x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მაიერს-ბრიგსი – ტესტი,რომელიც საუკეთესო მეგობარზე უკეთ დაგახასიათებთ
image

საკუთარი თავის პოვნა და შეცნობა ადამიანის უპირველესი ამოცანაა. გთავაზობთ საინტერესო ტესტს, რომელიც თქვენი პიროვნების ტიპის განსაზღვრაში დაგეხმარებათ.

მაიერს-ბრიგსის ტესტი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და მას ის ქალები გადიოდნენ, რომელთაც ომში წასული მამაკაცები უნდა ჩაენაცვლებინათ სხვადასხვა სამსახურებში.

დღეს ბევრი დასავლური კომპანია იყენებს ამ ტესტს სხვადასხვა ვაკანსიებზე, რომ განსაზღვრონ, თუ რამდენად შეეფერებიან პრეტენდენტები მოვალეობებს.


თქვენ მხოლოდ 4 შეკითხვას უნდა გასცეთ პასუხი და ბოლოს ასოთშეთანხმება უნდა ჩაინიშნოთ.


1. ძალიან დაიღალეთ. სამუშაო კვირა ძალიან დაძაბული იყო და ბოლოს, როგორც იქნა, უქმეები გაქვთ. როგორ გაატარებთ თავისუფალ დროს?

E: მეგობრებს დავურეკავ, გავიგებ, რა გეგმები აქვთ. ყველა ერთად წავალთ ფილმზე, ბოულინგის სათამაშოდ ან რესტორანში.

I: დავრჩები დასასვენებლად სახლში და ტელეფონს გამოვრთავ. ჩავწვები აბაზანაში, სერიალს ვუყურებ და დავიძინებ.

image2.ამ ორი აღწერილობიდან რომელი უფრო შეეფერება თქვენს დახასიათებას?

S: ყოველთვის ვაანალიზებ მოვლენებს და ყურადღებას არ ვაქცევ საქმის რეალურ მდგომარეობას, არამედ განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენ დეტალებისადმი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიცხოვრო აქ და ახლა, და არა ოცნებებში.

N: მიყვარს ოცნება და სხვადასხვა მოვლენების სცენარების შეთხზვა. ყველაფერს ფილოსოფიურად ვუდგები, ჩემი მთავარი მრჩეველი კი ინტუიციაა და არა რაღაც ანალიტიკა.

image

3. თქვენი დამსაქმებლის კონკურენტი თქვენს გადაბირებას ცდილობს თავის კომპანიაში. იქ ხელფასი უფრო მაღალია, მაგრამ ახლანდელ სამსახურში უფრო მეგობრული კოლექტივია და განყოფილების უფროსმაც მიგანიშნათ, რომ პენსიაზე გასვლის წინ თქვენ გაგიწევთ რეკომენდაციას უფროსობასთან. როგორი იქნება თქვენი გადაწყვეტილება?

T: შევისწავლი ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას კონკურენტი ფირმის შესახებ. რჩევას ვკითხავ ახლობლებს. ჩამოვწერ ახალი ვაკანსიის ყველა ნაკლს და უპირატესობას და საერთოდ, ამ საკითხს სერიოზულად მივუდგები.

F: დავთანხმდები თუ არა შემოთავაზებას, ეს მხოლოდ შინაგან შეგრძნებაზე იქნება დამოკიდებული. თუ გადაწყვეტილების მიღების ბოლო დღეს გავიღვიძებ და გადავწყვეტ, რომ წასვლა ჯობია, ასეც მოვიქცევი.



image

4. საუკეთესო მეგობრის ქორწილში მეჯვარე ხართ და გარკვეული საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაშიც ეხმარებით. ქორწილამდე 2 კვირაა დარჩენილი. როგორ მიდის მზადების საქმე?

J: უკვე დავიქირავე ორკესტრი, მოვიფიქრე გამოცდა საქმროსთვის და წყვილის ცხოვრების საუკეთესო მომენტების ვიდეოპრეზენტაცია მოვამზადე. ჩავეწერე სალონში და სამოსიც უკვე შერჩეული მაქვს.

