x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134049
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
"მთავარი სიმართლეა და არა იდეოლოგიები" - ილია ჭავჭავაძე
"მთავარი სიმართლეა და არა იდეოლოგიები" - ილია ჭავჭავაძე


"დროა ჭკუას მოვიდეთ და არ შევუშინდეთ იმ ცრუპენტელა ლიბერალებს, იმ ჭეშმარიტის ლიბერალობის ბერიკებს, რომელნიც განგებ პირში ბურთსა გვჩრიან, რომ თავისი ოინბაზობა, ორპირობა და ცალგულობა მიაფუჩეჩონ და ზედ ლიბერალობის წმინდა კალთა გადააფარონ. ნუ გვამხილებთო ჩვენს ცუღლუტობას, ოინბაზობას, თორემ ეროვნულ შფოთის აღდგენას დაგწამებთ, რეტროგრადების ბანაკში თავს ამოგაყოფინებთ, რადგანაც მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს, ეროვნული შფოთის ატეხა ერთა შორის ღვარძლის შთამოთესვა სიბრიყვესა და გონების სიბნელეს მოასწავებს და ლიბერალობის შეგინებასაო. უფრთხიან ბალღები ამ ტყუილს ჭექა-ქუხილს ტყუილ ლიბერალებისას, უფრთხიან ყოველნი, ვინც სიტყვას გაუსინჯავად (გადაუმოწმებლად) იჯერებს.


სწორედ რომ ვთქვათ, ადამიანის ღირსების საწყაო ლიბერალობა ან რეტროგრადობა ან სხვა ამისთანა კი არ არის, არამედ ეს: მართალია კაცი თუ მტყუანი. ეხლანდელ წვრილფეხობას კი რომ უთხრათ შენი აზრი ლიბერალური არ არის, რეტროგრადულიაო, მაშინვე შიშით ფერი ეცვლება და რაც გინდ მართალი იყოს, ენა მუცელში ჩაუვარდება - ეს რა ღმერთი გამწყრომიაო. აღარავინ დაეძებს მართალს საკუთარი ფასი აქვს თუ არა, და ამ მხრით აზრის ჩხრეკაში აღარავინ შედის."


ილია ჭავჭავაძე. "ქვათა ღაღადი". 1899 წელი.



აქ ილია ჭავჭავაძე თავად ლიბერალიზმს, როგორც იდეოლოგიას კი არ აკრიტიკებს, არამედ ცრუ ლიბერალობას, რომელიც უკვე იმდენად გადავარდნილია იდეოლოგიაში, რომ სიმართლეს და ტყუილს ერთმანეთისგან ვეღარ არჩევს. თავად ილია ლიბერალი იყო და ლიბერალიზმის უსამართლოდ მაკრიტიკებელ ხალხს დიდი შემართებით ებრძოდა იმდენად, რომ ამ აზრთა პაექრობას, რომელიც რამდენიმე წელიწადი გრძელდებოდა "მამათა და შვილთა ომი" ეწოდა, ანუ ბრძოლა იდეოლოგიებს შორის, თაობებს შორის. ილია ახალ თაობას ეკუთვნოდა და ახალი იდეებით, ლიბერალური, გახსნილი აზროვნებით უპირისპირდებოდა დრომოჭმულ იდეებსა და ტრადიციებს. სამაგიეროდ ხალხს სთავაზობდა ახალ, მართალ, ფაქტებით გამყარებულ, ლოგიკურ და ამავე დროს ეროვნული ინტერესების დამცველ იდეოლოგიას. ლიბერალიზმის კრიტიკა იმ დროში ნამდვილად არ წარმოადგენდა იშვიათობას უფროსი ხალხის მიერ. აი რას პასუხობდა მათ ილია:


ამონარიდი ლექსიდან "პასუხის პასუხი" (მამებს - უფროს თაობას)


"ჩვენ უჩინონი, ჩვენ უჩინონი

თქვენ, ჩინიანთა - ბუზად გგონივართ!

იქიდამ ვკნავით, სად თქვენის მადლით

ხაფანგებ ქვეშე დამწყვდეულნი ვართ.

ჩვენ ვვლეთ რუსეთი, მაგრამ არცერთი

ხელობა თქვენი არ გვისწავლია.

ჩვენი ქვეყანა მკვდარი თქვენგანა

თქვენებრ ჩინებზედ არ გაგვიცვლია!

ლიბერალობა, პატრიოტობა

სალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდია!

თქვენგან ჩაგრული, დაბრმავებული

ერი ჯვრებზედ არ გავიყიდია!"


