x
მეტი
  • 11.12.2018
  • სტატია:83613
  • ვიდეო:334408
  • სურათი:441560
"მთავარი სიმართლეა და არა იდეოლოგიები" - ილია ჭავჭავაძე

"მთავარი სიმართლეა და არა იდეოლოგიები" - ილია ჭავჭავაძე


"დროა ჭკუას მოვიდეთ და არ შევუშინდეთ იმ ცრუპენტელა ლიბერალებს, იმ ჭეშმარიტის ლიბერალობის ბერიკებს, რომელნიც განგებ პირში ბურთსა გვჩრიან, რომ თავისი ოინბაზობა, ორპირობა და ცალგულობა მიაფუჩეჩონ და ზედ ლიბერალობის წმინდა კალთა გადააფარონ. ნუ გვამხილებთო ჩვენს ცუღლუტობას, ოინბაზობას, თორემ ეროვნულ შფოთის აღდგენას დაგწამებთ, რეტროგრადების ბანაკში თავს ამოგაყოფინებთ, რადგანაც მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს, ეროვნული შფოთის ატეხა ერთა შორის ღვარძლის შთამოთესვა სიბრიყვესა და გონების სიბნელეს მოასწავებს და ლიბერალობის შეგინებასაო. უფრთხიან ბალღები ამ ტყუილს ჭექა-ქუხილს ტყუილ ლიბერალებისას, უფრთხიან ყოველნი, ვინც სიტყვას გაუსინჯავად (გადაუმოწმებლად) იჯერებს.


სწორედ რომ ვთქვათ, ადამიანის ღირსების საწყაო ლიბერალობა ან რეტროგრადობა ან სხვა ამისთანა კი არ არის, არამედ ეს: მართალია კაცი თუ მტყუანი. ეხლანდელ წვრილფეხობას კი რომ უთხრათ შენი აზრი ლიბერალური არ არის, რეტროგრადულიაო, მაშინვე შიშით ფერი ეცვლება და რაც გინდ მართალი იყოს, ენა მუცელში ჩაუვარდება - ეს რა ღმერთი გამწყრომიაო. აღარავინ დაეძებს მართალს საკუთარი ფასი აქვს თუ არა, და ამ მხრით აზრის ჩხრეკაში აღარავინ შედის."


ილია ჭავჭავაძე. "ქვათა ღაღადი". 1899 წელი.


აქ ილია ჭავჭავაძე თავად ლიბერალიზმს, როგორც იდეოლოგიას კი არ აკრიტიკებს, არამედ ცრუ ლიბერალობას, რომელიც უკვე იმდენად გადავარდნილია იდეოლოგიაში, რომ სიმართლეს და ტყუილს ერთმანეთისგან ვეღარ არჩევს. თავად ილია ლიბერალი იყო და ლიბერალიზმის უსამართლოდ მაკრიტიკებელ ხალხს დიდი შემართებით ებრძოდა იმდენად, რომ ამ აზრთა პაექრობას, რომელიც რამდენიმე წელიწადი გრძელდებოდა "მამათა და შვილთა ომი" ეწოდა, ანუ ბრძოლა იდეოლოგიებს შორის, თაობებს შორის. ილია ახალ თაობას ეკუთვნოდა და ახალი იდეებით, ლიბერალური, გახსნილი აზროვნებით უპირისპირდებოდა დრომოჭმულ იდეებსა და ტრადიციებს. სამაგიეროდ ხალხს სთავაზობდა ახალ, მართალ, ფაქტებით გამყარებულ, ლოგიკურ და ამავე დროს ეროვნული ინტერესების დამცველ იდეოლოგიას. ლიბერალიზმის კრიტიკა იმ დროში ნამდვილად არ წარმოადგენდა იშვიათობას უფროსი ხალხის მიერ. აი რას პასუხობდა მათ ილია:


ამონარიდი ლექსიდან "პასუხის პასუხი" (მამებს - უფროს თაობას)


"ჩვენ უჩინონი, ჩვენ უჩინონი

თქვენ, ჩინიანთა - ბუზად გგონივართ!

