სხვა ბოლო ინფორმაცია გამოქვაბულიდან, სადაც ბავშვები იმყოფებიან 2018, 7 ივლისი, 10:19 დღეს მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია 12 პატარა ტაილანდელი ფეხბურთელისა და მათი მწვრთნელისკენ. ისინი 23 ივნისს ექსკურსიაზე ყოფნისას შევიდნენ გამოქვაბულში და ამინდის გაუარესების გამო უკან ვეღარ შეძლეს გამოსვლა. ისინი 9 დღის შემდეგ ბრიტანელმა მყვინთავებმა იპოვეს, გადაქანცულები და დამშეულები. თუმცა იმის გამო, რომ გვირაბი მთლიანად წყლითა და ტალახით არის სავსე, ბიჭების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
როგორც ვიცით, გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების დასახმარებლად შესული მყვინთავი, სამან კუმანი დაიღუპა. ის ბიჭებისთვის საკვებისა და ჟანგბადის ბალონების გადასაცემად შევიდა და გამოსვლისას ჰაერის უკმარისობის გამო დაიღუპა.
ბავშვების ასაკია 11-16 წლ. მათი მწვრთნელი 25 წლისაა.
ბიჭების გადასარჩენად ოპერაციაში გარდა ტაილანდელი მყვინთავებისა, ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტებიც. ელონ მასკმა, Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელმა, გამოცდილი ინჟინრების გუნდი გაგზავნა.
მძიმე სიტუაციაა, ჟანგბადის დონე სულ უფრო და უფრო კლებულობს. ექსპერტები ბჭობენ, როგორ გადაარჩინონ ბავშვები. ერთი ვარიანტია, დაელოდნენ ამინდის გაუმჯობესებას, თუმცა მეტეოროლოგიის მონაცემებით ამინდის გაუმჯობესებას არ ელიან. ამიტომაც ფიქრობენ, ზემოდან ხვრელი გააკეთონ ბავშვების ამოსაყვანად. ამ გამოქვაბულს ზემოდან ტყიანი მთა აკრავს, საიდანაც მოხდება გაბურღვა, ხვრელის გაკეთება და ბავშვების ამოყვანა. იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება. www.express.co.uk/news/world/984409/Thailand-cave-rescue-update-LIVE-soccer-team-boys-rescue-latest-news-Thai#t=26s 318 შეფასება არ არის |
www.express.co.uk/news/world/984409/Thailand-cave-rescue-update-LIVE-soccer-team-boys-rescue-latest-news-Thai#t=26s