x
image
_K_
ჰარამხანის მიღმა: როგორია გათხოვილი არაბი ქალების ცხოვრება
image


პოლიგამია და ჰარამხანები, განათლებისა და ლეგალური უფლებების ნაკლებობა, მოელვარე ბრილიანტები და ჰიჯაბი - უცხოელების თვალში არაბ ცოლებზე იმდენი სტერეოტიპი არსებობს, რომ სიმართლის მითისგან გარჩევა რთულია.


Bright Side-მა გადაწყვიტა, გაერკვია სიმართლე და დაედგინა, როგორია ლამაზი და იდუმალი აღმოსავლელი ქალების ცხოვრება სინამდვილეში.







გარიგებით ქორწინება

image


არაბულ ქვეყნებში ქორწინებების ნახევარი ისევ გარიგებით ხდება, რაც მშობლების სურვილზეა დამოკიდებული. ხალხის უმრავლესობა ფიქრობს, რომ იქ გოგოს აზრი არავის აინტერესებს. სინამდვილეში, თუ პატარძალს მომავალი სიძე არ მოსწონს, შეუძლია შემოთავაზება უარყოს.


✹ დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, არაბულ ქვეყნებში საქორწინო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა სავალდებულოა.


არაბი ქალები იშვიათად მიჰყვებიან ცოლად სხვა რელიგიის კაცს, რადგან ასეთი ქორწინებისთვის შესაძლოა ისინი ქვეყნიდან გამოაძევონ. ამ საკითხში კაცებს მეტი პრივილეგია აქვთ და შეუძლიათ ქრისტიანი ან ებრაელი ქალები შეირთონ ცოლად. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, გოგოს არ ექნება მოქალაქეობა და განქორწინების შემთხვევაში შვილები მამასთან დარჩებიან.


✹ არაბული ქვეყნების უმეტესობაში ქორწინების მინიმალურ ასაკად 18 წელია დაწესებული. მაგალითად, ტუნისის მოქალაქეებს კანონით აქვთ 18 წლიდან ქორწინების უფლება, მაგრამ ამ ქვეყანაში პატარძლების საშუალო ასაკი 25, ხოლო სიძეების - 30 წელია.

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგ განვითარებად ქვეყანაში ადრეული ქორწინება ისევ პოპულარულია. მაგალითად, საუდის არაბეთში და იემენში გოგონების უმეტესობა 18 წლამდე ქორწინდება.








ქორწინების ცერემონია

image

ტრადიციები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება, თუმცა, როგორც წესი, არაბი პატარძალი და სიძე ქორწილს ცალ-ცალკე აღნიშნავენ.


"მამაკაციური ქორწილი" პატარძლის ქორწილის დღეს არ უნდა დაემთხვეს. როგორც წესი, ცერემონია ძალიან მარტივია: ჩაი, ყავა, სადილი... ეს ყველაფერი 4 საათზე მეტხანს არ გრძელდება. პატარძლის ქორწილი კი უფრო ფართო წრეში აღინიშნება.


"ქალური ქორწილი" ბრილიანტების, მოდური ფეხსაცმელების და საღამოს ტანსაცმლის გამოჩენის შესაძლებლობას აძლევს პატარძალს, რადგან, როგორც წესი, მთელი ეს სილამაზე ჰიჯაბშია ხოლმე დამალული. ამიტომაც "ქალურ ქორწილზე" დასწრების ნება მხოლოდ ქალებს ეძლევათ. აქ მამაკაცების ყოფნა მკაცრად აკრძალულია. მომსახურე პერსონალი, მომღერლები, ფოტოგრაფები და დიჯეიც მხოლოდ ქალები არიან. თუ ცერემონიაზე ცნობილი მომღერალია მიწვეული, ის ვერც პატარძალსა და ვერც სტუმრებს ნახავს, ფარდის ან ეკრანის მიღმა უნდა შეასრულოს თავისი გამოსვლა.


საქმროს მოსვლა ქალებს წინასწარ ეცნობებათ, რათა სახის დამალვა მოასწრონ. თუ სიძე მამასთან ან ძმასთან ერთად მოდის, პატარძალმაც უნდა დაიფაროს სახე თეთრი თავშლით, რადგან საქმროს ნათესავებსაც არ აქვთ მისი სილამაზის ხილვის უფლება.


