წარმოდგენას ცხოვრებაზე
3 - The Bucket List / Пока не сыграл в ящик

ფილმი გამოსულია 2007 წელს, მისი მთავარი გმირები კი ორი ლეგენდარული ადამიანია - ჯეკ ნიკოლსონი და მოგრან ფრიმენი.ეს ადამიანები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებიან, ერთ-ერთი მათგანი ავტომექანიკოსია, მეორე კი მილიარდერი.კიბოს დიაგნოზმა ისინი ერთ პალატაში მოახვედრა.ისინი მიხვდნენ, რომ ცხოვრება მათთვის დიდ ხანს არ გაგრძელდება და ამიტომ გადაწყვიტეს შეედგინათ სია და შეესრულებინათ ყველა სანუკვარი და საოცნებო საქმე სანამ სიკვდილი მიუსწრებდათ.

ჯეკი უყვება მორგანს, რომ დიდი ხნის წინ გაეყარა შვილს.მრავალი ცდის მოუხედავად მორგანმა ვერ შეძლო დახმარება გაეწია მისი მეგობრისთვის და დაეახლოვებინა შვილი მამას.სამწუხაროდ, ის სიკვდილმა განაშორა ამქვეყნიერებას.როდესაც ჯეკის ქალიშვილმა შეიტყო სიკვდილის ამბავი, მან გადაწყვიტა მამისთვის ბოდიში მოეხადა და ამავდროულად დაეხმარა უმთავრესი სურვილის შესრულებაში.ჯეკმა იცოცხლა კიდევ 15 წელი.სიკვდილის შემდეგ კი სთხოვა დამხმარეს განესვენა მისი გვამი მეგობრის გვერდით-ეს იყო ჯეკის ბოლო სურვილი.

ფილმი ორ ავადმყოფზე, რომლებიც შეუდგნენ მიზნების და ოცნებების შესრულებას კიდევ ერთხელ აგდებს საგონებელში მაყურებელს და თუ ფიქრობთ, რომ დაგრჩათ აუსრულებელი სურვილები, იმოქმედეთ!


image

2 - Миллионер из трущоб | Slumdog Millionaire

ფილმი, რომელმაც მოიპოვა 8 ლოურეატის პრემია და 4 ოქროს გლობუსი.ჯამალი, კინოს მთავარი პერსონაჯი პასუხობს ტელეგადაცემის ყველა კითხვას და იგებს 20 მლნ რუპიას.ეს მოგება ბევრისთვის საეჭვო აღმოჩნდა, მაგრამ სინამდვილეში გადაცემაში დასმული ყველა შეკითხვა მის ცხოვრებასთან უშუალო კავშირში იყო.ჯამალის ცხოვრება საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ასეთმა ცხოვრებამ იგი მოამზადა მოსაგებად.

ფილმი გვიამბობს, რომ ყველა ცხოვრებისეული შემთხვევა არაა შემთხვევითი.უძლიერესი ფილმი!

image

1 - პეპლის ეფექტი / Эффект бабочки / Butterfly effect

ამ უნიკალური ფილმის არსი მდგომარეობს შემდეგში - ბიჭს სახელად ევანს, რომელსაც აქვს მეხსიერების პრობლემები, ექიმი ურჩევს შექმნას დღიური, სადაც გადაიტანს ყოვედღიურად მომხდარ ამბებს.

დიდი დროის შემდეგ სტუდენტი ევანი მთლიანად კითხულობს "კაი ხნის" დავიწყებულ დღიურს და გადადის წარსულ დროში და აღმოაჩენს, რომ შეუძლია ოდესღაც მომხდარის შეცვლა.მაგრამ ეს ცვლილება ყოველთვის არაა სარგებლის მომტანი...

ფილმი გვასწავლის, რომ პატარა, პეპლის ფრთასავით ცეროდენა მოვლენას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება.

image

ასეთია ჩემი თვალსაზრისით საუკეთესო ფილმების "ტოპი"

ასევე შეგიძლიათ იხილოთ ჩემი სხვა საინტერესო სტატიები!


0
194
1-ს მოსწონს
ავტორი:იურა მთელი
იურა მთელი
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0