x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
რას სთხოვენ და ეკითხებიან პატარები ღმერთს?

უდიდესმა ჰუმანისტმა და პედაგოგმა იანუშ კორჩაკმა (1878-1942) უფროსებს მოუწოდა, რომ ისინი ამაღლდნენ ბავშვების სულიერ სამყარომდე და მეტი მოთმინება გამოიჩინონ მათდამი, რადგან სამყაროს აღქმა ბავშვების მიერ და მათი ემოციები, მგრძნობიარობით და უშუალობით, განსხვავდება უფროსების მიერ აღქმულის და განცდილისგან.

ბავშვები ბოროტების და სიკეთის თავისებური წარმოდგენებით ცხოვრობენ, ისინი თავს არასდროს იკატუნებენ და ყოველთვის სიმართლეს ამბობენ. აქვთ საკუთარი კრიტერიუმები და საკუთარი ხედვა. კარგად აცნობიერებენ მათ ირგვლივ რა პროცესები მიმდინარეობს და როგორც დაწყებით კლასებში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, ყველაზე მეტად მათ მშვიდად და ბედნიერად ცხოვრება უნდათ.


image


გამოკითხვაში 6 - 10 წლის ასაკის ბავშვები მონაწილეობდნენ და მათ შემდეგი კითხვა დაუსვეს: «ღმერთს რას თხოვდით და რას ეტყოდით, ამის შესაძლებლობა რომ გქონდეთ?»

მათი პასუხები წარმოუდგენლად ღრმა, შთამბეჭდავი და ამავდროულად, მხიარული, ცოცხალი და ზოგ შემთხვევაში, სასოწარკვეთილიც კი იყო. ბავშვები ხვდებოდნენ, რომ მშობლებს და მასწავლებელს კი არა, ყველაზე ძლიერს და ყველაზე გამგებს მიმართავდნენ. ამიტომ, კითხვებზე გულწრფელად პასუხობდნენ:image«ცაში როგორ ცხოვრობ? ყველაფერი გაქვს? იქნებ, რამე გჭირდება?» (9 წლის)

«ხალხი ისე იტანჯება დედამიწაზე, ნუთუ ჯოჯოხეთში უარესია?» (10 წლის)

«მე, რა თქმა უნდა, მიყვარხარ. მაგრამ, დედა და მამა უფრო მეტად მიყვარს. არაუშავრს?» (9 წლის)

«შეიძლება, რომ არ მოვკვდე, ა?» (6 წლის)

«როგორ არის, რომ ყველაფერზე ღმერთის ნებაა?! ზაფხულის მოსვლაზე, დედას ავადმყოფობაზე და ომზეც?» (8 წლის)

«რამდენი წლის ხარ, ღმერთო?» (7 წლის)

«სხვადასხვა ხალხებს სხვადასხვა ღმერთი ჰყავთ. სულ რამდენი ხართ?» (10 წლის)

«პირველად სხვა ადამიანი კაცმა გააჩინა (იგულისხმება ადამის ნეკნიდან ევას გაჩენა), ეხლა რატომ აჩენენ ბავშვებს მხოლოდ ქალები?» (10 წლის)

«შენ ადამი და ევა გააჩინე და სხვა ადამიანები მამიუნებისგან არიან?» (9 წლის)

«რა უნდა გავაკეთო, რომ დედა არ მეჩხუბოს?» (8 წლის)

«შემიძლია, რამით დაგეხმარო?» (8 წლის)

«სულ თავიდან რა იყო, ადამი და ევა, თუ დინოზავრები?» (10 წლის)

«რატომ არის, რომ ხან ძალიან მინდება ცუდი რამის კეთება? ეს შენ მიწყობ გამოცდას?» (9 წლის)

«რატომ არის ყველაფერი ძვირი?» (8 წლის)

«ღმერთო, ვიმეგობროთ?» (6 წლის)

«როგორ ვიცხოვრო, რომ დედამიწაზე ყველა ბედნიერი იყოს?» (8 წლის)

«რატომ შექმენი ეს სამყარო, ვერ მიხვდი, რომ ყველაფერი ასე აირეოდა?» (10 წლის)

«სიყვარულში რამდენჯერ უნდა შევცდე? 3-ჯერ უკვე შემეშალა». (7 წლის)

«რატომ ვიტანჯებით?» (9 წლის)

«რატომ არის ბევრი ადამიანი მოწყენილი?» (9 წლის)

«რატომ არის, რომ სიცოცხლეს შენ გვაძლევ, წართმევა კი ნებისმიერს შეუძლია?» (9 წლის)

«თუ რამე მტკივა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემზე გაბრაზებული ხარ?» (10 წლის)

«ბედნიერება ყველას არ ერგება?» (9 წლის)

«ძალიან გთხოვ, დამეხმარე, რომ სკოლაში მთელი ცხოვრება კარგად ვისწავლო». (6 წლის)

«ისე გააკეთე, რომ ლამაზი ხელწერა მქონდეს. მაშინ საკონტროლოს ნორმალურად დავწერ და შენც გაგიადვილდება ჩემი წერილების კითხვა». (7 წლის)

