x
image
_K_
ნუ მისცემთ სოციალურ მედიას თქვენით მანიპულირების უფლებას! - გაითვალისწინეთ ეს 10 რჩევა

image

აღიარეთ, ერთ სოციალურ ქსელში მაინც გაქვთ ანგარიში გახსნილი. სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ აშშ-ში 53 მილიონი ადამიანი მოიხმარს Facebook-ს. ყოველდღიურად შევდივართ საიტებზე და ვათვალიერებთ სხვადასხვა ინფორმაციას, მაგრამ იშვიათად თუ ვფიქრობთ იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს სოციალური მედია-პლატფორმები ჩვენს ცხოვრებაზე. მათ ჩვენით მანიპულირება სურთ და ჩვენზეა დამოკიდებული, ამის უფლებას მივცემთ თუ არა.


სტატიაში გთავაზობთ 10 მარტივ და გამოსადეგ რჩევას, თუ როგორ უნდა დაიცვათ ბალანსი თქვენს რეალურსა და სოციალურ ცხოვრებას შორის.








1. რატომ ათვალიერებთ (სქროლავთ) სიახლეების ზოლს (News Feed-ს)?

image

სოციალურ მედია-პლატფორმებს აქვს სპეციალური საშუალებები და ინსტრუმენტები, რაც ჩვენს ყურადღების იპყრობს და გვაიძულებს, საათები გავატაროთ ახალი გვერდების თვალიერებაში. ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მოზარდები ყოველდღიურად დაახლოებით 9 საათს ატარებენ სოციალურ პლატფორმებზე, რაც უფრო მეტია, ვიდრე დრო, რომელსაც ოჯახში ვატარებთ ან ჭამას ვუთმობთ.


აბა რატომ ვაკეთებთ ამას? ეს პირველი კითხვაა, რაც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებსაც "სქროლვა" სამსახურის გამო უწევთ, ან საჭირო ინფორმაციას ეძებენ. მაგრამ მაინც, დასვენებას რატომ ვამჯობინებთ სიახლეების ზოლის თვალიერებას? მოდი, ვაღიაროთ, რომ Facebook-ზე ყოველ საათში შესვლისას ძალიან იშვიათად თუ ვნახულობთ რამე ახალს, საინტერესოს და ღირებულს.







2. იცოდეთ თქვენი განსხვავება სოციალურსა და რეალურ სამყაროს შორის

imageimageხშირად ვსაუბრობთ იმ არარეალურ სურათებზე, რასაც ცნობილი ადამიანები დებენ სოციალურ მედიაში და წარმოდგენა გვაქვს მათ რეალურ ცხოვრებაზე. თუმცა, იშვიათად ვიაზრებთ, რომ თავადაც იმავეს ვაკეთებთ. გვინდა, რომ მხოლოდ ჩვენი ლამაზი, უნაკლო სურათები გავუზიაროთ სხვებს და დეფექტებს ყურადღება არ მივაქციოთ.



აქედან გამომდინარე, ხალხი გაუცნობიერებლად, უნებლიედ იქმნის სრულყოფილი ცხოვრების წარმოდგენას. ოდესმე შეგშურებიათ ვინმეს არაჩვეულებრივი ცხოვრების? მათ შეიძლება თქვენზე მეტი მეგობარი ჰყავდეთ, შეიძლება გამხდარი, გარუჯული კანი ჰქონდეთ ან დიდი და საყვარელი ძაღლი ჰყავდეთ. ყველა ჩვენგანი იცნობს ასეთ ადამიანებს. და ჩნდება კითხვა: მართლა ისეთი ცხოვრებით ცხოვრობენ თუ არა ისინი, როგორსაც სოციალურ მედიაში გვაჩვენებენ?

ჩვენ მსგავსად, ისინიც ცდილობენ, სამყაროს მხოლოდ კარგი მხარე აჩვენონ და დანარჩენს მალავენ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, შეგვეძლოს სხვების თუ ჩვენი სოციალური და რეალური ცხოვრების გარჩევა.