P: ვერ ვიტან დადგმულ წარმოდგენებს. მირჩევნია, ყველაფერი სპონტანურად გავაკეთო. ვიმხიარულებ და სადღეგრძელოების დროს სასასცილო ხუმრობებს ვიტყვი.

image

ახლა კი, ქაღალდზე მიყოლებით დაწერეთ პასუხების შესაბამისი ლათინური ასოები და შემდეგ მათი კომბინაციის შესაბამისი დახასიათება მოძებნეთ:

ESTJ -რეალისტი, უფროსი

ძალიან შრომისმოყვარე, სოციალურად ადაპტირებული ტიპი. ყოველთვის გრძნობს აუცილებლობას, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. გეგმავს მოქმედებას და პრაქტიკულად უდგება მის გარშემო ყველაფერს. მიდრეკილია, გამოავლინოს სიყვარული და ზრუნვა ახლობლებისადმი. უყვარს ხმაურიანი გართობა და კამპანიები. კეთილია, მაგრამ ხისტიც, შეუძლია ფეთქებადიც იყოს.

ყველაფერში წესრიგი უყვარს. უყვარს დაგეგმვა და ორგანიზება, მაგრამ ყველაზე მეტად უყვარს, როცა გარშემომყოფთ საკუთარ შეხედულებებს და სიმართლეს უმტკიცებს.


image

ENTJ-მეწარმე

შეუძლია მკაფიოდ წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და უნარები. შთაგონება ადვილად მოსდის და ახალ საქმეებს იწყებს, იტაცებს სპორტის დინამიური სახეობები, რომლებიც ექსტრემალურ შეგრძნებებს იწვევენ. ადვილად უღებს ალღოს ახალ ტენდენციებს, ინტუიციას ეყრდნობა და რისკზე ისე მიდის.

აქვს ლიდერის თვისებები და უყვარს გაკონტროლება. ყოველთვის გახსნილია შესაძლებლობებისა და აზრების მიმართ, რომელთაც მოწესრიგებული და დროული ქმედებისკენ მიჰყავთ.

image

ESFJ-მცველი

ეს ადამიანები კეთილები, მზრუნველები, აკურატულები, წესრიგის მოყვარულნი და კარგი შემსრულებლები არიან. ისინი ძალას და ენერგიას იღებენ ყველაფრისგან, რასაც ხედავენ, ესმით და გრძნობენ. კარგად ეწყობიან ადამიანებს, ნაცნობობა და კომპანიონობა კარგად გამოსდით. ხშირად საკუთარ ინტერესებს სხვა ადამიანების გამო მსხვერპლად წირავენ.

შეუძლიათ საკუთარი თავის და სხვა ადამიანების ღრმა ანალიზი. ძალიან გულისხმიერები არიან და თანაგრძნობაც შეუძლიათ, მაგრამ არც საკუთარი თავი და ღირსებები ავიწყდებათ. ამ ადამიანებს შორის ხშირად ნახავთ ექიმებს, მეხანძრეებს, მაშველებს...


ESTP-დაუდეგარი

მ ადამიანებს ხელმძღვანელობა უყვართ და ვერ იტანენ დაქვემდებარებას.. უყვართ მოვლენის გაანალიზება და გეგმის შედგენა, რომელსაც შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებიან. ისწრაფიან, ნებისმიერ ფასად მიაღწიონ თავის მიზანს და ამ გზაზე არც ფიზიკური ძალის გამოყენებას ერიდებიან.

ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ მკაფიო, სწრაფი, პრაქტიკული და ობიექტური პასუხის გაცემა. ერთ ადგილას დიდხანს ვერ ჩერდებიან, ყოველთვის რაღაცას აკეთებენ და რისკზეც თამამად მიდიან.

გარშემომყოფები ხშირად ვერ იგებენ მათ ქმედებებს, მაგრამ მათ ყოველთვის აქვთ სამოქმედო გეგმა.

image

ENFJ-დამრიგებელი

ამ ადამიანების ყურადღება გარშემომყოფებისკენაა მიმართული და ყოველთვის კარგად იციან, ვის რა უნდა. კარგად განვითარებული ინტუიცია აქვთ. ესენი ზეემოციური პიროვნებები არიან, რომლებიც მიდრეკილნი არიან თანაგრძნობისა და ემოცეიების ფართო სპექტრის გამოვლენისკენ. გამოირჩევიან მჭევრმეტყველებით და გამომსახველი მიმიკით. სიყვარულში ძალიან ეჭვიანები და ძალაუფლების მოყვარულნი არიან. კარგად ერკვევიან ადამიანებში.


image

ENTP-გამომგონებელი

ადამიანთა ამ ტიპს ინტერესების ფართო სპექტრი აქვს. ყოველთვის რაღაცას სწავლობენ და იდეების გენერატორებად გვევლინებიან. არ უყვართ რუტინა და ერთფეროვნება. სამსახურში ადვილად ახდენენ სიახლეებთან ადაპტაციას. ძალიან კარგი ლოგიკური აზროვნება და ფანტაზია აქვთ, ამიტომ ხშირად გვევლინებიან ნოვატორების როლშიც.

