x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე საინტერესო ფაქტები პეპლების შესახებ

უხსოვარი დროიდან პეპლები გაზაფხულთან, სილამაზესთან და მარადიულობასთან ასოცირდებიან. ისინი უკვდავების, ბედნიერების, ერთგულების სიმბოლოებად ითვლებიან და ზოგიერთი ახალდ დაქორწინებულები, მტრედების ნაცვლად, ქორწილში პეპლებს უშვებენ – უამრავ ლამაზ პეპელას, რომლებიც წინასწარ მუყაოს ყუთში ჰყავთ მოთავსებული. ეს იდუმალი და უდაოდ ლამაზი არსება ბევრი პოეტისთვის გამხდარა მუზა და შთაგონების წყარო.

ბევრისთვის პეპლები უბრალოდ ლამაზი მწერებია არიან. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ მათ ბევრი საინტერესო ფაქტი უკავშირდება და მათ შორის რამდენიმეს აქ გამოვყოფთ:


1. ფარშევანგის თვალი (Saturnia pyri) – ყველაზე ლამაზი პეპელა მსოფლიოში.


image


2. პეპლები მწერების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ – ქერცლფრთიანების ჯგუფს განეკუთვნებიან. მათ გარდა ჯგუფში ასევე შედიან: ჩრჩილები და ფარვანები. ამ მომენტისთვის ქერცლფრთიანებში, დაახლოებით, 157 000 სახეობის მწერია გაერთიანებული.

3. ეს უნიკალური ქმნილებები, აქტიურად მონაწილეობენ მცენარეების დამტვერვაში და ფუტკრების შემდეგ, II ადგილზე არიან, მწერებს შორის.

4. მეცნიერებას, რომელიც პეპლებს სწავლობს, ლეპიდოპტეროლოგია ჰქვია.

5. ყველაზე დიდი ზომის ღამის პეპელად, ფარშავანგთვალა ატლასი (ლათ. Attacus aitas) ითვლება. მისი ფრთების შლილი, დაახლოებით, 30 სმ-ს შეადგენს და ეს პეპელა, ხშირ შემთხვევაში, ფრინველში ერევათ.


image


6. პეპლებს შორის ყველაზე ამტანი «მონარქი» არის. მას შეუძლია, შესვენების გარეშე, ათასობით კილპმეტრზე იფრინოს.

7. მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც პეპელამ შეიძლება განავითაროს, – 25-26 კმ/სთ-ია. თუმცა, ფრთახალა სფინქსს (ლათ. Smerinthus ocellatus) შეუძლია 50 კმ/სთ. სიჩქარითაც იფრინოს. ის ყველაზე სწრაფია, პეპლებს შორის.

8. ყველაზე საოცარი, ამ ულამაზესი ქმნილებების შესახებ, ფაქტებს შორის, ის არის, რომ იმისთვის, რომ მათ იფრინონ, მზის სითბო ესაჭიროებათ.

9. ჩვეულებრივ, პეპლის ფრთები ქერცლით არის დაფარული. უხეში შეხების შემთხვევაში, პეპელას ქერცლი სცვიავა და გამჭვირვალე აპკისებური ფრთა რჩება. ერთი შეხედვით, ისეთი შთაბეჭდილება იქნება, თითქოს ფრთები დაზიანებულია, მაგრამ რეალურად, პეპლის ფრთები გამჭვირვალეა. ქერცლები კი, მხოლოდ იმისთვის არის საჭირო, რომ მზე აირეკლოს და ამავდროულად, ფერი მისცეს ფრთას. იშვიათ შემთხვევაში, ისეც ხდება, რომ პეპელას ძალიან ცოტა რაოდენობით ქერცლი აქვს ან საერთოდ, ქერცლის გარეშე იბადება.


image


10. ამ არსებების სიცოცხლის ციკლი 4 ფაზისგან შედგება: კვერცხი, მუხლუხო, ჭუპრი და იმაგო (ზრდასრული მწერი – პეპელა).

პეპლის კვერცხის ფორმა, სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს: მრგვალიდან დაწყებული – ცილინდრულით დამთავრებული და კუთხოვანიც კი არის. კვერცხის ფორმა, მის სახეობაზე არის დამოკიდებული.

11. პეპლები კვერცხს ერთი და იგივე ადგილზე დებდენ, ხანგრძლივი დროის მანძილზე.

12. პეპლები არასდოს იძინებენ.

13. ამ საოცარი არესბების ორგანიზმის, ყველაზე რთულად აგებული ორგანო – თვალი არის. ის 6 000 ნაწილისგან, ე. წ. ლინზებისგან შედგება.



image


14. ერთადერთი კონტინენტი, სადაც პეპლები არ ბინადრობენ – ანტარქტიდა არის.