3. თვალი ადევნეთ ხოლმე იმას, რაც ნამდვილად გაინტერესებთ და არა იმას, რაც პოპულარულია

image

სოციალური მედია სავსეა განსხვავებული გვერდებით. ნუ აყვებით სხვებს და ნუ "დააფოლოვებთ" ცნობილ ადამიანებს მარტო იმიტომ, რომ ამას აუცილებლად მიიჩნევთ. რატომ უნდა გაინტერესებდეთ, როგორ გამოიყურება ათობით თქვენთვის უცნობი ადამიანი და როგორ იკეთებენ ისინი პლასტიკურ ოპერაციებს? თქვენ საკუთარი ცხოვრება და ძვირფასი დრო გაქვთ, ამიტომ ის სიახლეები გამოიწერეთ, რაც მართლა გაინტერესებთ და არა ის, რასაც სხვა ადამიანები მიიჩნევენ პოპულარულად. არ მისცეთ სოციალურ მედიას თქვენი ინტერესებით მანიპულირების საშუალება!







4. გამორთეთ "გაზიარების რეჟიმი" ("share mode")

image

ცხოვრების ყოველი წუთი ძვირფასია, ჩვენ კი ყოველთვის გვინდა, ყველაზე ამაღელვებელი მომენტები მეგობრებს გავუზიაროთ. თუმცა, ზოგი ადამიანი იმდენად დამოკიდებული ხდება ამ პროცესზე, რომ რეალური ცხოვრებისგან სიამოვნებას ვეღარ იღებს და მუდმივად მობილურში იყურება. მნიშვნელობა არ აქვს, რას აკეთებენ ისინი, მათთვის მთავარია, ეს სოციალურ მედიაში გააზიარონ. ვერ ამჩნევენ, რა ხდება მათ ირგვლივ, რადგან ძალიან დაკავებულები არიან სურათებისთვის ფილტრების შერჩევითა და ჰეშთეგების მოფიქრებით.


ექსპერტები ამბობენ, რომ თანამედროვე ადამიანებს ეშინიათ, მეგობრებმა არ დაივიწყონ და სწორედ ამიტომ აზიარებენ ამდენ რამეს ხშირად სოციალურ მედიაში. ეცადეთ, არ განივითაროთ ეს შიში, თორემ შესაძლოა დეპრესიამდე და სტრესამდეც მიხვიდეთ. ყველაფერში ბალანსი უნდა დაიცვათ. გამორთეთ "გაზიარების რეჟიმი" და დატკბით თქვენი ცხოვრების ულამაზესი მომენტებით მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. ფოტოების დაპოსტვას მოგვიანებითაც შეძლებთ!







5. რეალურ ადამიანებთან უფრო ხშირად გქონდეთ ურთიერთობა

image

სცადეთ, რეალურ ადამიანებთან უფრო მეტი იკონტაქტოთ, ვიდრე მათ ციფრულ ვერსიებთან. მათთან ერთად სეირნობა უფრო სასარგებლოა, ვიდრე სახლში ჯდომა და მუდმივი მიმოწერა. ვერაფერი შეედრება მეგობრების ღიმილის ნახვას და კარგი ხუმრობის შემდეგ მათთვის მხარზე ხელის დარტყას. დაამყარეთ ახალი კონტაქტები, ოღონდ რეალურ სამყაროში!







6. ჩართეთ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინებები (notifications)

image

შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ რატომაც არა? რაში გჭირდებათ, მობილურის ეკრანზე შეტყობინებები ჩნდებოდეს ყოველ ჯერზე, როცა უცნობები ჯგუფში რამეს დაპოსტავენ, ან ძაღლის ფოტოს მოიწონებენ?! თუ შეტყობინების სანახავად იმ საქმის მიტოვება გიწევთ, რასაც აკეთებთ, დარწმუნდით, რომ ამისთვის კარგი მიზეზი მაინც გაქვთ.


თუ თქვენი დრო გიღირთ, მაშინ ყოველდღე სოციალური ქსელის გამოყენების დრო უნდა შეამციროთ - კარგი იქნება, თუ მას ნელ-ნელა 30 წუთამდე დაიყვანთ. თუ შეტყობინებებს გამორთავთ, არაფერი მოგენატრებათ, გპირდებით. ასე უფრო მეტად ორიენტირებული იქნებით სამსახურზე და ჰობიზე და არ შეწუხდებით სხვადასხვა აპლიკაციის არაფრისმომცემი შეტყობინებებით.







