x
image
_K_
როგორ გავუმკლავდეთ უხერხულ სიტუაციებს - 13 ხერხი
უხერხული სიტუაციაში ნებისმიერ ჩვენგანი შეიძლება ჩავარდეს, ხანდახან კი ის იმაზე უარესი იქნება, ვიდრე წარმოგვედგინა!


წინასწარ არასდროს ვიცით, გზაზე გადასვლისას ფეხსაცმელს ქუსლი მოსძვრება თუ ლანჩი გადაგვესხმევა მაისურზე. თუმცა, არსებობს ხერხები, რომლის ცოდნის შემთხვევაშიც შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. სტატიაში სწორედ ასეთ ხერხებს შემოგთავაზებთ უხერხული სიტუაციებიდან თავის დასაღწევად.







1. მოტკეცილი ელასტიკები


თუ მოტკეცილი ელასტიკი თქვენს ფიგურას ცუდად აჩენს, ასეთი ხერხი შეგიძლიათ სცადოთ: აიღეთ ძველი კოლჰოტი, შორტად გადაჭერით და ჩაიცვით ელასტიკის ქვეშ. ასე თქვენი ფიგურა უფრო ვიწრო, გამხდარი და დახვეწილი გამოჩნდება.

image








2. ცხიმიანი თმა



თუ თმა ცხიმიანი გაქვთ და დაბანის დრო არ არის, ჩვეულებრივი ქაღალდი შეიძლება მოგევლინოთ მხსნელად. დაიდეთ ქაღალდი თმის ძირებზე და ეცადეთ, აიბურდოთ. ამის შემდეგ თმა შედარებით ლამაზად გექნებათ.

image








3. ელვაშესაკრავის პრობლემა


თუ ელვაშესაკრავი გაგეჭედათ, გამოიყენეთ ჩვეულებრივი ფანქარი. წაუსვით ის ელვაშესაკრავის ორივე მხარეს და შემდეგ ნაზად სცადეთ შეკვრა.

image








4. გულ-მკერდის გაოფლიანება


თუ ამჩნევთ, რომ სიცხის დროს გულ-მკერდის არე გიოფლიანდებათ, გამოიყენეთ ერთჯერადი ყოველდღიური საფენები იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ არასასურველი ლაქები ტანსაცმელზე. უბრალოდ, ჩიადეთ ისინი ბიუსჰალტერში და სისველეს მარტივად შეიწოვენ.

image








5. მელნის ლაქები


თუ მელანმა გამოჟონა და პერანგი დაგესვარათ, მაშინ ანტიბაქტერიული ხელის გელი გამოგადგებათ. მოათავსეთ ქსოვილი ან ქაღალდი დასვრილი ტანსაცმლის ქვეშ, დაასხით ცოტაოდენი გელი და ხელსახოცით კარგად შეზილეთ. შემდეგ კი ამორეცხეთ კონკრეტული ადგილი.

image








6. ჯანსაღი პირის ღრუ


თუ კბილების გახეხვა გჭირდებათ და ხელთ ჯაგრისი არ გაქვთ, შეგიძლიათ ყავის მარცვლები დაღეჭოთ. ის მოგაშორებთ არასასიამოვნო სუნს და ენასაც გაწმენდს ბაქტერიებისგან.

image








7. სველი ფეხსაცმელი


ფეხსაცმლის ამოშრობა კატის საჭმლით შეგიძლიათ. გაახვიეთ ის კოლჰოტში ან რამე შეფუთვაში, დატოვეთ ღამით ფეხსაცმელში და ის მთელ სინესტეს შეიწოვს. ფეხსაცმელში მოსალოდნელი სუნის თავიდან ასაცილებლად კი კარგი იქნება მასში ნატრიუმის ბიკარბონატის ჩასხმა.

image








8. ყვითელი კბილები


კბილების გასათეთრებლად წაისვით მასზე ბანანის ქერქის შიდა ნაწილი და მოიცადეთ 10-15 წუთი. შემდეგ მოიშორეთ კბილის ჯაგრისით და გამოივლეთ წყალი.


ბანანის ქერქის სხვა სასარგებლო თვისებები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

image








9. სრიალა ფეხსაცმელი


ფეხსაცმლის სრიალისგან თავის ასარიდებლად შეგიძლიათ ასეთი უხეში მუყაო გამოიყენოთ. უბრალოდ, უხახუნეთ ის ფეხსაცმლის ლანჩს.

კიდევ ერთი ხერხი წებოს წასმაა ფეხსაცმლის ძირზე. მისი გახმობის შემდეგ კი იატაკზე მოსრიალების შანსი თითქმის აღარ იქნება.

image








10. კარტოფილი ოფლის წინააღმდეგ


იღლიაში ოფლის შესამცირებლად კარტოფილის გამოყენება შეგიძლიათ. დაჭერით კარტოფილი და დაიდეთ იღლიებზე. მოიცადეთ ცოტა ხანს და შემდეგ კანი წყლით ჩამოიბანეთ.

image









11. კაბის ფრიალი


კაბა რომ ქარში არ აფრიალდეს, ფეხებზე დეოდორანტი გაისხით, იმ ნაწილზე, რომელიც კაბას ეხება. ასე თქვენი კაბა ადგილზე დარჩება.

image







12. ტანსაცმელზე მიკრული საღეჭი რეზინი


თუ ტანსაცმელზე საღეჭი რეზინი მიგეკროთ, შეგიძლიათ სკო(ტ)ჩი გამოიყენოთ. დაადეთ ის საღეჭ რეზინას და ნელა ასწიეთ. გაიმეორეთ რამდენჯერმე.

image








13. თითზე გაჭედილი ბეჭედი


როცა ბეჭედის მოხსნა გიჭირთ, უბრალოდ, მაღლა ასწიეთ ხელი და რამდენიმე წუთი ასე გქონდეთ. სისხლი ხელიდან ქვევით დაიწყებს მოძრაობას და ბეჭედსაც მარტივად მოიხსნით.

image


წყარო









ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ გავგრილდეთ ცხელ ზაფხულში კონდიციონერის გარეშე

image


2. როგორ მოვიშოროთ მწერები სახლიდან

image


3. როგორ გადავურჩეთ გარეულ ცხოველებს

image


4. როგორ გადავიღოთ ვარსკვლავური ფოტო

image


0
1396
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1396
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0