x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ბოლო ინფორმაცია გამოქვაბულიდან, სადაც ბავშვები იმყოფებიან
დღეს მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია 12 პატარა ტაილანდელი ფეხბურთელისა და მათი მწვრთნელისკენ. ისინი 23 ივნისს ექსკურსიაზე ყოფნისას შევიდნენ გამოქვაბულში და ამინდის გაუარესების გამო უკან ვეღარ შეძლეს გამოსვლა. ისინი 9 დღის შემ­დეგ ბრი­ტა­ნელ­მა მყვინ­თა­ვებ­მა იპო­ვეს, გადაქანცულები და დამშეულები. თუმ­ცა იმის გამო, რომ გვი­რა­ბი მთლი­ა­ნად წყლი­თა და ტა­ლა­ხით არის სავ­სე, ბი­ჭე­ბის გა­მოყ­ვა­ნა ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა.

როგორც ვიცით, გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების დასახმარებლად შესული მყვინთავი, სა­მან კუ­მა­ნი დაიღუპა. ის ბი­ჭე­ბის­თვის საკ­ვე­ბი­სა და ჟანგბა­დის ბა­ლო­ნე­ბის გა­და­სა­ცე­მად შევიდა და გა­მოს­ვლი­სას ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბის გამო და­ი­ღუ­პა.

ბავშვების ასაკია 11-16 წლ. მათი მწვრთნელი 25 წლისაა.

ბი­ჭე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად ოპე­რა­ცი­ა­ში გარ­და ტა­ი­ლან­დე­ლი მყვინ­თა­ვე­ბი­სა, ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბიც. ელონ მას­კმა, Tesla-სა და SpaceX-ის ხელ­მძღვა­ნე­ლმა, გა­მოც­დილი ინ­ჟინ­რების გუნდი გაგზავნა.


მძიმე სიტუაციაა, ჟანგბადის დონე სულ უფრო და უფრო კლებულობს. ექსპერტები ბჭობენ, როგორ გადაარჩინონ ბავშვები. ერთი ვარიანტია, დაელოდნენ ამინდის გაუმჯობესებას, თუმცა მეტეოროლოგიის მონაცემებით ამინდის გაუმჯობესებას არ ელიან. ამიტომაც ფიქრობენ, ზემოდან ხვრელი გააკეთონ ბავშვების ამოსაყვანად. ამ გამოქვაბულს ზემოდან ტყიანი მთა აკრავს, საიდანაც მოხდება გაბურღვა, ხვრელის გაკეთება და ბავშვების ამოყვანა.

იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება.


ბავშვები და მაშველებისადაც ბავშვები იმყოფებიან

www.express.co.uk/news/world/984409/Thailand-cave-rescue-update-LIVE-soccer-team-boys-rescue-latest-news-Thai#t=26s

1
318
შეფასება არ არის
ავტორი:ანნა კოლენი
ანნა კოლენი
318
  
2018, 7 ივლისი, 10:27
ვერ ავტრვირთე ვიდეო სამწუხაროდ, რამდენჯერაც ჩავსვი დაიწერა ინტრემედიის ლინკ მიუთითეო და ეს როგორ
www.express.co.uk/news/world/984409/Thailand-cave-rescue-update-LIVE-soccer-team-boys-rescue-latest-news-Thai#t=26s
0 1 1