«მინდა რომ, მთელი მსოფლიო მეგობრულად ცხოვრობდეს. რომ არ ებრძვოდნენ ერთმანეთს. არ მინდა, რომ ომი იყოს და კიდევ, მინდა რომ მდიდარი ვიყო. ამინ». (10 წლის)

«ერთი კნუტი გამომიგზავნე ღმერთო». (9 წლის)

«ძალიან გთხოვ, ღმერთო, ისე გააკეთე, რომ დედამ წამალი აღარასდროს დალიოს». (9 წლის)

«მინდა მშვიდობა იყოს, რომ ყველამ კარგად იგრძნოს თავი, მინდა მომდევნო კლასში გადასვლა და კიდევ, ველოსიპედი მინდა». (8 წლის)

«დიდ ხანს ვფიქრობდი, თუ რა უნდა მეთხოვა შენთვის. იქნებ, ძაღლი?! მერე გადავწყვიტე, რომ უბრალო რაღაცაზე არ უნდა შემეწუხებინე. უფრო მნიშვნელოვანი რამე უნდა გთხოვო: მაშ ასე, მინდა რომ დედა სამუშაოდან ყოველთვის მხიარული და კეთილი დაბრუნდეს». (7 წლის)

«ახალგაზრდობაში მინდა რომ კარგად და ბედნიერად ვიცხოვრო. ხოლო მოცუცი რომ ვიქნები, მხოლოდ ბედნიერებაც მეყოფა». (9 წლის)

«თუნდაც ერთი ანგელოზი მაჩვენე, ჩუმად». (7 წლის)

«ისე გააკეთე, რომ აღარასდროს, არავინ იტიროს». (6 წლის)

«იმან შემიყვაროს, ვინც მე მომწონს. მე კი სანაცვლოდ – მასზე ხანგრძლივად დავქორწინდები». (8 წლის)

«ისე გააკეთე, რომ დედამიწაზე ყველა იარაღი დაიმტვრეს». (10 წლის)

«არასდროს მინდა ვიტირო». (7 წლის)

«ამბობენ, რომ ადამიანი დედამიწაზე რაღაცა სახით ბრუნდება. გთხოვ, ისე გააკეთე, რომ ჩემი ძაღლის სახით დავბრუნდე – ის ჩემი სახით დაიბადოს და ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით». (10 წლის)

«მოდი, სიკვდილამდე შევხვდეთ ერთმანეთს». (7 წლის)

«ისე გააკეთე, რომ დედა და მამა შერიგდნენ და მერე, რაც გინდა ის მთხოვე, ღმერთო». (9 წლის)

«ძალიან მინდა შენთან სტუმრობა.. თუნდაც, მხოლოდ ერთი კვირით». (6 წლის)

«მე მინდა, რომ ჩემი დაბადების დღე წელიწასში ერთხელ კი არა, 5-ჯერ იყოს. საჩუქრებისთვის არა, მინდა რომ მამა უფრო მეტჯერ ვნახო. (7 წლის)

«მინდა რომ ყველა, ვისაც შევხედავ, იღიმოდეს». (6 წლის)

«როდესაც ჩემი ძაღლი მიწიდან წავა, შენთან წაიყვანე. ნამდვილი მეგობარი გეყოლება. დილიაობით გაასეირნე, არასდროს დაუყვირო, თორემ დაგკაწრავს». (8 წლის)

«კარგები კარგად იყვნენ, ცუდები – ცუდად». (7 წლის)

«სუპერმენად მაქციე ღმერთო. მაგრამ, არ მითხრა, რომ ვარჯიში არის საჭირო, ყოველდღე სირბილი, დილაობით ვარჯიში. ეს ყველაფერი ისედაც მესმის მამისგან». (10 წლის)

«ღმერთო, მინდა რომ დედა უკვდავი იყოს». (9 წლის)

«აი, ვსწავლობთ, ვსწავლობთ, მაგრამ რისთვის ვიტანჯებით, თუ მაინც მოვკვდებით და ჩვენი ცოდნა დაიკარგება?». (10 წლის)

«ღმერთო, ჩენს დაბადების დღეზე გეპატიჟები, რომელიც 4 აგვისტოს 14 სთ-ზე იქნება. გელოდები. ფული თუ არა გაქვს, საჩუქრის გარეშე მოდი». (7 წლის)

«ყვავილები უკეთესად გამოგივიდა, ვიდრე ადამიანები». (10 წლის)

«მე ცუდი ვარ, და ქვა იმან მესროლოს, ვინც ჩემზე კარგია. ოღონდ, შენს გარდა, ღმერთო!» (9 წლის)

«ჩვვენ შენი უფრო ნათლად გვესმის, ვიდრე უფროსებს». (7 წლის)

«არ მინდა დიდების სამყაროში – იქ ყველაფერი არასწორია». (10 წლის)

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageახალბედა ანგელოზი
ღმერთი და ადამიანი (ღმერთის ადგილსამყოფელი)

ღვთის სასამართლო ანუ ვინ დაიმკვიდრებს ადგილს სასუფეველში

თუ ვინმე უანგაროდ დაგეხმარათ, იმას არ ნიშნავს, რომ ვალი არა გაქვთ...

0
142
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0