ადვილად გადმოსცემენ თავის აზრებს და ხელმძღვანელის პოსტიც შეუძლიათ დაიკავონ. თუმცა, ხშირად იცვლიან არა მარტო სამსახურს, არამედ მოღვაწეობის სფეროს.

image

ESFP-მოღვაწე

კარგად ერკვევიან ადამიანებში და მათით მანიპულირებაც კარგად გამოსდით. ურჩევნიათ, თავისზე შედარებით სუსტებს უხელმძღვანელონ. ურთიერთობებში უყვართ დისტანციის დაცვა და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ცდილობენ სხვა ადამიანების თვალში უნაკლოდ წარმოჩენას, მაგრამ ასე ხშირად არ ხდება.

ძირითადად დღევანდელი დღით ცხოვრობენ. ძალიან მოუთმენლები არიან, ამიტომ დაწყებული საქმე უფრო მეტი აქვთ, ვიდრე დამთავრებული. ამასთან, ყველაფერში ჰარმონიისადმი სწრაფვა ახასიათებთ.

image

ENFP-გამარჯვებული

უყვართ შემოქმედებითი სამუშაო, ვერ იტანენ ერთფეროვნებას და რუტინას. კონტაქტურები, ძალიან ენერგიულები და ცნობისმოყვარენი არიან და იგივე სფეროში მოღვაწე ადამიანებისადმი რჩევებსაც არ იშურებენ. ინტუიცია, მგრძნობიარე ბუნება და აღქმის უნარი მათ ეფექტური თანამშრომლობის უნარს, სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის და წინააღმდეგობების დაძლევის უნარებს ანიჭებენ.

ძალიან ჰარმონიული ტიპია, მაღალი ინტელექტით. მათ ბალანსის დაცვა გარემოებების მუდმივად ცვლის პირობებშიც შეუძლიათ.

image

INFP-რომანტიკოსი

ლირიკოსი და მეოცნებე, რომელიც პირველ ადგილზე შინაგან ჰარმონიას და საკუთარ თავთან თანხმობას აყენებს. ეს ტიპი გარეგნობასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. არ შეუძლია ეკონომიის გაკეთება, სამუშაოს დროს კი ხანგრძლივად ისვენებს. ისწრაფის თვითშემეცნებისკენ, უყვარს ახალი ჰორიზონტების აღმოჩენა მსოფლიოსა და საკუთარ თავშიც. ძალიან კარგად გრძნობს სხვა ადამიანებს და კარგი ინტუიცია აქვს.

image

ISFP-კომპოზიტორი

შეუძლიათ უბრალო ცხოვრებით დატკბნენ. მშვიდად გადააქვთ ერთფეროვნება და რუტინა. ადვილად ეწყობიან ხალხს, პატივს სცემენ მათ პირად სივრცეს და მათგანაც ასეთსავე მოპყრობას მოელიან. ეს ადამიანები უკონფლიქტოები არიან და ბევრს ხუმრობენ. უყვართ, როცა სხვა ადამიანის თვალში საჭირონი და მნიშვნელოვანნი ჩანან.

ძალიან ერთგული და საიმედო ადამიანები არიან. ამ სამყაროს და ადამიანებს ისეთებად აღიქვამენ, როგორიც სინამდვილეშია და რაიმეს გადაკეთებისა და შეცვლისკენ არ ისწრაფიან. თავშეკავებული და პრაქტიკული ხალხია.

image

INTP-კრიტიკოსი

ეს ტიპი ერუდიტია, ფილოსოფიური გონებით. გადაწყვეტილების მიღებისას ძალიან სერიოზულია და ბევრ რამეს აანალიზებს, ამიტომ მუდმივად დაძაბულია. არ უყვარს ემოციების ღიად გამოხატვა. აფასებს სიმყუდროვეს და კომფორტს.

