x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რა შეიძლება მოხდეს ნენსკრაჰესის ადგილას კაშხალი წყლით სავსე რომ ყოფილიყო?- კახა ქარცივაძე
image
ანტიჰესური კამპანია საქართველოში 30 წელია გრძელდება და არაერთმა და ორმა პოლიტიკოსმა აიწყო ამაზე კარიერა.

სიგიჟის ზღვარზეა საწინააღმდეგო კამპანია, ისევე როგორც ჰესის მომხრეთა უაზრო ძახილი, რომ ჰესი კარგია.

ორივე სისულელეა. ჰესები საჭიროა, თანაც კაშხლიანი ჰესები, მაგრამ ყველგან ამის გაკეთება არ შეიძლება. დღეს მთელი საქართველო მიგდებულია საჯიჯგნად. შედეგად შენდება ჰესები რომლებიც მუშაობენ გაზაფხულზე და ზაფხულში, აძლევენ მოგებას მფლობელებს, არანაირი ხეირი არ შემოაქვთ ქვეყნის ენერგო ვაზარში (რადგან დენის გენერაციას ახდენენ იმ დროს როცა ზედმეტი ენერგია გვაქ)

მეორე მხრივ საქართველოში ჰესების გარეშე ენერგეტიკის განვითარება არ გამოვა. მათ შორის ალტერნატიული ენერგეტიკის.

კარგი მაგალითია ნორვეგია, სადაც ეს სექტორი ძალიან ეფექტურად მუშაობს.

მაგრამ ამას სჭირდება სწორი დაგეგმვა და ხარისხიანი მშენებლობა. ვიღაც საეჭვო კომპანიები არ უნდა შემოუშვა. დარიალჰესი ორჯერ დაინგრა, შუახევში გვირაბი ჩამინგრა.

რა შეიძლება მოხდეს ნენსკრაჰესის ადგილას ეხლა კაშხალი წყლით სავსე რომ ყოფილიყო?


ალბათ ბევრ თქვენთაგანს არ გაუგია ვაიონტის დამბის კატასტროფის ისტორია.

ეს არის ადამიანის ხელით შექმნილი ტექნოგენური კატასტროფის ერთ-ერთი უმძიმესი მაგალითი.

1963 წლის 9 ოქტომბერს, ჩრდილოეთ იტალიაში ვაიონტის დამბის წყალსაცავის მარცხენა მხარეს მდებარე მთის კალთა მოწყდა.

მომწყდარი კლდის მასა წყალსაცავში ჩავარადა და უძლიერესი ცუნამი გამოიწვია. მართალია კაშხალმა გაუძლო და არ დაინგრა, მაგრამ 100 მეტრი სიმაღლის ტალღა გადაევლო კაშხალს და ხეობაში მდებარე სოფლები მიწასთან გაასწორა.

1800 ადამიანი დაიღუპა და ათასობით ადამიანი დაიჭრა. დაინგრა და გაპარტახდა უამრავი სახლი, ხიდები გზები, სასოფლო სამეურნეო სავარგულები.

ფაქტიურად იგივე გამეორდა ნესკრას ტერიტორიაზე დღეს. მხოლოდ ერთი გამონაკლისთ.

იქ სადაც კალთა მოწყდა, ჯერ-ჯრეობით წყალსაცავი არ არის. თუმცა მომავალში იქნება!

P.S კაშხალი როგორც იდგა ისევე დგას. უბრალოდ წყალსაცავში წყალს აღარ აგროვებენ." - კახა არცივაძეimageimage

0
121
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0