15. ალბათ ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ პეპლები დინოზავრების ეპოქაშიც არსებობდნენ. ისინი, დაახლოებით, 100 – 140 მლნ. წლის წინ გაჩნდნენ. ხოლო, პეპლის უძველესი გამოსახულება, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, 3, 5 ათასი წლის წინანდელი, ეგვიპტური ფრესკა არის.

16. საგემოვნო რეცეპტორები პეპელას თათებზე აქვს მოთავსებული. რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც მწერი მცენარეზე დგას, – მის გემოს შეიგრძნობს.

17. პეპელა – კოლექციონერებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ობიექტია.


image


18. პერიოდი, რომელშიც პეპლები კვერცხებს დებენ, სულ რამდენიმე დღე გრძელდება, მაგრამ თითო პეპელა, 1 000-ზე მეტი კვერცხის დადებას ასწრებს.

19. ძირითადად, პეპლის ყველა სახეობის მუხლუხო ხმელეთზე ცხოვრობს. თუმცა, წყლის მუხლუხოებიც არსებობენ.

20. პეპლების სახეობების უმრავლესობას ხანმოკლე სიცოცხლის ციკლი აქვს – ზოგიერთი მათგანი, მხოლოდ რამდენიმე დღე ცოცხლობს. თუმცა, ისეთებიც არიან, შედარებით დიდ ხანს რომ ცოცხლობენ. მაგ., ბრიქსტონური სახეობის პეპლების სიცოცხლის ციკლი 10 თემდე გრძელდება.

21. მსოფლიოში ამ მწერების არაერთი სახეობა არსებობს, რომელიც იშვიათ სახეობებს განეკუთვნება. მათ შორის არის დედოფალი ალექსანდრას ორნიტოპტერი – პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პეპელა, დღის პეპლებს შორის. კოლექციონერების დამსახურებით, მისი ნახვა მხოლოდ პაპუა-ახალ გვინეაზე შეიძლება.


image


22. ბევრი პეპელა წითელ წიგნში მხოლოდ ულამაზესი შეფერილობის წყალობით მოხვდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგი მათგანი დიდ საფრთხეს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის ნარგავებისთვის.

23. არსებობს პეპლების ისეთი სახეობებიც, რომლებიც თავიაანთი ცხოვრების ბოლო ციკლში (ჭუპრიდან გამოსვლის შემდეგ), საერთოდ არაფერს ჭამენ. ისინი იმ ენერგიით არსებობენ, რომელსაც მუხლუხოდ ყოფნის დროს აგროვენ.

24. მსოფლიოში ყველაზე პატარა პეპლად «ლურჯი ჯუჯა» ითვლება. მისი ფრთების შლილი მხოლოდ 1, 4 სმ-ია.


image


25. პეპლებს სმენის ორგანო არ გააჩნიათ, მაგრამ მათ შეუძლიათ ვიბრაციის აღქმა. ამ თვისების წყალობით, ისინი მოსალოდნელ საფრთხეს გრძნობენ და იმალებიან.

26. პეპლის ხორთუმი – მისი ქვედა ყბის შეცვლილ სახეს წარმოადგენს, რომლითაც ისინი მცენარეების ნექტარით იკვებებიან. მუხლუხოებს კი, საკმაოდ ძლიერი ყბები აქვთ და მყარი საკვების დაღეჭვა შეუძლიათ.

27. პეპლები ახლომხედველები არიან!

28. პეპლები ფერებს საკმაოდ კარგად აღიქვამენ. ადამიანს ფერის აღქმის სამი სახის რეცეპტორი აქვს. ხოლო, პეპლების ზოგიერთ სახეობას, აქვს 5 რეცეპტორი. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უფრო მეტ ფერს ხედავენ, ვიდრე ჩვენ და მათთვის ეს სამყარო ბევრად უფრო ფერადოვანია, ვიდრე ჩვენთვის. თუმცა, არიან ისეთებიც, ყველაფერს ლურჯ ფერებში რომ ხედავენ ან მხოლოდ წითელს, ყვითელს და მწვანე ფერებს რომ აღიქვავენ.


image


29. პეპლების სახეობათა მრავალფეროვნების მიხედვით, პლანეტის რეგიონებს შორის, გამოირჩევა პერუ და სიკიმი (შტატი ინდოეთში).

30. პეპლები – ბინდის არსებები არიან. მხოლოდ მათი მცირე ნაწილი ეწევა აქტიურ ცხოვრებას დღის საათებში. იკვებებიან მცენარის შაქრის შემცველი ნაწილებით.imageყველაზე ლამაზი არსებები დედამიწაზე, იმისთვის იბადებიან, რომ პეპლების ახალ თაობას მისცენ სიცოცხლე.


image

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:imageსახალისო ფაქტები ცხოველების შესახებ

სახალისო ზოოლოგია

იცით როგორ გამოიყურება მტრედის ბარტყი?

ყველაზე მომხიბლავი არსება დედამიწაზე


0
2731
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2731
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0