x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508540
ჟან-კლოდ ვან დამი: თუ კაცები კაცებზე, ხოლო ქალები ქალებზე იქორწინებენ, ბავშვები ვეღარ გაჩნდებიან და კაცობრიობა გადაშენდება
image
ცნობილი ბელგიელი მსახიობი ჟან-კლოდ ვან დამი კრიტიკის ქარცეცხლში მოექც მას შემდეგ, როდესაც გენდერული თანასწორობის მინისტრთან, მარლენ შიაპასთან ერთად On n’est pas couch-ის სტუდიაში იყო სტუმრად.


ვან დამ­მა გა­და­ცე­მა­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ბავ­შვე­ბის მოვ­ლა და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი ქა­ლის საქ­მეა, მა­მა­კაც­მა კი ოჯა­ხი ფი­ნან­სუ­რად უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს. ამის შემ­დეგ ში­ა­პამ მას ჰკი­თხა, რას ფიქ­რობ­და ერთი და იმა­ვე სქე­სის ადა­მი­ა­ნე­ბის ქორ­წი­ნე­ბა­ზე.

„კა­ცის ქორ­წი­ნე­ბა კაც­ზე? კა­ცე­ბიც ქორ­წინ­დე­ბი­ან, ქა­ლე­ბიც, ძაღ­ლე­ბიც... ყვე­ლა ქორ­წინ­დე­ბა და ყვე­ლა შორ­დე­ბა, “ - იხუმრა მსა­ხი­ობ­მა, რასაც სტუდიაში სიცილი მოჰყვა.

image


თუმცა მარლენ შიაპა ამ ფაქტმა გააღეზიანა, მისი თქმით, სექსუალური უმცირესობების შედარება ძაღლებთან არაა ლამაზი.

ამის შემდეგ ვან დამმა განმარტება გააკეთა, მან აღნიშნა, რომ ბევრი გეი მეგობარი ჰყავს და დასძინა:" თუ კაცები კაცებზე, ხოლო ქალები ქალებზე იქორწინებენ, ბავშვები ვეღარ გაჩნდებიან და კაცობრიობა გადაშენდება".

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვან და­მის გან­ცხა­დე­ბებს ხმა­უ­რი მოჰ­ყვა, უმეტესობა აკრიტიკებს მსახიობს ლგბტ პირებზე გამოთქმული მოსაზრების გამო, ნაწილი კი მხარს უჭერს.

0
115
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0