საკმაოდ რთულად ახდენს ცვლილებებთან ადაპტაციას. ნოვატორი არაა, ტრადიციებს, კანონს და მორალურ წესებს აფასებს, ამიტომ სიბერეში ხშირად აკრიტიკებს სხვებს.

image

INFJ -კონსულტანტი

ძალიან ფაქიზად აღიქვამს ადამიანებს და მათ შორის ურთიერთობებს. ადვილად განსაზღვრავს სხვათა განწყობას და ფარულ ტალანტს. მას ხშირად მიმართავენ რჩევისთვის. თავადაც ადვილად მოწყვლადია და მძიმედ გადააქვს აგრესია და უსიყვარულობა. ფლობს ძლიერ ინტუიციას. გატაცებულია თვითგანათლებით. ამ ტიპის ადამიანებს ხშირად აქვთ მოწოდება, რომ კაცობრიობას ემსახურონ და ეს ფრიად მოწესრიგებულად და ორგანიზებულად გააკეთონ.

image

INTJ-მუზა

არ უყვარს ხმაურიანი კომპანიები. ადამიანებთან ურთიერთობების დალაგება უჭირს, თუმცა მდიდარი შინაგანი სამყარო აქვს, რომელიც უსაზღვრო შესაძლებლობებს მალავს, რომლებიც ყველაფრის გაუმჯობესებისა და სრულყოფის სურვილში ხორციელდებიან. სიტყვები, გეგმები, პროექტები, იდეები, ადამიანები-მათ ამ ყველაფრის გაუმჯობესება სურთ. პერფექციონისტები და ესთეტები არიან. პრიორიტეტების განსაზღვრა შეუძლიათ.

image

ISFJ-მცველი

ადვილად შეუძლია ხელოვნური, ყალბი ურთიერთობების ამოცნობა. ადამიანებს თავისიანებად და უცხოებად ყოფს და ფსიქოლოგიურ დისტანციას ინარჩუნებს. მთელი ცხოვრება თავისი იდეების და შეხედულებების ერთგულია. შეუძლია საკუთარი თავის და ახლობლების დაცვა და ვერ იტანს სხვა ადამიანების მორალურ უპირატესობას.

ძალიან აკურატული, კეთილი, წესრიგის მოყვარულია და უფრო შესრულებისკენაა მიდრეკილი, ვიდრე ლიდერობისკენ.image

ISTP-ოსტატი

ტექნიკურად აზროვნების უნარით გამოირჩევა. უყვარს ხელით მუშაობა და ყოველთვის ეტევა ვადებში. სამყაროზე ამ ადამიანებს ძალიან კონკრეტული შეხედულება აქვთ, მაგრამ მათთვის დამახასიათებელი გულღიობის გათვალისწინებით, შესაძლოა მოულოდნელი საქციელიც ჩაიდინონ, რომელსაც წინასწარ ვერავინ განჭვრეტდა.image

ISTJ-ინსპექტორი

პედანტურობით გამოირჩევიან. რეალურად უყურებენ მოვლენებს. საქმეს მხოლოდ მაშინ კიდებენ ხელს, როცა იციან, რომ ბოლომდე მიიყვანენ. უპირატესობას საბოლოო შედეგზე ორიენტირებულ საქმიან კონტაქტებს ანიჭებენ. უყვართ წესრიგი და სიმკაცრე. თავით ეშვებიან სამუშაოში და ინფორმაციის გაანალიზებას სხვადასხვა კუთხიდან ახდენენ. არასდროს დაფრინავენ ღრუბლებში.

image

2
186
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
186
  
2019, 8 ივლისი, 17:13
16 პერსონალითიეს ქომ-ზე შედი ან გუგლში მოძებნე და წაიკითხე კოგნიტური ფუნქციები და თუნდაც ფსიქოტიპების დახასიეთებები
2019, 8 ივლისი, 17:11
აქ ბევრი შეცდომაა. ინტჯ სულაც არაა ესთეტი. არც ინტპ არის ტრადიციონალისტი და ცვლილებებისადმი ცუდად შემგუებელი, არც დიდად მორალურობით(კარგისა და ცუდის ჯლიერი გრძნობით) არ გამოირჩევა არც ერთი ინტპ რადგან მათ დაქვემდებარებული ექსტრავერტული გრძნობა აქვთ და საერთოდ კოგნიტური ფუნქციები თუ მაინც იცი?. მოდი ლოგიკურად მივყვეთ თუ ენტპ კარგად ერგება ცვლილებებს მაშინ ინტპ რანაირად არა?. მათ ერთიდაიგივე კოგნიტური ფუნქციები აქვთ უბრალოდ განლაგებაშია განსხვავება და საერთოდ ჯობია უფრო მეტი ისწავლო მაიერს ბრიგსზე. მარტო ინტპ-ს დახასიათებაში ყველაფერი არასწორია.
0 1 2