ილია იზიარებდა ლიბერალიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ წავიდოდა თავისი ერის ინტერესების წინააღმდეგ. როდესაც ხედავდა რომ რომელიმე ერი (მაგალითად მაშინდელი სიტუაციით რუსი, სომეხი) სხვა ერს (მაგალითად ქართველს), უსამართლოდ ავიწროებდა, ჩაგრავდა, უზღუდავდა გავრცელების და ძალაუფლების არეალს, უყალბებდა ისტორიას და ართმევდა კანონიერ უფლებებს, მაშინ ნამდვილი ნაციონალისტივით იქცეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობდა სწორედ ასე:


ილია ჭავჭავაძე


ზოგიერთი დასცინის იმ ადამიანების საშუალო პოზიციას და ზომიერ მსჯელობას, რომლებიც ინარჩუნებენ მიუმხრობლობას რომელიმე იდეოლოგიის მიმართ. მწარედ ცდება ის ხალხი, რომელიც ასეთ მიუმხრობელ პოზიციას და "ოქროს შუალედს" დასცინის. კონსერვატიზმი და ლიბერალიზმი სრულიად შეთავსებადია და ასეც უნდა იყოს თუ ნორმალური, რაციონალური აზროვნება გაქვს და ასეთივე საზოგადოების ჩამოყალიბება გინდა. ამის საუკეთესო მაგალითი თავად ილია ჭავჭავაძეა. იმიტომ რომ ყველაფერი ძველი ვერ და არ იქნება კარგი, ისევე როგორც ყველაფერი ახალი. კონსერვატიზმი ძველის შენარჩუნებაზე ზრუნვაა და ყოველივე ახლის მიუღებლობა ან ძალიან ფრთხილად მიღება. ლიბერალიზმი კი ახლის და გამოსადეგის დამკვიდრებისკენ სწრაფვაა და ნაკლებად დაგიდევს ძველს.

ჰოდა საქმე იმაშია, რომ არც ბრილიანტი დაიწუნება იმისთვის, რომ ძველია (ყოველი ბრილიანტი მინიმუმ 3 მილიარდი წლისაა) და არც ღორის ფეკალია მოიწონება მხოლოდ იმისთვის, რომ ახალი გამომცხვარია. ამიტომაა საჭირო ლიბერალიზმიც და კონსერვატიზმიც და კიდევ საკმარისი ტვინი და ჰუმანიზმია საჭირო, რომ გაარჩიო რომელი ძველი ფასეულობაა გამოსადეგი და შესანარჩუნებელი და რომელია ისეთი, რომელიც აუცილებლად სანაგვეში უნდა იქნას მოსროლილი. ანდა რომელი ახალი ღირებულებაა კარგი და გამოსადეგი და რომელი - დასაგმობი და უარსაყოფი. ერთი სიტყვით - მთავარი სიმართლეა და არა იდეოლოგიები. სიმართლე კი მხოლოდ ლოგიკით, საღი მსჯელობით და მეცნიერული მეთოდით მიიგნება.




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


5
1252
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1252
  
2020, 21 იანვარი, 9:50
თორნიკე ნაკითხი კაცი ხარ და სეთი სუისულელე არ უნდა აგერიოს ლეგალიზციას ვემხორობიო და რს ემხრობი ბარიგობას?სხვის უბედურებაზე გამდიდრებას?ესა ლეგალიზაცია.ხოლო მისაღებია დეკრიმინალიზაცია.ანუ მომხმარებლის დახმარება და არა დაჭერა.
2018, 8 ივლისი, 16:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 8 ივლისი, 15:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი თორ ნიკე-ის კომენტარზე
2018, 8 ივლისი, 14:26
გეთანხმები ლგბტ თემაზე და ნარკოტიკების სრულ ლეგალიზაციასაც ვემხრობი, მაგრამ მიწების გასხვისებას ნამდვილად არ ვემხრობი. ილია ჭავჭავაძემ რატომ დააარსა კავკასიაში პირველი ბანკი, რომელსაც სათავადაზნაური ბანკი დაარქვა? სწორედ იმისთვის, რომ საქართველოში მცხოვრები გამდიდრებული სომხებისთვის, რომლებიც იძენდნენ ასეულ ჰექტრობით მიწებს, ეს მიწები გამოეტაცა ხელიდან და ისევ დაებრუნებინა ქართველი თავადების და აზნაურების ხელში. მიწის გარეშე ერი არ არსებობს. თუ ქართველები შევიძენთ ერთ კახეთისხელა რეგიონს მაგალითად აღმოსავლეთ რუსეთში, ის უკვე ფაქტობრივად საქართველო იქნება. თუ ქართველები მიწებს დავუთმობთ სხვა ერებს - ესეც ფაქტობრივად იქნება უკვე მათი მიწა.
2018, 8 ივლისი, 6:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5