იქიდამ ვკნავით, სად თქვენის მადლით

ხაფანგებ ქვეშე დამწყვდეულნი ვართ.

ჩვენ ვვლეთ რუსეთი, მაგრამ არცერთი

ხელობა თქვენი არ გვისწავლია.

ჩვენი ქვეყანა მკვდარი თქვენგანა

თქვენებრ ჩინებზედ არ გაგვიცვლია!

ლიბერალობა, პატრიოტობა

სალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდია!

თქვენგან ჩაგრული, დაბრმავებული

ერი ჯვრებზედ არ გავიყიდია!"


ილია იზიარებდა ლიბერალიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ წავიდოდა თავისი ერის ინტერესების წინააღმდეგ. როდესაც ხედავდა რომ რომელიმე ერი (მაგალითად მაშინდელი სიტუაციით რუსი, სომეხი) სხვა ერს (მაგალითად ქართველს), უსამართლოდ ავიწროებდა, ჩაგრავდა, უზღუდავდა გავრცელების და ძალაუფლების არეალს, უყალბებდა ისტორიას და ართმევდა კანონიერ უფლებებს, მაშინ ნამდვილი ნაციონალისტივით იქცეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობდა სწორედ ასე:


ილია ჭავჭავაძე


ზოგიერთი დასცინის იმ ადამიანების საშუალო პოზიციას და ზომიერ მსჯელობას, რომლებიც ინარჩუნებენ მიუმხრობლობას რომელიმე იდეოლოგიის მიმართ. მწარედ ცდება ის ხალხი, რომელიც ასეთ მიუმხრობელ პოზიციას და "ოქროს შუალედს" დასცინის. კონსერვატიზმი და ლიბერალიზმი სრულიად შეთავსებადია და ასეც უნდა იყოს თუ ნორმალური, რაციონალური აზროვნება გაქვს და ასეთივე საზოგადოების ჩამოყალიბება გინდა. ამის საუკეთესო მაგალითი თავად ილია ჭავჭავაძეა. იმიტომ რომ ყველაფერი ძველი ვერ და არ იქნება კარგი, ისევე როგორც ყველაფერი ახალი. კონსერვატიზმი ძველის შენარჩუნებაზე ზრუნვაა და ყოველივე ახლის მიუღებლობა ან ძალიან ფრთხილად მიღება. ლიბერალიზმი კი ახლის და გამოსადეგის დამკვიდრებისკენ სწრაფვაა და ნაკლებად დაგიდევს ძველს.

ჰოდა საქმე იმაშია, რომ არც ბრილიანტი დაიწუნება იმისთვის, რომ ძველია (ყოველი ბრილიანტი მინიმუმ 3 მილიარდი წლისაა) და არც ღორის ფეკალია მოიწონება მხოლოდ იმისთვის, რომ ახალი გამომცხვარია. ამიტომაა საჭირო ლიბერალიზმიც და კონსერვატიზმიც და კიდევ საკმარისი ტვინი და ჰუმანიზმია საჭირო, რომ გაარჩიო რომელი ძველი ფასეულობაა გამოსადეგი და შესანარჩუნებელი და რომელია ისეთი, რომელიც აუცილებლად სანაგვეში უნდა იქნას მოსროლილი. ანდა რომელი ახალი ღირებულებაა კარგი და გამოსადეგი და რომელი - დასაგმობი და უარსაყოფი. ერთი სიტყვით - მთავარი სიმართლეა და არა იდეოლოგიები. სიმართლე კი მხოლოდ ლოგიკით, საღი მსჯელობით და მეცნიერული მეთოდით მიიგნება.




