x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ამერიკელები მზეზე გასაფრენად ემზადებიან
image

ალბათ ბევრს გახსოვთ რამდენიმე წლის წინ ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჩრ.კორეელებმა ტელევიზიით საკუთარ მოსახლეობას აუწყეს ადამიანის მზეზე წარმატებით გაფრენის და უკან დაბრუნების შესახებ, რომელიც მსოფლიო პრესამ (მათ შორის ქართულმაც)აიტაცა. სინამდვილეში კი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს გამოდგა ირლანდიური გამოცემის Waterford Whispers News-ის მიერ გაკეთებული კარგი სატირული ხუმრობა...ამჟამად კი რეალურად მზეზე გაფრენაზე გვექნება საუბარი.


NASA-მ დაადასტურა, რომ 2018 წლის აგვისტოში შედგება კოსმოსური აპარატის

Parker Solar Probe-ს გაშვება მზეზე, აპარატი აღჭურვილია დამცავი ეკრანით, რომელიც აპარატს საშუალებას მისცემს მაქსიმალურად მიუახლოვდეს მზეს.


image

კოსმოსური აპარატის მზეზე გაშვება ჯერ კიდევ 2005 წლიდან იგეგმებოდა, მაშინ პროექტის სახელი იყო Solar Probe Plus, ხოლო შარშან მისიამ მიიღო საბოლოო სახელწოდება- Parker Solar Probe, ცნობილი ამერიკელი ასტროფიზიკოსის იუჯინ პარკერის(Eugene Parker) საპატივცემლოდ. სხვათა შორის, პარკერი დღესაც ცოცხალია(90 წლისაა) და დღესაც განაგრძობს მზის კვლევას, რომელიც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო.


Parker Solar Probe შეიმუშავეს და დაამზადეს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიაში(Johns Hopkins University Applied Physics Laboratory in Laurel, Maryland) "იცხოვრე ვარსკვლავთან ერთად"( Living With a Star)პროგრამის ფარგლებში.

image

თავიდან სტარტი დანიშნული იყო 2015 წელს, თუმცა სამი წლით გადაიდო. მეცნიერებმა ისე გამოთვალეს, რომ ზონდი იმ დროს აღმოჩნდეს მზის სიახლოვეს, როდესაც ის მაქსიმალურად აქტიურია.


ზონდმა იქ 2025 წლისთვის უნდა ჩაიფრინოს, მიზნის მიღწევაში Parker Solar Probe-ს დაეხმარება ვენერას გრავიტაცია, რომელსაც 7-ჯერ ჩაუფრენს, რა დროსაც ხან მიუახლოვდება მზეს, ხან კი დაშორდება. მანევრირების დროს ზონდი საათში 700 000 კილომეტრ სიჩქარეს განავითარებს, რაც ყველაზე მაღალი იქნება კაცობრიობის ისტორიაში.


შეგახენებთ, კოსმოსური რაკეტის ყველაზე მაღალი სიჩქარე 1972 წლის 2 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ამერიკულმა რაკეტა-მატარებელმა Atlas-SLV-3-მა საათში 51 682 კილომეტრი განავითარა, ხოლო რაც შეეხება კოსმოსურ ზონდს, რეკორდი ეკუთვნის 1976 წლის 15 იანვარს გაშვებული გერმანულ-ამერიკულ Helios-B-ს- 240 000 კმ/სთ-ში.



1
158
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
158
  
2018, 9 ივლისი, 12:56
...და რომელი მხრიდან მიფრინავენ,დასავლეთიდან თუ სამხრეთიდან? დღისით თუ ღამით?
0 1 1