x
მეტი
  • 20.07.2018
  • სტატია:78754
  • ვიდეო:331478
  • სურათი:435438
ქართველი ემიგრანტი, რომელიც ფულს ვირთხებით შოულობს - იტალიელი მძღოლების ძარცვის უნიკალური მეთოდი

image
ბევ­რი ქარ­თვე­ლი ევ­რო­პა­შია წა­სუ­ლი და იქ ცდი­ლობს ფუ­ლის შოვ­ნას. სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა, მაგ­რამ მათი უმე­ტე­სო­ბა იქ უკა­ნო­ნო გზით შო­უ­ლობს ფულს; ძი­რი­თა­დად მა­ღა­ზი­ე­ბი­დან ამა თუ იმ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ქონ­ლის მო­პარ­ვით და გა­ყიდ­ვით ირ­ჩე­ნენ თავს. თენ­გო მა­ი­სუ­რა­ძე ერთ-ერთი მათ­გა­ნია, ვინც წლე­ბია უკვე გერ­მა­ნი­ა­შია:

- როცა წა­ვე­დი მა­შინ­ვე ვი­ცო­დი, რომ აქ სამ­სა­ხუ­რის ძებ­ნას არ და­ვი­წყებ­დი. ჩემი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი და იმათ მას­წავ­ლეს აქა­უ­რი ცხოვ­რე­ბის ანა-ბანა.

- ანუ მო­პარ­ვა და­ი­წყე?

- კი, და­ვი­წყე, თუმ­ცა რო­გორც მი­თხრეს, ვერ ვი­ვარ­გე, რად­გან ბევ­რჯერ "და­ვიწ­ვი". სულ პო­ლი­ცი­ას­თან მქონ­და პრობ­ლე­მე­ბი და ჩემს გამო ბი­ჭებ­საც პრობ­ლე­მებს უქ­მნიდ­ნენ. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ისე­თი რა­ღაც გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რაც უფრო გა­მო­მი­ვი­დო­და. ბავ­შვო­ბა­ში სირ­ბილ­ზე დავ­დი­ო­დი და საკ­მა­ოდ სწრა­ფი ვარ. ერთ-ერთ სა­იტ­ზე წა­ვი­კი­თხე, რომ იტა­ლი­ა­ში აკე­თედ­ნენ შემ­დეგ რა­მეს: შუქ­ნი­შან­თან როცა ჩერ­დე­ბო­და მან­ქა­ნა, თუ ფან­ჯა­რა იყო ჩა­მო­წე­უ­ლი, შიგ აგ­დებ­დნენ ვირ­თხას. ბუ­ნებ­რი­ვია, შე­ში­ნე­ბუ­ლი მძღო­ლი გარ­ბო­და და ცა­რი­ელ მან­ქა­ნას ასუფ­თა­ვებ­დნენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ვუმ­ხი­ლე ჩემ სამ მე­გო­ბარს და და­ვი­წყეთ ასე მოქ­ცე­ვა.

- პო­ლი­ცი­ის არ გე­ში­ნო­დათ?

- რა თქმა უნდა სა­ხი­ფა­თო იყო, მაგ­რამ ქურ­დო­ბა ამა­ზე რი­თია ნაკ­ლე­ბი?! ვარ­ჩევ­დით ისეთ მან­ქა­ნას, რომ­ლის მძღო­ლიც ქალი იყო, რად­გან ქა­ლებს უფრო ეში­ნო­დათ. მერე ვხსნი­დით "ბარ­და­ჩოკს" და თუ რამე ედო, ვი­ღებ­დით, ასე­ვე ვი­ღებ­დით იმა­საც, რაც მან­ქა­ნა­ში იდო. ორ­ჯერ ლეპ­ტო­პიც კი "გა­მოგ­ვყვა" ხელს. რო­გორც წესი ნაღ­დი ფული იშ­ვი­ა­თად ედოთ ხოლ­მე, მაგ­რამ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა რო­დე­საც 100-200 ევრო ჰქო­ნი­ათ...

- მერე პო­ლი­ცია რას აკე­თებ­და ამ დროს?

- ჯერ ვხე­დავ­დით ახლო-მახ­ლო თუ იდგა პო­ლი­ცი­ე­ლი და მერე ვა­კე­თებ­დით საქ­მეს. ერთხელ მე და ერთხე­ლაც ჩემი მე­გო­ბა­რი დაგ­ვი­ჭი­რეს, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი დაგ­ვიმ­ტკი­ცეს და გა­მოგ­ვიშ­ვეს. სა­ერ­თოდ, ერი­დე­ბი­ან საქ­მის გარ­თუ­ლე­ბას და ალ­ბათ ამი­ტომ გა­მოგ­ვიშ­ვეს. ერთხელ ერთ ქალ­ბა­ტონს ჩა­ვუგ­დეთ და არ ვიცი გიჟი იყო თუ ვინ იყო, მაგ­რამ და­ი­ჭი­რა ეს ვირ­თხა და გად­მო­აგ­დო მან­ქა­ნი­დან, მაგ­რამ ეს იყო იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვა, რო­გორც წესი, მი­ზანს ვაღ­წევ­დით ხოლ­მე.

- ახლა რას საქ­მი­ა­ნობ?

- რომ გი­თხართ ვმუ­შა­ობ მეთ­ქი, და­მი­ჯე­რებთ? ისევ ამ საქ­მით ვცდი­ლობ რა­ღა­ცე­ბის კე­თე­ბას. ნელ-ნელა ფულ­საც ვაგ­რო­ვებ. 4 ვირ­თხა მყავს სახ­ლში და რო­გორც შვი­ლებს ისე ვუვ­ლი, აბა რა ვქნა, ეგე­ნი მაჭ­მე­ვენ პურს. მინ­და რამე სამ­სა­ხუ­რი­ვით ვი­შო­ვო, ერთი გერ­მა­ნე­ლი მპირ­დე­ბა და ვნა­ხოთ, თუ მარ­თლა და­მა­წყე­ბი­ნა, მერე შე­ვეშ­ვე­ბი. კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და სა­ნამ წა­მო­ვი­დო­დი ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში IT დე­პარ­ტმა­ნეტ­ში ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ იმ­დე­ნად და­ბალ ხელ­ფას მიხ­დიდ­ნენ, გა­ჩე­რე­ბაც არ ღირ­და. მოკ­ლედ, თუ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა ხო კარ­გი, თუ არა­და, ვიდ­რე დე­პორ­ტა­ცი­ით გა­მო­მა­ბუნ­ძუ­ლე­ბენ, მა­ნამ­დე ვირ­თხე­ბით ვი­შო­ვი ფულს...

- არ გა­ნიც­დი შენს ასეთ საქ­მი­ა­ნო­ბას?

- მე ვირ­თხე­ბით ვშო­უ­ლობ და მაგ­რად მი­ტყდე­ბა, მაგ­რამ ვინც ვირ­თხო­ბით შო­უ­ლობს, იმას ჰკი­თხეთ რას გა­ნიც­დი­ან. თან ყვე­ლა ეგე­თი მთავ­რო­ბა­ში გყავთ და მიგ­ნე­ბა არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ.

ლადო გო­გო­ლა­ძე, Ambebi.ge

1
614
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
614
  
9 ივლისი, 12:55
პარაზიტი.
0 1 1