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
225
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
225
  
8 ივლისი, 16:01
მშიერი და გაუნათლებელი ადამიანი ადვილი სამართავია. ილიას დროს, საქართველო იყო ორი მაზრა,რომელიც ექვემდებარებოდა მეფის რუსეთს. ამით შეიძლება აიხსნას მისი ქცევა. ეხლა სხვა დროა და სამართლებრივი-ნორმატიული აქტები ქართველთა ხელით მიიღება და მუდმივი კონტროლი შეგვიძლია. ასე,რომ მტკიცება იმის,რომ ილია ასე იქცეოდა და დღესაც ასე მოიქცეოდა,უადგილოა. აღმაშენებელმა 55600 კაცით 300000 ათას კაცს აჯობა და დამარცხა დიდი ჯარი. ახლა ამდენივე კაცით 30000 კაცსაც ვერ დაამარცხებ და რას იტყოდა დავითი,რომ მის დროს ასე იყო და იგივეს გაიმეორებდა? 2-3 ბომბით ამოწყვიტავდნენ. ნებისმიერი დიდი ადამიანის ნააზრევი უნდა გავიაზროთ იმ ეპოქის ფარგლებშიც და თუ რაიმეს გადმოტანა შეგვიძლია უნდა გადმოვიტანოთ და მოვარგოთ დღევანდელობას.
8 ივლისი, 15:52
მთლიანად აკრძალეს. სიტყვა აკრძალავა ცუდად ჟღერს და შეიძლებოდა,რომ ყოფილიყო გაყიდვა შესაძლებელი,მაგრამ ხსენებული ფაქტის გამორიცხვით. ხომ ვერ მეტყვი,რა ვუშველოთ ლაგოდეხში,მარნეულში და სამცხეში ეთნიკური ჯგუფების საკუთრებაში არსებულ საკუთრებას. ლაგოდეხში უკვე ჭარბობენ ქართველებს აზერბაიჯანელები და საკუთრებაც აქვთ. თუ ვიცავთ საკუთარ მიწას ვუფრთხილდებით და არ გვინდა სახელმწიფოში უცხო ქვეყანას დიდი ტერიტორია ქონდეს,მაშინ უნდა მომხდარიყო ამ ხალხის საკუთრების ჩამორთმევა და ქართველების ხელში გადაცემა,მერე მათთვის იაფიანი სარგებლობის უფლების მიცემა,რომელიც განახლებადი იქნებოდა. გვეშინია ამერიკელის და თუნდაც სომეხის,არ გვეშინია აზერბაჯანელების და რატომ? ეს პოპულისტური გადაწყვეტილება და მას საერთო არაფერი აქვს მიწების დაცვასთან. ლაგოდეხიში,ყველა პარტია ცდილობს მოიპოვოს ეთნიკური აზერბაიჯანელების კეტილგანწყობა,რადგან უმრავლოსობა აქვთ რაიონში. ჩემს მიერ დასახელებული გადაწყვეტილება გამოიწვევდა მათ გაღიზიანებას და აჯანყებას. ახლა რა ხდება: ადამიანებს უზღუდავენ შესაძლებლობას,რომ ის ერთი წარმოებიდან მეორეში გადავიდეს,ამისათვის სარფიანად გასხვისონ მიწა(მოგეხსენებათ მოთხოვნა მოქმედებს ფასზე) და სხვა სექტორში სცადოს ბედი,მაგრამ არა სოფელში დასაქმებული ადამიანი მუდმივად მთავრობის შემყურე იქნება და დაელოდება როდის დამყარებს სხვა ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობას,რომ პროდუქტს ფასი დაედოს და ღირდეს წარმოება.
8 ივლისი, 14:26