არაბულ კულტურაში ალკოჰოლის ჩუქება აკრძალულია, მათ შორის ღვინის და შამპანურის. ჩვეულებრივ, ხალხი წყვილს ხელნაკეთ ნივთებს ჩუქნის, რაც მათ ახალ სახლში გამოადგებათ. გარდა ამისა, კაცებისთვის ოქროს სამკაულისა და აბრეშუმის ჩუქებაც აკრძალულია.








პოლიგამია (მრავალცოლიანობა)

image

ქორწინებების უმეტესობა მონოგამიურია. ყველა არაბ კაცს არ შეუძლია რამდენიმე ცოლის ყოლა. ისლამი მათ 4 ცოლის ყოლის ნებას რთავს, თუმცა, ყოველი მათგანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახლით, თანაბარი საჩუქრებით, სამკაულებითა და ყურადღებით. რამდენიმე ცოლის ყოლა შეიხებისა და ძალიან მდიდარი კაცების პრივილეგიაა.


პირველი ქორწინება ყველაზე მნიშვნელოვანია. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ცოლი ჰყავს კაცს, პირველი ყველაზე "დიდებულად" რჩება და პირველი ცოლი ყოველთვის უპირატესობებით სარგებლობს.


თუ კაცი სხვა ცოლის მოყვანას გადაწყვეტს, ამაზე დანარჩენი ცოლებიც უნდა დათანხმდნენ, უნდა მიჰყვნენ კაცის სურვილს და არ გამოხატონ ემოციები. როგორც წესი, ცოლები სხვადასხვა სახლებში ცხოვრობენ და ერთმანეთს ხშირად არ ხვდებიან.







განქორწინება

image

ტრადიციის მიხედვით, კაცმა, რომელსაც ცოლთან განქორწინება უნდა, ფრაზა "მე შენთან განქორწინება მინდა" უნდა გაიმეოროს 3-ჯერ. ამის შემდეგ ცოლი მაინც უნდა დარჩეს მეუღლის სახლში გარკვეული პერიოდით, იმაში დასარწმუნებლად, რომ ორსულად არ არის. ამ ლოდინის პერიოდის განმავლობაში მამაკაცს შეუძლია, ცოლი ისევ მიიღოს, უბრალოდ, 3-ჯერ უნდა თქვას ფრაზა "გიბრუნებ". მამაკაცს უფლება აქვს, ეს პროცედურა 3-ჯერ გაიმეოროს. 3 განშორების შემდეგ კი ყოფილ ცოლს ვეღარ დაიბრუნებს.


ქალსაც შეუძლია განქორწინების მოთხოვნა, თუ ქმარი მას საკმარისად ვერ უზრუნველჰყოფს. ასეთ საქმეებს სასამართლოში ფრთხილად განიხილავენ და, როგორც წესი, აკმაყოფილებენ. არაბულ სამყაროში მამაკაცი სიყვარულს ყვავილებით კი არა, ოქროთი და სამკაულებით გამოხატავს. მაგალითად, კაცს ევალება მეუღლესთან ერთად რესტორანში სიარული და მისთვის ძვირფასი ტანსაცმლისა და სამკაულების ჩუქება. ხოლო თუ რამდენიმე ცოლი ჰყავს, ყველას თანაბარი ყურადღება უნდა მიაქციოს და თანაბარი რაოდენობის საჩუქრები აჩუქოს.


ზოგ შემთხვევაში ქალს არ უკმაყოფილებენ განქორწინების მოთხოვნას, რადგან სასამართლო მიკერძოებულ გადაწყვეტილებას იღებს კაცის სასარგებლოდ.







ქალთა უფლებები

image

სტერეოტიპების საწინააღმდეგოდ უნდა ვთქვათ, რომ არაბულ ქვეყნებში ქალს დიდ პატივს სცემენ. ის არ უნდა გრძნობდეს რამის დანაკლისს და საჭიროებას.


არაბი ქალები იმ პირველ ქალთა შორის იყვნენ, რომლებმაც საკუთარი ნებით გათხოვების, განქორწინებისა და საკუთრების ფლობის უფლება მიიღეს. ეს მე-7 საუკუნეში მოხდა, როცა სხვა ქვეყნის ქალებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ამის უფლება. ისლამური კანონის მიხედვით, ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის მხოლოდ მაშინაა აღიარებული, თუ ორივე მხარე თანახმაა.

ამავე პერიოდში წარმოიშვა ქონების ფლობის უფლებაც ქალებისთვის.


