x
მეტი
  • 20.07.2018
  • სტატია:78754
  • ვიდეო:331478
  • სურათი:435438
ჰოკენ მაილდის საინტერესო კომენტარი ინგლისსა და შვედეთს შორის გასამართ მატჩზე

image

ყოფილმა შვედმა ნახევარმცველმა, ჰოკენ მაილდმა თქვა, რომ ინგლისელი ფეხბურთელები „ცუდი ბავშვები არიან“ და ისინი „ უსიამოვნო სიურპრიზს მიიღებენ“, როდესაც შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან ნახევარფინალში.

მაილდს გარეთ საუდგეითის არ სჯერა და ინგლისის ნაკრები „შეზღუდულებად“ მოიხსენია.

„ისინი ფიქრობენ, რომ ისეთი კარგები არიან, მათთვის ფრე ცუდი შედეგი იქნება. თუმცა ისინი არ არიან ასეთი ძლიერები“. ინგლისური უიმბლდონის ფეხბურთელმა ასევე თქვა, რომ ინგლისის ნაკრების მოთამაშეები „ცუდი ბავშვები არიან“, რომლებმაც ბევრი ფული გამოიმუშავეს. მათ არ აქვთ საჭირო ძალები“.

„ არ გეშინია, როდესაც ამ გუნდს ხედავ. ვფიქრობ, ინგლისი შვედეთს შესაფერისი მეტოქეა. თუ ჩვენ პირველ 20 წუთს გავუძლებთ, მაშინ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. ისინი შეზღუდულები არიან“.

მაილდს სჯერა, რომ ინგლისი-კოლუმბიას მატჩის დამატებით დროში გადაყვანამ და პენალტების დანიშვნამ სამხრეთ ამერიკელებთან გაჭრა, მაგრამ ეს შესაძლოა შვედეთისთვის უპირატესობაც კი იყოს.

„ინგლისმა ესესაა ითამაშა რთული და ხანგრძლივი მატჩი კოლუმბიის წინააღმდეგ და ვფიქრობ, რომ ისინი ზედმეტად თავდაჯერებულები არიან. ფიქრობენ, რომ უნდა გაიმარჯვონ მაგრამ პარასკევს უსიამოვნო სიურპრიზს მიიღებენ“. მაილდმა, რომელმაც 74 მატჩი ჩაატარა ნაკრებში, შეაქო ჯენი ანდერსონი (შვედეთის ნაკრების მწვრთნელი) შვედეთის ნაკრების ერთსულოვნებისა და თამაშის სტილის გამო.

„მართლაც მაოცებს, როგორ მიაღწიეს ამას და როგორ მუშაობენ ერთ გუნდად. ისინი ამას ერთად აკეთებენ და მოთამაშეებიც იზიარებენ იდეას".

0
36
შეფასება არ არის
ავტორი:ზაზა მიროტაძე1
ზაზა მიროტაძე1
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0