x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ინგლისელი გოგონა კარავში გადავიდა საცხოვრებლად ობზე ალერგიის გამო
image27 წლის გოგონა ლონგონიდან რეიჩელ გორდონი კარავში გადავიდა საცხოვრებლად ობზე ალერგიის გამო.




როგორც Daily Mail-ი იტყობინება, 12 წლის წინ გოგონას უკბინა ტკიპამ, რის შემდეგაც ბორელიოზით დაავადდა, იგივე ცნობილი როგორც ლაიმის დაავადება.


ბუნების იფექციურმა დაავადებამ იმდენად დაასუსტა გოგონას იმუნური სისტემა, რომ ერთი წლის წინ მას ალერგია დაეწყო ობზე, რადგან ობი ძირითადად ჩნდება სახლში, უჩნდება პროდუქტებს.


რეიჩელი იძულებული გახდა საცხოვრებლად გადასულიყო კარავში.


დღეისთვის გოგონა დედასთან ერთად აგროვებს ფულს სამკურნალოდ, ექიმების შეფასებით გოგონას დიაგნოზი ბოლომდე შესწავლილი არ არის, მისი გადარჩენის შანსი 50/50-ზეა, თუმცა გოგონა არ კარგავს იმედს, სჯერა რომ განიკურნება და დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას.


ბორელიოზი, იგივე ლაიმის დაავადება, საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ინფექციაა, რომლიც გადაიტანება ტკიპების მეშვეობით. გამომწვევია მცირე ზომის სპიროქეტა Borrelia burgdorferi. ეს არის ერთადერთი სპიროქეტა, რომელიც პათოგენურია ადამიანისთვის.ლაიმის დაავადება აქტუალური ზაფხულის პერიოდში ხდება, მაშინ როდესაც მრავლდებიან ტილები და ტკიპები, ადამიანი ავადდება ტკიპის ნაკბენის შედეგად, რაც იწვევს ნერვული სისტემის, გულის, კანის, სახსრების და სხვა ორგანოების დაზიანებას. ლაიმის დაავადების სამი სტადია არსებობს, დაავადება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს და თუ ავადყოფი დროულად მიმართავს ექიმს, ადრეულ სტადიებზე, მოხდება მისი განკურნება.


0
183
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0