x
მეტი
  • 20.09.2018
  • სტატია:80755
  • ვიდეო:333077
  • სურათი:438159
ბანანი, როგორც დამანგრეველი ტროპიკული დაავადებების შემცველი ხილი

imageბანანებს ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით პოტენციური გადაშენების საფრთხე ემუქრებათ და მკვლევარებმა გაფრთხილება მისცეს მსოფლიოს ამ სასიკვდილო, დამანგრეველი დაავადების მასშტაბურობის შესახებ. ცნობილია, რომ პანამური დაავადება ანუ ფუსარიუმის ოქსიშორიუმი ( or Fusarium oxysporum f.sp. cubense), იგივე წყალბადის ინფექცია უკვე მასიურად მოედო აზიის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ავსტრალიისა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს. ზოგადად კი, პანამური დაავადება ნიშნავს სოკოვან დაავადებას, რომელიც ბანანის ხეების ფესვებში ბუდობს და აფერხებს მის გაზრდას.imageპანამური დაავადება 1950–იან წლებში ჩამოყალიბდა პანამაში და მოედო მეზობელ ცენტრალურ ამერიკის ქვეყნებს - კოსტა რიკას, ნიკარაგუას, ჰონდურასს და გვაპემალას.

მკვლევრების აზრით, თუ ინფექცია სამხრეთ ამერიკისკენ დაიძრა, ბანანის ყველაზე გავრცელებული სახეობები მთელ მსოფლიოში ე.წ. "Cavendish bananas" შესაძლოა გადაშენების პირას აღმოჩნდეს. ამ სახეობის ბანანები გენეტიკურად იდენტურია ერთმანეთის, რომელსაც მსოფლიო ბაზარი მოიხმარს.imageimageimageბრიტანეთში ყოველწლიურად 5 მილიარდზე მეტი ბანანი იყიდება და ბანანის კულტურების გადარჩენისთვის უიშვიათესია მადაგასკარის ბანანის ხეები, რომლებიც უნაყოფოა. მცენარეთა დაცვის ბიოლოგი ექსპერტები ჩქარობენ, რათა შექმნან ჰიბრიდული ორი სახეობის ბანანი და რამდენადაც მადაგასკარში ხუთი სახეობის ბანანის უნაყოფო ხე იზრდება, მოხდება მისი გადანერგვა. იქ არსებული კლიმატი გვალვის და დაავადების თანდაყოლილ ტოლერანტობას წარმოშობს, მას აქვს გენეტიკური თვისებები დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამჟამად სოკოთი გამოწვეული დაავადების გასაქრობად ამერიკის შეერთებულ შტატებს გაეგზავნა ეს ჯიშები გასასუფთავებლად.

ბიოლოგები მსოფლიოს მასშტაბით ჩქარობენ ჰიბრიდის გამოყვანას კავენდის ბანანსა და მადაგასკარის ბანანს შორის, რაც მათი აზრით სუპერ ბანანის შექმნის იდეას ემსახურება. ამ ორი ტიპის ბანანის კომბინაცია წარმოშობს ჰიბრიდულ ბანანს, რომელიც იქნება საკვებად ვარგისი და გამძლე.

ცნობისათვის, უამრავი სახეობის ბანანი არსებობს, რომელიც ჩვენთვის უცნობია _ წითელი... ვარდისფერი... ცისფერი და ზოლიანიც კი. ძნელი წარმოსადგენია, რომ სადღაც ასეთი საოცრება ხარობს.imageimageimage



0
222
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0