x
მეტი
  • 14.11.2018
  • სტატია:82700
  • ვიდეო:334242
  • სურათი:440281
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო "კანონიერ ქურდებს", მათ შორის ქართველებს სთხოვს არ იარონ კორტეჟით

image რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სთხოვა რუსეთში მოქმედ "კანონიერ ქურდებს", მათ შორის ქართველ "კანონიერ ქურდებს" არ იარონ კორტეჟით, რადგან ეს საფეხბურთო ჩემპიონატზე ჩამოსულ სტუმრებს აფრთხობს.
როგორც რუსეთის საინფორმაციო სააგენტომ "Росбалт"–მა გაავრცელა ინფორმაცია, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები "სამამულო" კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს "კანონიერ ქურდებს" შეხვდნენ, რათა მათთვის ინფორმაციის სახით მიეწოდებინათ მთელი რიგი განმარტებები და თავაზიანად სთხოვეს არ ევლოთ კორტეჟით მოსკოვში, საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრებამდე.
თქვენი კორტეჟი ძვირადღირებული დაჯავშნული ლიმუზინით და მისი თანხმლები მანქანები შეიარაღებული მცველებით ძალიან აფრთხობს დედაქალაქის სტუმრებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ისეთი ცნობილი "კანონიერი ქურდები", როგორებიცაა ელგუჯა თურქაძე (ელგუჯა ქუთაისელი), ედუარდ ასატრიანი (ედიკ ასატრინა), ვაგიფ სულეიმანოვი (ვაგიფი), კახაბერ ფარფალია (კახა გალელი), გურამ ჩიხლაძე (კვეჟოევიჩი) და დიმიტრი ჭანტურია (მირონი).
პოლიციელებმა კრიმინალურ ავტორიტეტებს აუხსნეს, რომ როცა ისინი შედიან რესტორნებში ან სავაჭრო ობიექტებში ათეულობით დაცვის წევრით, ეს აფრთხობს უცხოელ ფეხბურთის გულშემატკივრებს და ცუდ შთაბეჭდილებას უქმნის მათ რუსეთზე.
სადღეისოდ რუსეთში სტატისტიკურად ყველაზე მეტი ქართველი "კანონიერი ქურდია"–242 კაცი, მეორე ადგილზეა რუსი კრიმინალები–51, მერე მოდის სომეხი კრიმინალები 30 კაცი, შემდეგ იეზიდები 26 კაცი, აზერბაიჯანელები 16 კაცი, აფხაზი 10, ჩეჩენი ასევე 10 და 7 ებრაელი.
image

0
461
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
461
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0