კვირაში ერთხელ ყველა სანაპირო, აკვა-პარკი და სილამაზის სალონი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მხოლოდ ქალებისთვის იხსნება. კაცებს ამ ადგილებში შესვლის უფლება, უბრალოდ, არ აქვთ.


თუმცა, მუსლიმი კაცის ცოლი ყველაფერს ქმრის ნებართვითა და თანხმობით აკეთებს. თუ მას სახლიდან გასვლა სურს, პირველ რიგში მეუღლეს უნდა ჰკითხოს.







ტანსაცმელი

image

ქალებმა სხეული თავისუფალი, ფართო ტანსაცმლით უნდა დაფარონ, მის ქვეშ კი შეუძლიათ ნებისმიერი რამ ჩაიცვან: ქვედაკაბა, ჯინსი ან შორტები. თუმცა, გარეთ გასვლისას სახისა და მთელი ტანის დაფარვა აუცილებელია, რადგანაც ქალის სილამაზის ნახვის უფლება მხოლოდ მის მეუღლეს აქვს. გამონაკლისებია "ქალური ქორწილი" და წვეულებები, სადაც კაცები არ არიან. აქ ქალებს შეუძლიათ, გამოაჩინონ თავიანთი მოდური სამოსი.

მართალია, ამ ჩვეულებას ყველგან აღარ ითვალისწინებენ, მაგრამ როგორც წესი, მუსლიმანი ქალები ვალდებულები არიან, თავი თავშლით დაიფარონ.


კუვეიტი ერთადერთი არაბული ქვეყანაა, სადაც ქალები გარეთ ევროპული ტანსაცმლით დადიან. თუმცა, აუცილებელია, ტანსაცმელი გამომწვევი არ იყოს.


კუვეიტისგან განსხვავებით, იემენში და სუდანში ისევ ძველი ტრადიციები მეფობს და ქალები ვალდებულები არიან, ატარონ გრძელი, შავი მოსაცმელები, რომლებიც მათ თავიდან ფეხის თითებამდე ფარავს.







განათლება და სამსახური

image

თუ ქალს განათლების მიღება სურს, ეს აკრძალული არ არის. ბევრი გოგო უცხოეთშიც მიდის სასწავლებლად. მაგალითად იორდანიაში გოგონების მხოლოდ 14%-ია გაუნათლებელი. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კი გოგონების 77% დადის კოლეჯში.


სახლის საქმეები მაინც ქალის მხრებზეა. თუმცა, მდიდარ ქვეყნებში ამ საქმეს მოახლეები ასრულებენ და ცოლის მთავარი მოვალეობა ბავშვების გაჩენა და მათი აღზრდაა.


არაბულ ქვეყნებში ქალისთვის კარიერაც არსებობს. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მთავრობის 2%-ს ქალები შეადგენენ, ადმინისტრაციული პოზიციების 20% ქალებს უჭირავთ, ქვეყნის შრომითი ძალების 35%-ს ქალები წარმოადგენენ. აბუ დაბის საფონდო ბაზარზე ინვესტორების 43% ქალია. ასევე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქალებს შეუძლიათ დაიკავონ მოსამართლის პოზიცია და იმუშაონ სამთავრობო უწყებებში, როგორიცაა პოლიცია. ტუნისში პარლამენტარების 26%-ს ქალები შეადგენენ.


ერთადერთი დაბრკოლება, რაც განათლებისა და მუშაობის მსურველ ქალს შეიძლება შეექმნას, ისაა, რომ მას აუცილებლად სჭირდება მეუღლის ან მეურვის თანხმობა.







ასევე დაგაინტერესებთ:


რა აცვიათ სინამდვილეში ქალებს სხვადასხვა ქვეყანაში

image



2
4598
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
4598
  
2023, 19 აგვისტო, 11:25
Paper Help from Expert writers at lowest price and Guaranteed onetime delivery. Our PHD writers have over 25+ Years of experience and can provide you with best and Genuine work at Lowest price.
წწწ ტოტალასსიგნ ცომ
2023, 19 აგვისტო, 11:25
Paper Help from Expert writers at lowest price and Guaranteed onetime delivery from <ahref="https://www.totalassignment.com/paper-writing-services">Paper Help</a>. Our PHD writers have over 25+ Years of experience and can provide you with best and Genuine work at Lowest price.
0 1 2