გეთანხმები ლგბტ თემაზე და ნარკოტიკების სრულ ლეგალიზაციასაც ვემხრობი, მაგრამ მიწების გასხვისებას ნამდვილად არ ვემხრობი. ილია ჭავჭავაძემ რატომ დააარსა კავკასიაში პირველი ბანკი, რომელსაც სათავადაზნაური ბანკი დაარქვა? სწორედ იმისთვის, რომ საქართველოში მცხოვრები გამდიდრებული სომხებისთვის, რომლებიც იძენდნენ ასეულ ჰექტრობით მიწებს, ეს მიწები გამოეტაცა ხელიდან და ისევ დაებრუნებინა ქართველი თავადების და აზნაურების ხელში. მიწის გარეშე ერი არ არსებობს. თუ ქართველები შევიძენთ ერთ კახეთისხელა რეგიონს მაგალითად აღმოსავლეთ რუსეთში, ის უკვე ფაქტობრივად საქართველო იქნება. თუ ქართველები მიწებს დავუთმობთ სხვა ერებს - ესეც ფაქტობრივად იქნება უკვე მათი მიწა.
8 ივლისი, 6:31
და რა არის ჩვენთვის ძველი? დღევანდელ საზოგადოებას არაფერი აქვს ძველი ქართული შემორჩენილი,რომლის შენარჩუნებაც უნდა ვცადოთ. დღევანდელ ქართველებს საბჭოური "სიკეთეები" აქვს შენარჩუნებული. ილია უტევდა გრიგოლ ორბელიანსა და მის ნაირებს,რომლებიც თვლიდნენ,რომ ერთმორწმუნე რუსეთი კარგია და სამხედრო ჩინებზე ყიდდნენ საქართველოს. არ გახსენებს დღევანდელ სიტუაციას? როცა ილიას თაობა უნივერსიტეტის გახსნას ლამობდა,გრიგოლის მიმდევრების სურვილი სამხედრო აკადემიის გახსნა იყო. როგორც ლიბერეალს ილიას არ სურდა ომი,თან რუსეთთან ომი და ამბობდა,რომ ესეც ომიაო,ოღონდ სიტყვით,განათლებით და კალმით ომიო. დღევამდელი ნამდვილი ლიბერალის სურვილი,რომ მამათა თაობას მოაშლევინოს დანგრეულ ქვეყანაზე ფიქრი და შეაგნებინოს,რომ რუსეთი ოკუპანტია. რას ითხოვენ დრევანდელი ლიბერალები,რაც ილიასთვის მიუღებელი იქნებოდა. განვითარება არ სურდა ილიას? არ გაიძახოდა,რომ ფეხი უნდა აუწყოთ მსოფლიოსო? არ ცდილობდა,რომ განატლებული ყოფილიყო ერი? რა არის ის,რაც არ მოეწონებოდა დღეს ილიას ლიბერალების მხრიდან? ეხლა არ მიტხრა,რომ ნარკოტიკების ან ლგბტ ხალხის პროპაგანდას ეწევიანო. ამაზე მსოფლიო შეთანხდა,რომ ნარკოტიკისთვის ადამიანი არ უნდა მიდიოდეს ციხეში და ადამიანის სხეული მისი საკუტრება,ყველა ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული. სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვის აკრძალვის გაპროტესტება ხომ არ გგონიათ ქვეყნის მტრობა? ჩაიხედეთ,თავად ილიას რა აქვს ნათქვამი ამის შესახებ. რა არის ცუდი იმაში,როცა ადამიანს ეუბნები,რომ მთავრობა უნდა იყოს მცირე და თვითონ მოქალაქემ მეტი უნდა გააკეთოს განვითრებისთვის. ყოველ დროში ებრძოდნენ ლიბერალებს,მაგრამ ლიბერალები ყოველთვის ახერხებდნენ გამარჯჯვებას. ახერხებდნენ საერთო ენა გამოენახა მიუღებელ ადამიანებთან და განვითრებისთვის ებრძოლათ. გაგახსენებთ,რომ სწორედ კონსერვატორებამ მოიყვანეს ხელისუფლებაში მუსოლინი და ჰიტლერი. საქართველოშიც ბიძინეს მოყვანაც სწორედ პატერნალისტების მხრიდან მოხდა.დღეს ქვეყანას სოციალ-დემოკრატიული პარტია მართავს,რომელთანაც მითმასნილნი არიან კონსერვატორები. რესპუბლიკურ პარტიას თავი ლიბერალებათ მოაქვთ,მაგრამ არაფრი აქვთ საერთო ლიბერალობასთნ. ჭეშმარიტი ლიბერალი კახა ბენდუქიძე გახლდათ,რომელიც არვის
0 1 4