7. იცოდეთ, როდის უნდა გამორთოთ ინტერნეტი და დრო დაუთმოთ ჰობის

imageტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, მეგობრებს მაშინაც ვეკონტაქტოთ, როცა ჩვენთან არ არიან. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ ტექნოლოგიები ჩვენი დროის დიდ ნაწილს უაზროდ გვაკარგვინებს. ვთამაშობთ თამაშებს, ვწერთ მეგობრებს, ვკითხულობთ ამბებს და რეალურ ჰობის ვივიწყებთ.


თუ, მაგალითად, სირბილი მოგწონთ, მობილური სახლში დატოვეთ და არაფერს მისცეთ უფლება, ხელი შეგიშალოთ. თუ ჰობი არ გაქვთ, ადვილია მისი პოვნა. შეგიძლიათ აირჩიოთ იოგა, ხატვა, საჭმლის მომზადება და მრავალი სხვა. თუ ყავა მოგწონთ, დაპატიჟეთ მეგობრები და გაუზიარეთ თქვენი განსაკუთრებული რეცეპტი. დატკბით რეალური ცხოვრებით!






8. ნუ იქნებით ადვილი სამიზნე ონლაინ-რეკლამებისთვის

image

რა საიტს ან აპლიკაციასაც არ უნდა ხსნიდეთ, რეკლამები ყველგანაა. კომპანიები მილიონობით დოლარს ხარჯავენ, რომ თქვენნაირი მომხმარებლები მიიზიდონ და თავიანთი პროდუქტი აყიდინონ.


ყველაზე ადვილი სამიზნეები ჩვენი შვილები არიან. როცა მათ თქვენს მობილურს თხოვნით, გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება გაცილებით მეტი ნახონ, ვიდრე გგონიათ. დიდ კომპანიებს ბავშვების თავში შეძრომა და იქ დარჩენა სურთ.


ზრდასრულებს რაც შეეხება, თქვენთან ის რეკლამები ჩანს, რაც შეიძლება მოგეწონოთ, ეს სოციალურ ქსელში თქვენი მოწონებებისა და გაზიარებების მიხედვითაა დადგენილი. უბრალოდ, გახსოვდეთ, რომ რეკლამები ხშირად ისეთ რამეს გთავაზობენ, რაც საერთოდ არ გჭირდებათ.







9. თავიდან აიცილეთ ყველაზე გავრცელებული სამანიპულაციო ტაქტიკები

image

თუ ყველაზე გავრცელებულ სამანიპულაციო ტაქტიკებზე წარმოდგენა გაქვთ, მაშინ მათ თავიდან აცილებასაც ადვილად შეძლებთ. სოციალური მედია-პლატფორმები სხვადასხვა საშუალებებს იყენებენ ჩვენს ფიქრზე, აზრზე და გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად. არ დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც ინტერნეტში ნახავთ. არ მისცეთ ვინმეს უფლება, თქვენს შესაძლებლობებზე უფრო ნაკლები წარმოდგენა შეგიქმნათ, ვიდრე სინამდვილეში გაქვთ. იფიქრეთ მეტი და გამოხატეთ ნაკლები ემოცია. ეცადეთ, მეტი გაიგოთ საკუთარ თავზე და არა - სხვა ადამიანებზე.







10. ინტერნეტი ბრძნულად გამოიყენეთ

image

ინტერნეტში შეგიძლიათ ყველაფერი აკეთოთ, რაც მოგინდებათ. თუმცა, მეორე მხრივ, შეიძლება ტყუილის, მანიპულაციისა და ბულინგის მსხვერპლიც კი გახდეთ. არსებობს ასეთი ცნება -კიბერ-ბულინგი, რომლის წინაშეც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს.

დღეს ბავშვების 45% აღიარებს, რომ ინტერნეტ-ბულინგის მსხვერპლი გამხდარა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ინტერნეტი ბრძნულად გამოიყენოთ და კამათში არ შეხვიდეთ უცნობებთან.

გახსოვდეთ, ყველაფერი, რასაც საჯაროდ პოსტავთ, შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენ წინააღმდეგ - საკუთარი თავის შესახებ მცირე ინფორმაციაც კი.



ფრთხილად იყავით!





0
218
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0