x
მეტი
  • 20.07.2018
  • სტატია:78768
  • ვიდეო:331490
  • სურათი:435439
დალაი ლამას გენიალური გამონათქვამები

1. არსებობს ერთი ძველი ტიბეტური გამოთქმა: "ტრაგედია გვაძლიერებსო". ნუ მისტირით პრობლემების რაოდენობასა და გამოცდილების სიმწარეს, თუ იმედს კარგავთ, ეს არის ყველაზე დიდი კატასტროფა.

2. თუ გსურთ სწორი დამოკიდებულება გამოიმუშაოთ, გახსოვდეთ, რომ მტრები თქვენი საუკეთესო მასწავლებლები არიან. მათი არსებობა გვაძლევს შესაძლებლობას, ვისწავლოთ ტოლერანტობა, გაგება და მოთმინება.

3. ძველი მეგობრები მიდიან და ახლები მოდიან. ეს დღეებს წააგავს. ძველი დღე სრულდება და ახალი დგება. მთავარია გახადო ის შენთვის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი მეგობარი და მნიშვნელოვანი დღე...

4. გაუზიარე ცოდნა სხვებს, ეს ერთ-ერთი გზაა უკვდავებისაკენ.image

5. არის ერთი რამ, რაც ღრმად უნდა ჩაიბეჭდო გონებაში. არა ქვს მნიშვნელობა რას ამბობენ სხვები, თქვენ ხართ ის, ვინც ხართ. მიჰყევით ამ გზას. ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორი ცხოვრება გსურთ. ჩვენ ყველანი ვცოცხლობთ და ვკვდებით, ესაა ერთადერთი სიმართლე, რომელსაც ყველანი ვხედავთ. არავის შეუძლია დაგვეხმაროს, ღმერთსაც კი. ასე რომ კარგად გადახედეთ, რა გიშლით იცხოვროთ იმ ცხოვრებით, რომელიც გსურთ.

6. მსოფლიო მშვიდობა შინაგანი სიმშვიდიდან უნდა მოდიოდეს. მშვიდობა არ ნიშნავს, რომ ძალადობა არ არსებობს. ვფიქრობ, იგი ადამიანური თააგრძნობის გამოლინებაა.

7. სხვა ადამიამების დახმარება ჩვენი ცხოვრების უმთავრესი დანიშნულებაა. თუ სხვისი დახმარება არ შეგიძლიათ, ეცადეთ, ნუ ავნებთ მაინც.

8. თუ პრობლემა მოგვარებადია და სიტუაციიდან გამოსავალიც არსებობს, მაშინ წუხილი რაღა საჭიროა? და თუ პრობლემის მოგვარება შეუძლებელა და სიტუაცია გამოუვალია, დარდი რას გიშველით? არ არსებობს სარგებელი, რომელიც შეიძლება წუხილისგან მიიღოთ.

9. რელიგიის დანიშნულება არის საკუთარი თავის კონტროლი და არა სხვისი გაკრიტიკება.image

10. სამუშაო ვერ მოგივლის ავადმყოფობის დროს. ამას მხოლოდ მეგობრები და მშობლები აკეთებენ. გაუფრთხილდი ამ ურთიერთობებს.

11. ჩვენ რომ ჩვენი პრობლემები მოგვეგროვებინა და შეგვედარებინა სხვების პრობლემების გროვასთან, მაშინვე საკუთარს ავირჩევდით ისევ.

12. თუმცა ცოვრება ბაფთით შეფუთული არ არს, ის მაინც საჩუქარია. შური - დროის უაზრო ხარჯვაა. შენ უკვე გაქვს ყველაფერი, რაც გესაჭიროება .

13. არჩიეთ, იყოთ ოპტიმისტი და თავს უკეთესად იგრძნობთ.

14. ისწავლე წესები იმისათვის, რომ გაიგო, როგორ დაარღვიო ისინი სწორად.image

15. ადამიანები ბედნიერების და კმაყოფილების მიღწევის სხვადასხვა გზებს ირჩევენ და ფაქტი, რომ ბედნიერება თქვენ მიერ არჩეულ გზაზე არ არის, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გზა შეგეშალათ ან დაიკარგეთ.

0
164
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0